5 მიზეზი რატომ უნდა გახდე UX დიზაინერი

blog-detail-img

ინტერესი, ალბათ, ბევრი სფეროს მიმართ გაგჩენია, მაგრამ მხოლოდ ინტერესი ვერ აღმოჩენილა საკმარისი, რომ ეს სფერო შენს პროფესიად გექცია. ბლოგში სწორედ იმ 5 მიზეზს გაგაცნობთ, რომლებმაც UX დიზაინერობა, შესაძლოა, შენთვის სასურველ პროფესიად დაგანახოს.

1. მოთხოვნადია

დავიწყოთ იმით, რომ Linkedin-ის  რეკომენდაციით UX დიზაინი იმ 20 TOP უნარს შორისაა, რომლის სწავლაც პრიორიტეტულია, ამის მიზეზი კი UX დიზაინერებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდაა. ეს ტრენდი კიდევ უფრო მყარი შეიძლება გახდეს, რადგან UX Google-ის საძიებო სისტემის ranking ფაქტორებს შორის არის. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო უკეთესია საიტის UX დიზაინი, Google მას მით უფრო წინ დააყენებს ძიების შედეგებში. შედეგად, კონკურენტულობის შესანარჩუნებლად ბიზნესებს კიდევ უფრო მეტი ყურადღების მიქცევა შეიძლება დასჭირდეთ კარგ UX დიზაინზე. 

  1. მაღალანაზღაურებადია

     

ის, რაც ასეთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია, დღევანდელ ბაზარზე სათანადოდ ანაზღაურებადიც არის: საქართველოში UX დიზაინერის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2600 ლარია. ესეც არ იყოს, ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც დისტანციურად მუშაობის საშუალებასაც გაძლევს. ამდენად, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო პროექტებიც შეგიძლია აიღო ისეთი ფრილანს პლატფორმების საშუალებით, როგორიც Upwork, Toptal, Freelancer და სხვაა. Upwork-ზე კი UX დიზაინერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 25$-75$ შუალედშია.

 

 
  1. პერსპექტიულია 

პანდემიამ სხვადასხვა სფეროს გაციფრულების პროცესი ძალიან დააჩქარა. InVision-ის კვლევა სწორედ ამას ადასტურებს: კვლევის რესპონდენტებისგან, კომპანიების მენეჯერებისგან, ირკვევა, რომ მათმა 70%-მა გასული 2020 წლის განმავლობაში ციფრული პროდუქტების დიზაინზე მომუშავე გუნდები გაზარდა. ამდენად, არაპროგნოზირებად სამყაროში UX დიზაინი, პროგნოზირებადად სტაბილურ პროფესიად გვევლინება.

 

  1. გაძლევს მრავალმხრივი განვითარების საშუალებას

     

კვლევის ჩატარება, შედეგების ანალიზი, პროტოტიპის შექმნა თუ გატესტვა, არ არის ისეთი უნარები, რომლებიც მხოლოდ UX დიზაინერისთვისაა გამოსადეგი. UX დიზაინერობის ერთ-ერთი პლუსი სწორედ ისაა, რომ დამატებითი პროფესიებისკენაც გიხსნის გზას, იქნება ეს დეველოპმენტი თუ ფროდაქთ მენეჯმენტი, შესამაბისად მრავალ მხრივ შეგიძლია განვითარდე და ახალ პროფესიებსაც დაეუფლო.
 
  1. ხელმისაწვდომია

ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან შენთვის, ალბათ, უკვე აშკარაა, რამდენად პოპულარულია დღეს UX დიზაინის სფერო. იქ კი, სადაც ამხელა ინტერესი და მოთხოვნაა ინფორმაციაზე, უამრავი რესურსი და სასწავლო მასალა ჩნდება თვითგანვითარებისთვის. მრავალი რესურსი კი ხელს გიწყობს მეტი ცოდნა/გამოცდილება დააგროვო, რაც მუშაობას უფრო საინტერესოსა და გამოწვევებით სავსეს ხდის.

თუმცა, ინტერნეტ რესურსებიდან სწავლა შეიძლება რთული აღმოჩნდეს – უამრავი მასალა, შესაბამისად მეტი დახარჯული დრო და ენერგია, მათ შორის კომპეტენტური ადამიანებისგან მიღებული რჩევების ნაკლებობა შეიძლება ნაკლები მოტივაციის მიზეზი გახდეს.

UX Research & Design-ის კურსის ფარგლებში, რომელიც 24 სამსაათიან ლექციას მოიცავს, ლექტორები თავიან გამოცდილებას თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული დავალებებით გაგიზიარებენ. პროგრამის განმავლობაში კი მთელ UX პროცესს გადიხარ:

კარიერულ წინსვლაში კი Commschool-ის Alumni Club-ის წევრობა დაგეხმარება, რაც ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და სტაჟირების შესაძლებლობებზე წვდომას გულისხმობს. პარტნიორი კომპანიები კი  Adjarabet, Space, Adjara Sport, GPI Holding-ისა და ლიბერთი ბანკი არიან. იმისთვის, რომ კურსამთავრებულთა კლუბის შემოთავაზებებით ისარგებლო, მხოლოდ ნებისმიერი პროგრამის, მათ შორის UX Research & Design-ის წარმატებით დასრულება გჭირდება.

ასე რომ, თუ UX დიზაინი გაინტერესებს, მისი სრული პროცესი გინდა გაიარო და თან კარიერული განვითარების შესაძლებლობები მიიღო, შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება