თიკო ბიბილაშვილის ფინალური პროექტი - UX Research & Design

blog-detail-img

“იმ თეორიული მასალის გარეშე, რაც კურსზე გავიარე პრაქტიკულად ვერაფერს შევძლებდი. თითოეული ნაბიჯი და კვლევის ეტაპი მაახლოვებდა მიზანს, მიმეღო პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მორგებული ჩემს user-ებზე და იქნებოდა რეალობასთან შესაბამისობაში” – ამბობს თიკო ბიბილაშვილი, UX Research & Design-ის კურსდამთავრებული, რომლის ფინალური ნაშრომისა და კურსის განმავლობაში მის მიერ მიღებული გამოცდილებას ამ ბლოგში გაგიზიარებთ.

UX დიზაინის კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტს ამზადებენ, რომლის ფარგლებშიც UX პროცესებს სრულად გადიან. თიკოს ფინალური პროექტი განათლების მიმართულების crowdfunding აპლიკაციის შექმნას გულისხმობდა. პროექტზე მუშაობისას თიკომ ჩაატარა ემპათიის კვლევა, ააწყო customer journey, საბოლოოდ კი აპლიკაციის პროტოტიპიც შექმნა.

როგორც თიკო ამბობს, საკუთარი ცოდნის UX-ის მიმართულებით გაფართოებამ მეტი გასაქანი მისცა:

“პროექტზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. აღმოვაჩინე რომ შეიძლება “მარტო ხელები” არ ვიყო და უბალოდ ლამაზი ფერადი დიზაინები არ ვხატო. იმ თეორიული მასალის გარეშე, რაც კურსზე გავიარე პრაქტიკულად ვერაფერს შევძლებდი. თითოეული ნაბიჯი და კვლევის ეტაპი მაახლოვებდა მიზანს, მიმეღო პროდუქტი, რომელიც მაქსიმალირად იქნებოდა მორგებული ჩემს user-ებზე და იქნებოდა რეალობასთან შესაბამისობაში.”

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

მომხმარებელზე მორგებული რეალობასთან შესაბამისი ციფრული პროდუქტის შექმნა, როგორც თიკო ამბობს, კურსის განმავლობაში განვლილი თეორიული მასალის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა, ამასთან ერთად, მისთვის კვლევის ჩატარების პროცესიც გამორჩეული გამოცდილება აღმოჩნდა:

კვლევებზე მუშაობა იყო ყველაზე ღირებული რამ. ვისწავლე ჩემი პროდუქტის პოტენციური მომხმარებლების თვალებით ხედვა და ფიქრი. ვფიქრობდი, როგორ იქნებოდა უკეთესი მათთვის და არა – ჩემთვის.”

როგორც თიკო გვიყვება, პროექტზე მუშაობა იმდენად ჩამთრევი და გასართობი აღმოჩნდა, რომ თავის ჰიპოთეტურ პერსონებს ხშირად წარმოისახავდა და ელაპარაკებოდა კიდეც, რომ უკეთ მიმხვდარიყო, როგორც მისი პროდუქტის მომხმარებელს, რა ენდომებოდა თითოეულ მათგანს:

“ჰიპოთეტური პერსონა შევქმენით, თავისი სახელებით და ინტერესის სფეროებით და სულ მათზე ვფიქრობდი. მათ უნდა მივეყვანე სრულყოფილ პროდუქტამდე. ეს 3 წარმოსახვითი ადამიანი თითქოს მართლა სულ ჩემთან იყო 3 თვე”

ასევე, თიკოსთვის Commschool-ში ჩაბარება რეალური გამოცდილების მიღების საშუალება გახდა:

Commschool არის რეალური გამოცდილებისა და ცოდნის მიღების ადგილი ყველაზე კარგი მენტორებით და, რა თქმა უნდა, ეს არის ადგილი, სადაც არ ეზარებათ მოგისმინონ, გიპასუხონ და გასწავლონ. ”

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

აქვე გეტყვი, რომ UX კვლევა, დიზაინი, პროტოტიპის შექმნა, მომხმარებლის ტესტირება და შედეგების გაზომვა – ეს ის საკითხებია, რომლებსაც UX Research & Design-ის კურსის განმავლობაში საფუძვლიანად გაივლი. შედეგად, კურსის ბოლოს, მათ UX პროცესის სრული აღქმა შეგეძლება: კვლევის ჩატარებიდან, პროტოტიპის შექმნამდე და გატესტვამდე, ეს კი, საბოლოოდ, საშუალებას მოგცემს, მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტი შექმნა. 

პროგრამა კი განკუთვნილია UX დიზაინერებისთვის, UI დიზაინერებისთვის, გრაფიკული დიზაინერებისა და პროდუქტ მენეჯერებისთვის, ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში და უწევს ურთიერთობა პროდუქტის დაგეგმვასთან. შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება