"ზოომარტის" რედიზაინი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, ირინა არღვლიანის ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

“უნდა იცოდეთ თუ არა ხატვა?” – ეს ის შეკითხვაა, რომელიც გრაფიკული დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს აწუხებთ. კურსის დაწყებამდე დაახლოებით ასე  ყოყმანობდა Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული, ირინა არღვლიანიც  და, როგორც თავად ამბობს – სრულიად უსაფუძვლოდ:

კურსის დასაწყისში, როდესაც სწავლა დავიწყეთ, განვაცხადე, რომ არ მქონდა საკმარისი რწმენა, მესწავლა გრაფიკული დიზაინი. ვფიქრობდი, რომ ამისათვის აუცილებელი უნარი  ხატვა იყო. თუმცა, ლექტორმა დამარწმუნა, რომ ეს ასე არ არის. იმისათვის რომ გახდე გრაფიკული დიზაინერი, სულაც არ არის საჭირო ხატვა შეგეძლოს.”

Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსზე წინასწარი ცოდნა – არა, თუმცა, კურსის განმავლობაში, შრომა ნამდვილად გჭირდება:

“ფინალური ნაშრომისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ. კურსის განმავლობაში ვანომ უამრავი ცოდნა და რჩევა გაგვიზიარა, რომ ფინალური ნაშრომი სრულფასოვნად ყოფილიყო შესრულებული.”


საბოლოოდ რებრენდინგისთვის ირინამ  ზოომაღაზიათა ქსელ “ზოომარტის” ლოგო შეარჩია. ამის მიზეზი ის იყო, რომ მის ცხოვრებაში “ზოომარტს” აქტიური როლი უჭირავს:

ვფიქრობ, რომ ყველამ ის ბრენდი ავირჩიეთ, რომელთანაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია. ჩემთვის ასეთი ბრენდი „ზოომარტი“ აღმოჩნდა.”

“ზოომარტის” ძველი და ახალი ლოგოს შედარება თქვენც შეგიძლიათ: 

აქვე, იხილეთ ირინას ნამუშევრებიც:

ფინალურ ნაშრომზე მუშაობის პროცესი ირინას თავისი მიმართულების პოვნაში დაეხმარა:

“რებრენდინგზე მუშაობის პროცესმა მოგვცა შესაძლებლობა, აღმოგვეჩინა საკუთარი თავი ამ პროფესიაში. მე პირადად ძალიან დამეხმარა საბოლოო მიმართულების ჩამოყალიბებაში.”

ორთვიანი კურსი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ირინას ხედვა განვითარებოდა:

“დავიწყე ფიქრი ისე, როგორც დიზაინერმა: უბრალოდ ქუჩაში სეირნობის დროსაც კი საგნებს სხვა თვალით ვუყურებ, ვაფასებ – ინსპირაცია ყველგან არის.”

მისი აზრით, ეს უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რაც კურსისგან მიიღო:

“დიზაინერის თვალით ხედვა, ვფიქრობ, განსაკუთრებული მიგნებაა საკუთარ თავში. ერთია, რომ შეისწავლო პროგრამები და გქონდეს ამისი ტექნიკური განხორციელების უნარი და მეორე, და უფრო მნიშვნელოვანი, იფიქრო და იაზროვნო, როგორც დიზაინერმა.

გრაფიკულ დიზაინთან შეხება ირინას კურსის გავლამდეც ჰქონია-გრაფიკულ დიზაინერებთან მუშაობა მისი საქმის ნაწილია:

“ჩემი პროფესია მეტწილად დაკავშირებულია გრაფიკულ დიზაინთან: ყოველდღიურად მიწევს გრაფიკულ დიზაინერებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებით პროცესში ჩართულობა.”

სწორედ ამის გამო ირინასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დიზაინერის ხედვის განვითარებას:

“კურსის გავლის შემდეგ, ჩემი სამუშაო სტილი შეიცვალა: ახლა ბევრად მარტივი მეჩვენება სწორი აქცენტების დასმა და გადაწყვეტილებების მიღება.”

საერთო ჯამში, ირინას კურსმა საკუთარი შემოქმედებითი უნარები აღმოაჩენინა:

“Commschool-ში მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი თავი აღმომეჩინა შემოქმედებითი თვასაზრისით.”

ირინას აზრით, Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი იდეალურია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ამ პროფესიაში განვითარება უნდა:

“ვიცი, რომ ამ პროფესიის სრულად დაუფლებას ძალიან დიდი შრომა და დრო სჭირდება, მაგრამ ამისათვის საუკეთესო საწყისები Commschool-ში აღმოვაჩინე. “Commschool-ს და, განსაკუთრებით, გრაფიკული დიზაინის კურსს ვურჩევ ყველა ადამიანს, ვისაც უფიქრია ამ პროფესიის დაუფლება.

ქომსსქულის გრაფიკული დიზაინის კურსზე ნებისმიერ ადამიანს სწავლა ნულიდან შეუძლია. შემოგვიერთდი👇

 

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება