ანა შაკაიას ფინალური პროექტი - UX Research & Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

 კურსმა, თითქოს, თავში არეული აზრები დამილაგა, დამანახა სწორი გზა და ძალიან ბევრ კითხვაზე მომცა პასუხი.” – ამბობს ანა შაკაია, Commschool-ის UX Research & Design-ის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომლისთვისაც პროგრამა ეფექტური აღმოჩნდა.

UX-ის კურსის განმავლობაში სტუდენტები მთელ UX პროცესს – კვლევიდან პროტოტიპის შექმნის და გატესტვის ჩათვლით – სრულად გადიან. ანამ კურსის განმავლობაში crowdfunding აპლიკაციის სამომხმარებლო გამოცდილების(User Experience) დიზაინზე იმუშავა და ფინალურ პროექტად პროტოტიპი ააწყო. მისი თქმით, UX პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპონენტი სწორედ კვლევის ჩატარებისა და შედეგების ანალიზის პროცესია:

“UX კვლევები ერთგვარი ფსიქოლოგიაა, სწორად უნდა მიხვდე და იგრძნო მომხმარებლის საჭიროებები. ძალიან საინტერესო იყო ინტერვიუების ჩატარება და იმაზე დაკვირვება, თუ რამხელა ძალა აქვს ერთ არასწორად ნათქვამ სიტყვასაც კი.”

ანას ნამუშევარს შეგიძლია, აქვე შეავლო თვალი:

თბილისის კომუნიკაციის სკოლის კურსდამთავრებულები

ანას აზრით, მისი საბოლოო წარმატება კურსის დაბალანსებული კონტენტის შედეგია. თვითონ მასალა კი ლექტორების მიერ საინტერესოდ იყო მიწოდებული:

თეორიოული მასალა ამომწურავად და საინტერესოდ იყო გადმოცემული, რაც ძალიან დამეხმარა პრაქტიკულ დავალებებში.

რაც მთავარია, ანას შეფასებით, კურსი მას აზრების დალაგებასა და თავისი კონკრეტული მიმართულების პოვნაში დაეხმარა:

კურსმა ძალიან ბევრ კითხვაზე გამცა პასუხი და მომცა ყველაზე მნიშვნელოვანი: მიმართულება, ინტერესი, თავდაჯერებულობა.

თბილისის კომუნიკაციის სკოლის კურსდამთავრებულები

ეს ყველაფერი კი მას კარგ წინაპირობას უქმნის, რომ დამოუკიდებლად შეძლოს თვითგანვითარება. ანას გეგმაც სწორედ ეს არის:

ამდენად, ახალი ცოდნითა და ენერგიებით ვაგრძელებ პროფესიულ განვითარებას.”

თბილისის კომუნიკაციის სკოლის კურსდამთავრებულები

თუ UI ან დამწყები UX დიზაინერი ხარ, ანდა კავშირი გაქვს ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესთან, მაშინ UX მიმართულებით განვითარებამ შეიძლება დაგაინტერესოს.

აქვე იმასაც გეტყვი, რომ Commschool-ის UX Design & Research-ის განახლებული კურსი ორსაათიანის მაგივრად უკვე სამსაათიან 24 ლექციას აერთიანებს. მთელი კურსი კი პრაქტიკული დავალებებითაა დატვირთული; ხოლო წარმატებული კურსდამთავრებულები ავტომატურად Alumni Club-ის წევრები ხდებიან და ჩვენი კარიერული პარტნიორების ვაკანსიებთან ექსკლუზიური წვდომით სარგებლობენ, რაც მათი კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. (სულ ახლახანს, სწორედ UX დიზაინის კურდამთავრებული, ხატია აფხაიძე შეუერთდა GPI Holding-ის გუნდს.)

ამდენად, თუ UX დიზაინერობაზე ფიქრობ, და ისურვებდი, სამი თვის თავზე მრავალ უნართან ერთად რეალური კარიერული პერსპექტივებიც გქონოდა, მაშინ შემოგვიერთდი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება