2021-ის ინსტრუმენტები მარკეტერებისთვის: ორიენტირება არასტაბილურობაში

blog-detail-img

წინა წლის ამ პერიოდში ალბათ ვერც კი ვიფიქრებდით, რომ წინ პანდემია, ეკონომიკური რეცესია და ბევრი უარყოფითი მოვლენა გველოდა. სამწუხარო კი ისაა, რომ ახლაც ამ პროცესში ვართ. საბედნიეროდ, “სინათლე გვირაბის ბოლოს” ნელ-ნელა მოჩანს – ყველანი ვაქცინას ველოდებით, რომელიც სულ რამდენიმე თვეში ხელმისაწვდომი იქნება. შეიცვალა მომხმარებელთა ქცევაც, ტექნოლოგიური ტრენდები კი აჩქარდა.

საინტერესოა, როგორ შეძლებენ მარკეტერები ამ სიტუაციასთან ადაპტირებას 2021 წელს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია განვიხილოთ მომავალი წლის გამოწვევები და ტრენდები.

 

1.პასუხი რეცესიას

მარკეტერები რთული ეკონომიკური პროცესებისთვის ემზადებიან. შემცირდება სპონსორობა და სააგენტოებთან თანამშრომლობა. გაიზრდება მოთხოვნა TikTok-სა და Amazon-ზე.

შედეგები:

  • ბრენდინგზე ორჯერ შემცირდება დანახარჯები
  • კომპანიები ისეთ შეთავაზებებს  შექმნიან, რომლებიც მომხმარებელთა ღირებულებებს ესადაგება
  • პოსტ-პანდემიურ პერიოდში, გამორჩეულობის შენარჩუნება დიდი გამოწვევა იქნება

 

2.ელექტრონული კომერცია

COVID-19-ის პანდემიამ ელექტრონული კომერციის ზრდა გლობალურად დააჩქარა და მარკეტერები ვარაუდობენ, რომ ეს არ შეიცვლება. 2021 წელს მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელ-კომერციაა, რომელიც მთლიანად შეცვლის კომპანიების სტრატეგიებსა და მედია ინვესტიციებს.

შედეგები:

  • აუცილებელია უკეთესი marketplace-ს შექმნა, “ციფრული ხელმისაწვდომობის” გაზრდისთვის
  • მომხმარებლებთან მთავარი შეხების წერტილები მიწოდების სერვისი და შეფუთვა იქნება
  • ლაივსტრიმინგი ჩინეთიდან დასავლეთში ინაცვლებს

 

3.სახლში ბევრი მომხმარებელი დარჩება

2021 წელს “at-home” ცხოვრების წესი აქტუალური გახდება, რადგან გარკვეული შეზღუდვები კვლავ დარჩება. შესაბამისად, ბრენდებმა უნდა იფიქრონ, როგორ დაამყარონ მომხმარებლებთან კომუნიკაცია.

შედეგები:

  • გაიზრდება მოთხოვნა სათამაშო ინდუსტრიასა და ტელევიზიაზე
  • სახლური ცხოვრების წესი მომხმარებლებისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება
  • “ადგილობრივობა” უმნიშვნელოვანესი იქნება მოგზაურობისთვის, საცალო ვაჭრობისთვის და ა.შ.

 

4.წარმატების მიღწევა დახურულ ქსელში

ნელ-ნელა გაქრება ყველასთვის კარგად ნაცნობი ე.წ “third-party cookies”, რაც არის შედეგი რეგულაციებით გამოწვეული წნეხითა და ცალმხრივი მოქმედებებით, ისეთი კომპანიების მხრიდან, როგორებიცაა Google და Apple ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ე.წ “Walled Garden”-ებს, ანუ იმ დახურულ ეკოსისტემებს, რომელშიც ყველა ოპერაციას ეკოსისტემის ოპერატორი აკონტროლებს. (მაგალითად, Apple აკონტროლებს IOS-ის ეკოსისტემას )

შედეგები:

  • კონტექსტი მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მარკეტერები აუდიტორიაზე ინფორმაციას დაკარგავენ
  • ბრენდებმა ახალი სტრატეგიები უნდა შეიმუშავოთ პერსონალიზირებული რეკლამებისთვის
  • ედვერთაიზერებმა უნდა გაარკვიონ, რა პლატფორმებზე ექნებათ მხარდაჭერა

 

5.არასტაბილურობის სტრუქტურირება

2021 წელს ბიზნესი კვლავ შეფერხებით იმუშავებს, უმეტესობა კი ინვესტიციას “ციფრულ ტრანსფორმაციაში” ჩადებს, რათა ბაზარზე პოზიცია შეინარჩუნონ.

შედეგები:

  • მარკეტერები მთლიანად განაახლებენ სტრატეგიასა და მიზნებს
  • მარკეტინგის გავლენა მით უფრო გაიზრდება, რაც უფრო დაკავშირებული იქნება მომხმარებელთან
  • გაიზრდება ე.წ in-house, ანუ კომპანიის მიერ შიდა რესურსის გამოყენება, რადგან ნაკლები დანახარჯები ჰქონდეთ
  • მრავალფეროვნება და ინკლუზია ვერ პროგრესირდება

 

6.ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

ცენტრალური პრიორიტეტი ჯანმრთელობა იქნება. შესაბამისად, ბრენდებმა უნდა იზრუნონ მომხმარებლების არა მარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ სიჯანსაღეზეც.

შედეგები:

  • ჯანმრთელობის ციფრული პლატფომები ბუმშია
  • ფიტნესი, ჯანდაცვა და სილამაზის ინდუსტრია გაციფრულდება
  • ბრენდები დაეხმარებიან მომხმარებლებს, მიიღონ  პრევენციული ზომები

Როგორც ვხედავთ, 2021 წელი მარკეტერებისთვის გამოწვევებით სავსე იქნება, ცვალებად გარემოსთან ადაპტირება კი სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით გახდება  შესაძლებელი.


ავტორი: მარიამ კერესელიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება