"ახალი ნათების" რედიზაინი - თამარ სამხარაძის ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

შენთვის რამდენად მარტივია იმის წარმოდგენა, რომ დღეიდან 2 თვის თავზე, შეგიძლება, გრაფიკულ დიზაინერი იყო?  თამარ სამხარაძისთვის, Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულისთვის, როგორც თავად ამბობს, ეს დაუჯერებელი იყო:

“ცოტა ხნის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, კომპანიის რედიზაინს გააკეთებო, გულიანად დავცინებდი.”

ამის მიზეზი ისაა, რომ გრაფიკულ დიზაინში თამარს არანაირი საბაზისო ცოდნა არ გააჩნდა:

“არათუ გრაფიკული პროგრამების გამოყენება, არამედ მათი სახელებიც კი არ ვიცოდი.”

თუმცა, ახალი უნარების სწრაფად და წარმატებით შესწავლაში ამას ხელი არ შეუშლია და კურსის ფარგლებში მომზადებულ  ფინალურ ნაშრომსაც თამამად გვიზიარებს:

“პროექტზე მუშაობა ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა – თუკი ბოლომდე დაიხარჯები – შედეგით ნამდვილად იამაყებ.”

როგორც თამარი ყვება, პროექტის თემის შერჩევა მისთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო:

“თავიდან დავალებამ საგონებელში ჩამაგდო, რადგან დადგა ის მომენტი, როდესაც ნამდვილი დიზაინერის როლი უნდა მომერგო: გამეთვალისწინებინა შერჩეული კომპანიის საქმიანობა, სამიზნე აუდიტორია, არსებული გამოწვევები და ჩამომეყალიბებინა მისი ახალი, ჩემი აზრით, უფრო თანამედროვე სტილი.”

საბოლოოდ თამარმა ფინალურ ნაშრომად “ახალი ნათების” ლოგოს რედიზაინი გადაწყვიტა. მისი ნამუშევრის არსებულ ლოგოსთან შედარება თავად შეგიძლია:

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები
თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

აქვე, გაეცანი თამარის სხვა ნამუშევრებსაც: 

როგორც თამარი ამბობს, მისი არჩევანი, არსებული ლოგოს მოძველებურობამ განაპირობა:

“„ახალი ნათება“ განათებებისა და სანათი საშუალებების ყველაზე მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. თუმცა, მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, კომპანიას საკმაოდ მოძველებული ლოგო აქვს. ამიტომაც გადავწყვიტე მისი რედიზაინის გაკეთება.”

რედიზაინზე მუშაობის პროცესში თამარი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ორი თვის თავზე მას გრაფიკული დიზაინერის როლის მორგება ნამდვილად შეეძლო:

“პროექტზე მუშაობის პროცესმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აუცილებლად აღწევ იმას, რაც გინდა, მთავარია მონდომება.”

ასეთი შედეგების მიღწევაში კი თამარს Commschool-ის გუნდი დაეხმარა:

“ლექტორი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. Commschool-ს ჰყავს ძალიან ყურადღებიანი და აქტიური პერსონალი, რომლის იმედი, კარიერული წინსვლის თვალსაზრისითაც, აუცილებლად უნდა გქონდეს.”

ამდენად, თუ გრაფიკული დიზაინით ხართ დაინტერესებული და ამ სფეროში ცოდნა არ გაქვს, შემოგვიერთდი 👇


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება