5 მიზეზი მონაცემთა მეცნიერებაში კარიერის დღესვე დასაწყებად

blog-detail-img

ალბათ უკვე იცი, რომ  დღევანდელი მსოფლიო მონაცემებზე დგას. მონაცემთა მეცნიერება არის მონაცემებში კანონზომიერებების აღმოჩენისა და მისი გამოეყენბის ხელოვნება.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა მეცნიერება ახლადშექმნილი პროფესიაა, მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ა.შ.შ-ს სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციის თანახმად, 2026 წლისთვის მოთხოვნა 27.9%-ით გაიზრდება

ამიტომ ამ ბლოგში მინდა გაგიზიარო მიზეზები, რის გამოც ამ სფეროში ახლა შემოსვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

1. მაღალი მოთხოვნადობა – მაღალი ანაზღაურება

საქართველოში ეს სფერო შედარებით ახალია, თუმცა ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, აჭარა გრუფი, აქტიურად ამუშავებენ მონაცემებს. 

ამ სფეროს სიახლისა და ინოვაციურობის გამო, პროფესიონალები იშვიათად თუ მოიძებნებიან, სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ მონაცემთა მეცნიერის საშუალო ანაზღაურება საქართველოში 4500 ლარია. 

გარდა საქარველოში არსებული დიდი კომპანიებისა, მონაცემთა მეცნიერების საჭიროება არის ისეთ ქართულ სტარტაპებშიც როგორიცაა Optio.AI, Theneo და სხვა.

მონაცემთა მეცნიერების კურსი

32 ლექცია | 96 საათი | 16 კვირა
2. განვითარებისა და ახალი აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობა

მონაცემთა მეცნიერის პროფესია საკმაოდ საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ გექნება საშუალება აკეთო ექსპერიმენტები, რადგან პრობლმების გადასაჭრელად შეგიძლია მოიფიქრო ბევრი ახალი და საინტერესო გზა, მაგალითად ორი ცვლადი ახლებური გზით დაუკავშირო ერთმანეთს და მიიღო განსხვავებული შედეგები. 

3. განსხვავებული სამუშაო გამოცდილების მიღება

როგორც უკვე გითხარი, დღეს მთელი სამყარო მონაცემებზე დგას, რაც მონაცემთა მეცნიერს უხსნის ფართო გზას სხვადასხვა ინდუსტრიაში

შენ გექნება შესაძლებლობა იმუშავო, როგორც ფინანსურ განყოფილებაში, ბანკში, ისე ონლაინ პლატფორმებზე, ვებ-საიტებზე და სხვა, რადგან მონაცემთა მეცნიერება საკმაოდ მოქნილი და სხვადასხვა სფეროს მორგებადი პროფესიაა.

4. მუდმივად ცვალებადი გარემო

მონაცემთა მეცნიერება ნამდვილად  არ არის ის პროფესია, რომელიც მოწყენის და საქმის მობეზრების საშუალებას  მოგცემს, რადგან:

ციფრული პროდუქტები და სერვისები მუდმივად ცვალებადია

სამუშაოს შეძლებ სამუშაო მაქსიმალურად მოირგო საკუთარ  თავზე, თავად შექმნი დამხმარე საშუალებებს და მუდმივად სწავლის პროცესში იქნები

ეს კი ცხადია, საშუალებას გაძლევს იყო მუდმივად განახლებად გარემოში, რაც იდეალურია, თუ კი რუტინული საქმე არ გხიბლავს.

5. სპეციალიზაცია

რადგან მონაცემთა მეცნიერება შედარებით ახალი პროფესიაა, საშუალებას გაძლევს თავად აირჩიო მიმართულება და გახდე:

პროდუქტის სპეციალისტი (Product Specialized), რაც მოიცავს მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს იმაზე, თუ როგორ გახდეს კონკრეტული პროდუქტი უფრო მიმზიდველი

ტექნიკოსო (Technical), რომელიც ქმნის ხელსაწყოებს და პლატფორმებს მონაცემთა მეცნიერებისთვის, რათა მუშაობის პროცესი იყოს მეტად მარტივი

მკვლევარი (Researcher), რომლის მთავარი საქმიანობაც მოიცავს სტატისტიკის ანალიზს.

თუ ამ ყველაფრის წაკითხის შემდეგ ფიქრობ, რომ ეს პროფესია სწორედ შენთვისაა, მაშინ მინდა მოკლედ კურსის შესახებაც გიამბო.

4 თვიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში შეეხები მონაცემთა მეცნიერების ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, ონაცემთა ანალიზისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროგრამირების ენის, Python-ის გამოყენებით შეძლებ დაფარო მონაცემთა მეცნიერების სრული ციკლი – მონაცემთა პირველადი დამუშავება, მოდელირებისთვის მომზადება, მანქანური და ღრმა დასწავლის ალგორითმების აგება, გაწვრთნა, გამოყენება და პროდუქტად ქცევა (SaaS).

ახლა კი ისღა დამრჩენია გითხრა, რომ Data Science-ის კურსს 10 ივნისს ვიწყებთ!

Data კურსები:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება