UX დიზაინის პროგრამიდან GPI Holding-ში - ხატია აფხაიძის კარიერული გზა

blog-detail-img

3-თვიანი კურსი რომ კარიერულ განვითარებაში გეხმარება, ამაზე კარგი შედეგი რა შეიძლება იყოს?! ამჯერად, ხატია აფხაიძის, UX დიზაინის კურსდამთავრებულის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელმაც, UX დიზაინის კურსის გავლის შემდეგ, GPI-ში UX დიზაინერად დაიწყო მუშაობა.

ხატიას პროფესია, აქამდე, მხოლოდ UI დიზაინით შემოიფარგლებოდა, ამიტომ, UX დიზაინერის პოზიციაზე გასაუბრებების დროს ყოველთვის არსებობდა კითხვები, რომლებზე პასუხებიც არ ჰქონდა:

“ინტერვიუს დროს კონკრეტული კითხვები ყოველთვის პასუხგაუცემელი მრჩებოდა.”

GPI-ში მოსახვედრად ხატიამ სამი ეტაპი გაიარა: გაცნობითი გასაუბრება, სატესტო დავალება და საბოლოო გასაუბრება. ეს პროცესი, Commschool-ში მიღებული გამოცდილების წყალობით, მისთვის წარმატებულად დამთავრდა:

“Commschool-ში შევიძინე საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ვიცი, პრობლემას როგორ უნდა შევხედო და საიდან დავიწყო მუშაობა, რაც, რა თქმა უნდა, დამეხმარა ინტერვიუს დროს.”

ისეთ დამსაქმებლებამდე მისვლაში, როგორიც, ხატიას შემთხვევაში, GPI Holding-ია, ნებისმიერ კურსდამთავრებულს Commschool-ის კურსდამთავრებულთა კლუბი ეხმარება:  ჩვენი სტუდენტები, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასში ავტომატურად ირიცხებიან, რის შემდეგაც ექსკლუზიური წვდომა აქვთ Commschool-ის პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე, როგორებიცაა: Redberry, Liberty, Adjarabet..

კურსის წარმატებით დასრულებას ხატიასთვის სამთვიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა. სტუდენტებს კურსის დასაწყისშივე მიეცათ თემები, რომელსაც სამი თვის განმავლობაში დაამუშავებდნენ, ბოლოს კი პრეზენტაციის სახით წარადგენდნენ. ხატიამ გადაწყვიტა, საგანმანათლებლო საქველმოქმედო პლატფორმაზე ემუშავა:

“განათლების კუთხით საქველმოქმედო პლატფორმაზე მუშაობა ავირჩიე, რადგან სრულიად ახალ თემასთან მიწევდა შეხება, ეს კი საინტერესო და მრავალფეროვანი მეჩვენა.”

კურსის ფორმატმა პროექტის დამუშავების პროცესი კიდევ უფრო საინტერესოდ აქცია:

“თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანია, როცა მას პრაქტიკული დავალებებით ამყარებ. პროექტზე მუშაობა ჩვენ მასალის პარალელურად გვიწევდა, ამიტომ პროცესიც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო – ბევრი ახალი უნარის გამომუშავებას მოითხოვდა.”

კურსის განმავლობაში ხატიამ, ისევე როგორც ყველა სხვა სტუდენტმა, კვლევის ჩატარებიდან პროტოტიპის შექმნა-გატესტვის ჩათვლით, UX პროცესის ყოველი ეტაპი გაიარა. კვლევისთვის მას მომხმარებლებთან ინტერვიუების ჩატარება დასჭირდა, რომლის შედეგებსაც დიზაინის პროცესში ითვალისწინებდა.

ხატიას აზრით, ერთ-ერთი მთავარი, რაც მას კურსმა შესძინა, UX პროცესის სრული გამოცდილება და აღქმაა:

“კურსზე მივიღე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გამოცდილი ლექტორების რჩევები და, რაც მთავარია, სრულად შემექმნა წარმოდგენა იმ ეტაპებზე, რომელსაც პროდუქტი გადის იდეიდან მის განხორციელებამდე.”

მისი თქმით, კურსის გავლა ნებისმიერი დიზაინერს დაეხმარება სამომავლოდ წარმატებული პროდუქტების შექმნაში:

“კურსს ვურჩევ ყველა დიზაინერს, რადგან მეტად დაახლოვდებიან საკუთარ მომხმარებლებთან, დიზაინის პროცესის დროს აუცილებლად გაითვალისწინებენ მათ აზრს, რაც აუცილებელია წარმატებული პროდუქტის შესაქმნელად.”

UX დიზანის კურსი ნამდვილად ამომწურავ ცოდნას მისცემს დამწყებ UX დიზაინერებს, UI დიზაინერებს, გრაფიკულ დიზაინერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში, უწევს ურთიერთობა პროდუქტის დაგეგმვასთან და UX დიზაინერებთან, განსაკუთრებით – პროდუქტ მენეჯერებს.

კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია, ადგილები კი – ლიმიტირებული. შემოგვიერთდი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება