10 ტრენდი სოციალურ მედიაში

blog-detail-img

ტექნოლოგიების საუკუნეში მარკეტინგისთვის ნებისმიერი პლატფორმა გამოიყენება, მთავარია კონტენტისა და სამიზნე აუდიტორიის სწორად შერჩევა. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურ მედიაში დღესდღეობით სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და გემოვნების მომხმარებელი რეგისტრირდება და მათ აქტიურად მოიხმარს, მარკეტინგის სპეციალისტებს შორის ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ბლოგში კი შეიტყობ სოც. მედიაში არსებული ტრენდების შესახებ. 

1. სოციალურ მედიაში აქტიურობა ბრენდებისთვის მომგებიანია

ბევრი ბრენდი ფიქრობს, რომ სოციალური მედია კონტენტის გაზიარებაა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ნახევარია. მეორე ნახევარი არის ქომუნითის შექმნა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუდიტორიასთან დაკავშირება და მათი ჩართვა. იმისთვის რომ გაიგო მუშაობს თუ არა შენი სტრატეგია საზოგადოების ინგეიჯმენთთან დაკავშირებით, ყურადღება უნდა მიაქციო შემდეგ ნიშნებს: 

  • ბრენდის დაუგეგმავი პოპულარიზაცია;
  • კონტენტის გაზიარება;
  • ბრენდის წარმატებების ერთობლივი ზეიმი;
  • ურთიერთობის დამყარება, რომელიც დაფუძნებულია ბრენდის და/ან პროდუქტების მიმართ ინტერესზე;

სოციალური მედიის მარკეტოლოგების 90% ამბობს, რომ აქტიური ონლაინ საზოგადოების შექმნა გადამწყვეტია წარმატებული სოციალური მედიის სტრატეგიისთვის.

სოციალური მედიის მარკეტინგი იყოფა Facebook-სა და Instagram-ს შორის. გირჩევ, დაიწყო იქ, სადაც შენი აუდიტორია ‘ცხოვრობს’ და გამოიყენო ეს ცოდნა სხვა პლატფორმებზე შენი სტრატეგიის ინფორმირებისთვის.

2. სოციალური მედია არის ელექტრონული კომერციის მომავალი

2022 წელს სოციალურ მედიაში შოპინგი ძალიან პოპულარული გახდა. პლატფორმებმა, როგორიცაა Instagram, გააადვილეს აპს-შიდა შესყიდვები სავაჭრო ჩანართების, ღილაკების „შენახვა მოგვიანებით“ და სხვა საშუალებებით.სოციალური მედიის მარკეტოლოგების დაახლოებით 80% ამბობს, რომ მომხმარებლები უფრო ხშირად ყიდულობენ პროდუქტებს სოციალურ აპებში, ვიდრე ბრენდების ვებსაიტებზე ან მესამე მხარის ვებსაიტებზე, როგორიცაა Amazon.

თუმცა, ბევრი მომხმარებელი მაინც უფრთხილდება სოციალური მედიის საშუალებით შესყიდვებს. სოციალური მედიის მომხმარებელთა მხოლოდ 41% გრძნობს თავს კომფორტულად შესყიდვების გაკეთებაში სოციალური მედიის პლატფორმებზე და მხოლოდ 37% ანდობს სოციალური მედიის პლატფორმებს მათი ბარათის ინფორმაციას.

სოციალური მედიის მომხმარებელთა განცხადებით, შესყიდვებისას სამ ყველაზე დიდ პრობლემას აწყდებიან:

  • ბრენდის ლეგიტიმურობა (54%);
  • თანხის დაბრუნების შესაძლებლობა (48%);
  • პროდუქტის ხარისხი (44%)

იმ აპლიკაციებს შორის, რომელიც გვთავაზობს აპს-შიდა შესყიდვებს, Instagram არის ის, რომელიც მომხმარებელთა აზრით სთავაზობს მათ საუკეთესო სავაჭრო გამოცდილებას. სოციალური მედიის მარკეტოლოგები ასევე თვლიან, რომ ის საუკეთესო ROI-ს და მარკეტინგულ ინსტრუმენტების წყაროა.

3. DMs (პირდაპირი შეტყობინებები) მომხმარებელთა სასურველი სერვისის არხია

დაახლოებით ყოველი მეხუთე Gen Z, Millennial და Gen X სოციალური მედიის მომხმარებელი უკავშირდება ბრენდს DM-ის საშუალებით. ამიტომ, სოციალური მედიის მარკეტერების 84% ვარაუდობს, რომ ეს გახდება მომხმარებელთა მომსახურების სასურველი არხი 2023 წელს.

როგორც ჩანს, ბრენდების უმეტესობა ამისთვის მოემზადა, სოციალური მედიის მარკეტოლოგების 76% ამბობს, რომ მათი კომპანია ამჟამად სთავაზობს მომხმარებლებს მომსახურებას სოციალური საშუალებით, ხოლო 42% ამბობს, რომ მომხმარებელთა მომსახურების მიწოდება DM–ით არის მათი სამუშაოს მთავარი პასუხისმგებლობა.

ასე რომ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ შეიმუშაო გეგმა მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სოციალური მედიის შესაბამისი საშუალებებით.

4. საძიებო სისტემები კარგავენ პოპულარობას, რადგან მომხმარებლები მიმართავენ სოციალურ მედიაში ძიებას

სოციალური მედიის მარკეტოლოგების 87% ფიქრობს, რომ 2023 წელს, მომხმარებლები უფრო ხშირად მოიძიებენ ბრენდებს სოციალურ მედიაში, ვიდრე საძიებო სისტემებში. 

ეს ტენდენცია 2022 წელსაც კი დაადასტურა Google-ის ცოდნისა და ინფორმაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პრაბჰაკარ რაღავანმა. მან თქვა, რომ სოციალური პლატფორმები ‘ჭამს’ Google-ის ძირითად პროდუქტებს: Search და Maps.

„ჩვენს კვლევებში, ახალგაზრდების დაახლოებით 40%, TikTok-სა ან Instagram-ს მიმართავენ, როდესაც ისინი ეძებენ ადგილს ლანჩისთვის.”

ასე რომ, მთავარი კითხვაა – როგორ უნდა მოახდინო ექაუნთების ოპტიმიზაცია სოციალური ძიებისთვის? გიზიარებ, სოციალური მედიის მარკეტოლოგების მთავარ რეკომენდაციებს:

  • პოსტებსა და ბიოგრაფიაში შესაბამისი საკვანძო სიტყვების და ჰეშთეგების გამოყენება;
  • დარწმუნდი, რომ შენი ექაუნთის სახელი ადვილი მოსაძებნია;
  • თანმიმდევრული სახელის ქონა ანგარიშებში;

5. მარკეტერები მიკრო-ინფლუენსერებთან თანამშრომლობას ამჯობინებენ

მარკეტოლოგების 80% მუშაობს მიკრო-ინფლუენსერებთან (1K-დან 99,999-მდე მიმდევარი/გამომწერი), ხოლო მხოლოდ 16% მუშაობს მათთან, ვინც 1 მილიონზე მეტ მიმდევარს ფლობს.

რა სარგებელი მოაქვს ამ სტრატეგიას? პირველ რიგში, უფრო ხელმისაწვდომია, აყალიბებს გრძელვადიან პარტნიორობას და სთავაზობს წვდომას მჭიდრო აუდიტორიასთან.
მარკეტინგის ადრეულ დღეებში, მიმდევრების რაოდენობა იყო მთავარი მიმზიდველობა. დღეს, კი კონტენტის ხარისხი და ბრენდისთვის სწორი სამიზნე აუდიტორიის პოვნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

6. მოკლე ფორმის ვიდეო არის ყველაზე მაღალი ROI ფორმატი და 2023 წელს ყველაზე ტენდენციური

მოკლე ფორმის ვიდეო არის Gen Z-ისა და Millennials-ის სასურველი ფორმატი ახალი პროდუქტების შესასწავლად. რაც შეეხება სოციალური მედიის მარკეტოლოგებს, ეს არის ყველაზე პოპულარული ფორმატი, რომელსაც იყენებს გამოკითხული მარკეტოლოგების 54%. გარდა ამისა, სოციალური მედიის მარკეტოლოგების 33% გეგმავს მასში მეტი ინვესტიციის ჩადებას. მაგრამ ის არა მხოლოდ პოპულარულია, არამედ ეფექტურიც, მარტივია და დამამახსოვრებელი.

7. 2023 წელს გამორჩეული იქნება მხიარული, ტრენდული და შესატყვისი კონტენტი

მომხმარებელთა 68% ამბობს, რომ სოციალური მედიის კონტენტის ავთენტურობა და რელატიურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ესთეტიური, მაღალი ხარისხის კონტენტი. რაც შეეხება სოციალურ მედიას, მომხმარებელთა 50%-ისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სასაცილო კონტენტია. იმისდა მიუხედავად, რომ სასაცილო კონტენტი არ გვთავაზობს უმაღლეს ROI-ს, სოციალური მედიის მარკეტოლოგების 66% ამბობს, რომ მხიარული კონტენტი ყველაზე ეფექტური ფორმატია, რომელსაც ისინი იყენებენ.

8. Instagram არის ყველაზე მაღალი ROI პლატფორმა და 2023 წელს ყველაზე დიდ ზრდას იხილავს

სხვა პლატფორმებთან შედარებით, ინსტაგრამი ყველაზე მეტ ზრდას ნახავს 2023 წელს. რადგან, თუ სოციალური მედიის მარკეტოლოგებს კითხავ მათ საყვარელ სოციალურ პლატფორმას, ისინი სავარაუდოდ  ინსტაგრამს დაასახელებენ. ისინი ასახელებენ მას #1 ROI-ს, ჩართულობისა და ხარისხის ლიდერებისთვის. სოციალური მედიის მარკეტოლოგები ასევე ამბობენ, რომ Instagram-ს აქვს ყველაზე ზუსტი ალგორითმი, რომელიც აუცილებელია ბრენდის ცნობადობის მიღწევისთვის.

შედეგად, სოციალური მედიის მარკეტოლოგების 52%, რომლებიც იყენებენ Instagram-ს, გეგმავს ინვესტიციების გაზრდას 2023 წელს. გარდა ამისა, მათგან 36%, ვინც ჯერ არ იყენებს მას, აპირებს Instagram-ის გამოყენებას.

9. სოციალური მედიის ბიუჯეტები დაკვირვების ობიექტი გახდება

2022 წელს ბევრ მარკეტერს მოუწია ბიუჯეტის შემცირება, რეცესიის საფრთხის გამო. 2023 წელს, მარკეტოლოგების უმეტესობა არ ელის შემცირებას, მაგრამ მეტ ზედამხედველობას გაუწევენ ბიუჯეტს. სოციალური მედიის მარკეტოლოგების 57% ამბობს, რომ ბიუჯეტის დახარჯვა კონტენტის მიერ წარმოქმნილ ROI-ს მიხედვით ხდება.  ბიუჯეტზე დაკვირვება არასდროს არის ცუდი სიახლე, რადგან ეკონომიკა კვლავ მთავარია მრავალი ბრენდისთვის.

10. ერთი და იგივე კონტენტის ხელახლა გაზიარება პლატფორმებზე არ იქნება პოპულარული

სოციალური მედიის მარკეტოლოგები მართავენ საშუალოდ ოთხ პლატფორმას. მიუხედავად იმისა, რომ ჯვარედინი გამოქვეყნების სარგებელი აშკარაა, ბევრი იწყებს მისგან თავის არიდებას.  ჩვენს ირგვლივ სოციალური ლანდშაფტი მუდმივად იცვლება. და, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობთ, ვიცით, რას უნდა ველოდოთ სოციალური მედიისგან, ტენდენციების ეს სია, სავარაუდოდ, არ არის ამომწურავი იმისა, რასაც ვიხილავთ 2023 წელს.

როგორც სოციალური მედიის მარკეტერს, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის გააგრძელო ტენდენციების, ონლაინ მომხმარებელთა ქცევისა და შენი გუნდის სოციალური მედიის მონაცემების კვლევა, რათა დაადგინო, რომელ ტენდენციებს ან სტრატეგიებს უნდა დაეყრდნო ან როგორ იმოქმედო უპრეცედენტო ონლაინ სცენარებში.

თუ გსურს, რომ სოციალურ მედიაში შენი კომუნიკაცია რელევანტური და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული იყოს, შემოგვიერთდი Content Management-ის პროგრამაზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება