5 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ Android Development პროფესიად
იცით თუ არა, რომ მსოფლიოს მობილური მომხმარებლების დაახლოებით 86% ანდროიდის მომხმარებელია? ეს არის ლინუქსის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება როგორც სმარტფონებში, ასევე პლანშეტურ კომპიუტერებში, “ჭკვიან” აქსესუარებში, ელექტრონულ რიდერებსა თუ საყოფაცხოვრებელ ნივთებში.
ანდროიდ დეველოპმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა არა მარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც. ჩნდება კითხვა: რატომ არის ეს პროფესია ასეთი პოპულარული? ამის რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია განვიხილოთ:
მაღალი ანაზღაურება – Paysa-ს კვლევის მიხედვით, ანდროიდ დეველოპერების საშუალო ანაზღაურება თვეში 8000 დოლარია, კვალიფიკაციის ზრდასთან ერთად კი ეს მაჩვენებელი იმატებს. საქართველოში საშუალო ანაზღაურება 4000 ლარს შეადგენს, სენიორ დეველოპერების შემთხვევაში კი 5000 ლარს სცდება*
სტაბილური ზრდა – მობილური აპლიკაციების დეველოპერების სამუშაო ბაზარი დაახლოებით 32%-ით გაიზარდა 2010 წლიდან დღემდე, რაც იმას ნიშნავს, რომ 300 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. სავარაუდოა, რომ ეს ტრენდი მომავალში ბევრად უფრო მზარდი იქნება.
გამოწვევები – ეს არ არის მოსაწყენი და რუტინული სფერო, პირიქით – ძალიან დინამიურია. მუდმივად უნდა განვითარდეთ და თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად საინტერესო აპლიკაციებს შექმნით.
შესაძლებლობების ფართო არეალი – ეს პროფესია საშუალებას გაძლევთ თავისუფლად დასაქმდეთ უცხოურ ბაზარზე სხვადასხვა ფრილანს პლატფორმის დახმარებით: Upwork, Toptal, Fiverr, Freelancer ა.შ
მოქნილობა – თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც კომპანიის ოფისიდან, ასევე ნებისმიერი სხვა თქვენთვის სასურველი ადგილიდან.
თუ დამწყები ან გამოცდილი დეველოპერი ხართ, ტექნიკურად განვითარებულ უნარ-ჩვევებიც გაქვთ და თან ანდროიდ ფრეიმვორკის შესწავლაც გაინტერესებთ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: თბილისის კომუნიკაციის სკოლა და Wandio, ტექნოლოგიური მიმართულებით, პირველ ერთობლივ, Android Development-ის პროგრამას უშვებენ. თანამშრომლობის საერთო მიზანი ტექნოლოგიური, ციფრული, განათლების დონის გაუმჯობესება და დასაქმების ბაზრის განვითარებაა.
აუცილებელია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი პრინციპები იცოდეთ და IT სფერო თქვენთვის უცხო არ იყოს. ამასთან, ინგლისურად ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა, გაგება და გააზრებაც უნდა შეგეძლოთ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ჯავას და კოტლინის პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ. ეცოდინებათ რა არის პროგრამირების პარადიგმები, გაეცნობიან Design pattern-ებს, შეეძლებათ აპლიკაციის UI-ის აწყობა და ფუნქციონალის შექმნა.
საწყის ეტაპზე, აქცენტი გაკეთდება პროგრამირების ენებისა და მიდგომების შესწავლაზე, რომელსაც Wandio-ს ანდროიდ დეველოპერი ბაჩო კურტანიძე წაიყვანს. ხოლო ანდროიდ გუნდის ხელმძღვანელი, ლევან კაკაბაძე უშუალოდ ანდროიდის სპეციფიკას, ინსტრუმენტებისა და აპლიკაციის შექმნის პროცესზე იქნება ორიენტირებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Alumni Club ფუნქციონირებს – ჩვენს კურსდამთავრებულებს ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და გარანტირებულ სტაჟირებებს ვთავაზობთ. ამჯერად, მათ, ვინც Android Development-ის პროგრამას წარმატებით დაასრულებენ, აქვთ რეალური შანსი, გახდნენ Wandio-ს გუნდის წევრები.
თუ განაცხადის შემოტანას ფიქრობ, გაითვალისწინე, რომ პროგრამაზე ადგილები ლიმიტირებულია, ჯგუფი კი ნაწილობრივ შევსებულია- პროგრამის სილაბუსი შეგიძლია იხილო აქ.
ავტორი: მარიამ კერესელიძე
*კონფიდენციალური 3rd party კვლევა