"კუს ტბის" რედიზაინი- ალექსანდრე უფლისაშვილის ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

კუს ტბა, ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება – ხედის, ბუნების, კლუბებისა თუ ბარების გამო. თუმცა კუს ტბის, როგორც ბრენდის, ამჟამინდელი ვიზუალური იდენტობა, ალბათ, ზოგი თქვენგანისთვის მაინც, ნაკლებად იტევს ამ ემოციებს. ყოველ შემთხვევაში, გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულმა, ალექსანდრე უფლისაშვილმა სწორედ ამ მოტივით შეარჩია კუს ტბა საკუთარი ფინალური ნაშრომის თემად:

“კუს ტბა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია თბილისში და მუდამ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ჩემს ფავორიტ ადგილს არ გააჩნდა მყარი ვიზუალური იდენტობა.”

ალექსანდრემ სწორედ ამგვარი იდენტობის შექმნაზე იზრუნა, ინსპირაციას კი კუს ტბის შემოგარენშივე მიაგნო:

“გონებაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ჩამოყალიბებული ის ემოცია, რომელიც კუს ტბას, როგორც ბრენდს, ადამიანებისთვის უნდა გამოეხატა. ლოკაციაზე რამდენიმე ვიზიტის შემდეგ უკვე ნათელი გახდა, თუ რა უნდა გამეკეთებინა.”

დროა, თვალი შევავლოთ, როგორ გამოიყურება დღეს კუს ტბის ლოგო და რად აქცია ის ალექსანდრემ:

აქვე, გაეცანი ალექსანდრეს ნამუშევრებსაც:

Როგორც ალექსანდრე აღნიშნავს, რედიზაინზე მუშაობის პროცესი ბრენდის შერჩევის თავისუფლებამ განსაკუთრებით სასიამოვნო გახადა. საკუთარი წარმოსახვის რეალობად ქცევის პროცესი კი ახლებური გამოცდილება იყო:

“ამ პროცესმა დამანახა, თუ როგორ შეიძლება, გონებაში არსებული იდეების მონახაზი გადაიქცეს ვიზუალურად აღქმად შედეგად.”

აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრე ამჟამად კრეატიულ სააგენტო ABK-ში გადის სტაჟირებას – შემოთავაზება მას კურსის დამთავრებისთანავე მოუვიდა. თუმცა, მის მიერ შესრულებული კუს ტბის რედიზაინი მთელი კურსის ტოპ 3 ნამუშევარს შორისაც მოხვდა, რამაც მას ასევე მისცა კრეატიულ სააგენტოში სტაჟირების გარანტირებულ შესაძლებლობა.

კურსის ასეთ წარმატებულ დასასრულს წინ შრომატევადი 2 თვე უძღოდა. Როგორც ალექსანდრე აღნიშნავს, კურსი მიღებული ცოდნის მხრივ გრაფიული დიზაინის კარგი ბაზისი აღმოჩნდა. Თუმცა ამ პროცესში, მისი აზრით, ცალკეულ თეორიულ მასალაზე მეტი  მნიშვნელობა ლექციებისთვის ლექტორის მიერ შერჩეულ ფორმატს ჰქონდა:

“კურსი ძალიან კარგი გზამკვლევი აღმოჩნდა გრაფიკული დიზაინის საწყისებში. ყველაზე მეტად გამოვარჩევდი იმას, რომ ლექტორი თავის კარიერულ გამოცდილებას გვიზიარებდა: ყოველი ლექცია არამარტო სილაბუსით გათვალისწინებულ ცოდნას გვაძლევდა, არამედ ერთგვარი case study გამოდიოდა; სტუდენტები ლექტორისგან სხვადასხვა ქეისებს ისმენდნენ, რაც შესაბამისი დისკუსიით გრძელდებოდა.”

Როგორც ალექსანდრე აღნიშნავს, Commschool-ში მან ისწავლა მეტი, ვიდრე, უბრალოდ, გრაფიკული დიზაინის ტექნიკური საფუძვლებია. Მისი თქმით, კურსმა მას გრაფიკული დიზაინერის პროფესიით რეალურ სამყაროში ორიენტირების უნარიც მისცა:

“Commschool-ში ჩავაბარე, რადგან მჯეროდა, რომ ეს კურსი, გრაფიკულ დიზაინს მხოლოდ ხელობის დონეზე არ ასწავლიდა. არამედ სტუდენტებს მაქსიმალურად აძლევდა იმის საშუალებას, რომ გაეგოთ, რას ნიშნავს, იყო გრაფიკული დიზაინერი რეალურ სამყაროში – როცა გიწევს კლიენტთან ურთიერთობა.”

კურსმა ალექსანდრეს ეს მოლოდინები გაუმართლა, ამიტომაც გრაფიკული დიზაინით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მის გავლას ურჩევდა:

“მოლოდინები გამიმართლდა და, შესაბამისად, კურსზე ჩაბარებას ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა აინტერესებს.”

ალექსანდრე უფლისაშვილი 2 თვის განმავლობაში Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსს გადიოდა. ის უკვე კრეატიულ სააგენტოში გადის სტაჟირებას. Ასეთივე წარმატების მიღწევა თქვენც შეგიძლიათ – კურსი ახლახანს დამთავრდა და ის ახალ სტუდენტებს უცდის.

ჯგუფში ადგილები ლიმიტირებულია –  შემოგვიერთდი 👇

 

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება