“2 ნაბიჯის” რედიზაინი - გიორგი ბარამიძის, ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

როგორ ფიქრობთ, როგორი პროცესი უნდა იყოს რებრენდინგზე მუშაობა? – Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსის ბოლოს სტუდენტებს სწორედ არსებული კომპანიის ლოგოს რედიზაინზე მუშაობა უწევთ. გიორგი ბარამიძისთვის ეს პროცესი გამოწვევებითაც სავსე იყო და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაშიც დაეხმარა:

“პირველად ვმუშაობდი რებრენდინგზე, რაც გრაფიკულ დიზაინში უმნიშვნელოვანეს მიმართულებად მიმაჩნია; სასიამოვნო პროცესი იყო, რადგან, ვფიქრობ,  კონკრეტული დავალების რეალიზაციის პროცესში ვეძებდი საკუთარ თავს;”

გიორგიმ თავის ფინალურ ნაშრომში მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის” ლოგოს რებრენდინგზე იმუშავა. მისი არჩევანი, მისი აზრით, ახლანდელი ლოგოს ძველმოდურობამ განაპირობა:

“მივიჩნიე, რომ კომპანიის ლოგო იყო გადატვირთული და თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო, შეიძლება ვთქვათ, მოძველებული”
.

ამიტომაც გიორგიმ კომპანიისთვის ლოგოს ახალი ვარიანტი შეიმუშავა:

აქვე, გეცანი გიორგის ნამუშევრებსაც: 

როგორც გიორგი ამბობს, მისი მთავარი მიზანი ლოგოსგან “ეფექტური, მშვიდი და გაწონასწორებული” გამოსახულების შექმნა იყო:

“არსებული ლოგოს რადიკალურად შეცვლა არ დამისახავს მიზნად, დავტოვე მთავარი სიმბოლო -„2“, შევცვალე ფერთა გამა, გავამარტივე ფორმები, დავხვეწე გეომეტრიული პროპორციები, რამაც ლოგოს თანამედროვე იერი შესძინა.”

Კურსის განმავლობაში გიორგი საკუთარ ტექნიკურ უნარები გაიუმჯობესა: Adobe Illustrator-ის სწავლა, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო და გამოსადეგი აღმოჩნდა:

“ყველაზე მნიშვნელოვანი Adobe Illustrator-ის პროგრამის შესწავლა იყო, რადგან ის გრაფიკული დიზაინერისათვის აუცილებელი ატრიბუტია, რომლის გარეშეც შეუძლებელია მუშაობა.”

Რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან პროგრამას – Adobe Photoshop-ს – გიორგის მისი გარკვეული ცოდნა უკვე გააჩნდა, თუმცა კურსის განმავლობაში თავისი უნარები უფრო გაიფართოვა. Როგორც ის ამბობს, კურსის განმავლობაში დაინახა თუ რამდენად  განსხვავდდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დიზაინის სწავლა ინტერაქციული ლექციებისგან, სადაც სხვადასხვა აზრის გაცვლა და განსხავავებული პერპექტივების დანახვაა შესაძლებელი:

“კურსის გავლამ შესაძლებლობა მომცა, დამენახა განსხვავება ორ პროცესს შორის: როცა დამოუკიდებლად ვცდილობდი საქმის შესწავლას და როდესაც კურსის ფარგლებში ხდებოდა იგივე.“

ამ მხრივ,  გიორგის აზრით, Commschool-ში სწავლას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო მიეღო ლექტორისგან დახმარება:

“კურსის გავლის პროცესში, არასალექციო პერიოდშიც კი,  სტუდენტებს შესაძლებლობა გვქონდა, ლექტორისგან მიგვეღო დახმარება და პასუხი სამუშაოსთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე.”

Ბევრი სხვა კურსდამთავრებულის მსგავსად, გიორგიც მიიჩნევს, რომ კომუნიკაციის გამართული სისტემა ის უპირატესობაა, რომლითაც Commschool სტუდენტებისთვის სწავლის პროცესს კომფორტულს ხდის. Სწორედ ამის დამსახურებით, მისი აზრით, პანდემიის მიუხედავად,  Commschool-ში სწავლა ძალიან ხარისხიანი და ეფექტური აღმოჩნდა:

“პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებას არანაირი  დისკომფორტი არ შეუქმნია. კარგად არის აწყობილი კომუნიკაციის მხარე, რაც უმარტივებს სტუდენტს ლექტორსა და ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სწავლების პროცესი  კი მაქსიმალურად ორიენტირებულია ცოდნის მიღებაზე.”

Საერთო ჯამში, Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი გიორგისთვის გამოწვევა და თვითგანვითარების საშუალება აღმოჩნდა:

“გრაფიკულ დიზაინზე მუშაობა თავისთავად საინტერესოა – ყოველი ახალი გამოწვევა ხელს უწყობს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და ტექნიკური მხარის დახვეწას. ეს სასწავლო კურსი ამაში დიდწილად დამეხმარა.”

თუ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ახალი, პრაქტიკული უნარების შეძენა შენთვისაც სასურველი და მნიშვნელოვანია,
შემოგვიერთდი👇

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება