ვინ არის UX მკვლევარი?

blog-detail-img

სანამ ციფრული პროდუქტი საბოლოო მომხმარებლამდე მივა, დიდ და  მრავალფეროვან გზას გადის. კომპანიების მიზანია, იგი სრულად აკმაყოფილებდეს მომხმარებლის საჭიროებებს და სასიამოვნოს ხდიდეს მისი გამოყენების პროცესს. როგორ აღწევენ ისინი ამ მიზანს? პირველ რიგში, იმის დადგენით, თუ ვინ არიან მათი მომხმარებლები და რა არის მათი საჭიროებები. სწორედ ამ პროცესს წარმართავს UX მკვლევარი. ის აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას, რომელიც შემდგომში პროდუქტის დიზაინის პროცესს დაეხმარება.

ამ ბლოგში უფრო დეტალურად გაგაცნობ UX კვლევის მიმართულებას, მოგიყვები, რა როლს ასრულებს იგი წარმატებული პროდუქტის/სერვისის შექმნაში და რა კარიერული პერსპექტივები არსებობს სფეროში. ამიტომ, თუ ციფრული და ტექნოლოგიური სამყარო გაინტერესებს, გამომყევი და გაიგე მეტი UX მკვლევრის პროფესიის შესახებ.

რა არის UX კვლევა?

როცა კომპანია გადაწყვეტს ახალი პროდუქტის შექმნას ან არსებულის გაუმჯობესებას, პირველ ეტაპზე, იწყებს ფიქრს მისი მომხმარებლების შესახებ. ამ დროს ისმის შემდეგი კითხვები: ვინ არიან ისინი? რა სურთ მათ და რატომ? როგორ შეუძლია კომპანიის პროდუქტს დაეხმაროს მათ, მიიღონ ის, რაც უნდათ?

სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ეძებენ UX მკვლევრები. ამისთვის კი ეყრდნობიან არა მათ სუბიექტურ შეხედულებებსა და მოსაზრებებს, არამედ მონაცემებზე დაყრდნობილ კვლევას. ისინი მომხმარებლების ადვოკატის როლს ითავსებენ და წარმოადგენენ მათ ხმას პროდუქტის განვითარების პროცესში.

vin aris ux mkvlevari?
ux mkvlevaris movaleobebi

UX მკვლევრები ატარებენ ორი ტიპის კვლევას:

  • რაოდენობრივი კვლევა – მთავარი ფოკუსი რიცხვები და სტატისტიკაა. გამოყენების მხრივ, იგი გამოდგება სხვადასხვა პარამეტრის გასაზომად. მაგალითად, საშუალოდ რა დრო სჭირდება მომხმარებელს გარკვეული ამოცანის შესასრულებლად; მომხმარებელთა რა ნაწილმა შეასრულა იგი წარმატებით; რამდენი ხარვეზი შეხვდათ ამ პროცესში. ეს რიცხვები განსაკუთრებით გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ სხვა მონაცემებს ადარებ. მაგალითისთვის, წინა დიზაინის დროს არსებულ მოცემულობას, ან კონკურენტის პროდუქტს.
  • თვისებრივი კვლევა – პასუხს სცემს შეკითხვაზე “რატომ”? მაგალითად, რატომ შეექმნათ მომხმარებლებს პრობლემები პროდუქტის გამოყენების დროს და რა გამოცდილება მიიღეს ამ პროცესში.

ასევე, არსებობს სხვა ტიპის კვლევებიც:

  • ქცევითი კვლევა – ეს მეთოდი იკვლევს მომხმარებლის ქცევას. მაგალითად, სად აწკაპუნებენ ვებ-გვერდზე; როგორი ნავიგაციით იყენებენ აპლიკაციას.
  • დამოკიდებულების (attitudinal) კვლევა – იკვლევს მომხმარებლის გრძნობებს, აზრებს, დამოკიდებულებას მის მიერ მიღებული გამოცდილების მიმართ.

UX კვლევის მეთოდები

როგორც UX მკვლევარს, მოგიწევს, რომ გადაწყვიტო, თუ კვლევის რომელი მეთოდი გამოიყენო ამა თუ იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამ მხრივ კი, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გექნება:

  • Card sorting: კვლევის მონაწილეები სხვადასხვა საკითხს აორგანიზებენ ჯგუფებში და აკრავენ მათ იარლიყებს. ამ ინფორმაციის გამოყენებით, დიზაინერებს შეუძლიათ შექმნან ინტუიციური აპლიკაცია და ვებ-გვერდი, სადაც ნავიგაცია მარტივი იქნება.
  • გამოყენებადობის ტესტირება (Usability testing): მონაწილეები ცდილობენ, შეასრულონ ამოცანა პროდუქტის გამოყენებით, შენ კი ამ პროცესს აკვირდები. ეს გაძლევს შესაძლებლობას, გაიგო, რამდენად წარმატებულად და სწრაფად ასრულებენ ისინი ამოცანას, რა პრობლემებს აწყდებიან, რამდენად კმაყოფილები იყვნენ პროცესით.
  • A/B ტესტი: ერთმანეთს ადარებ პროდუქტის ორ ვერსიას, რათა გადაწყვიტო, რომელი ურჩევნია სამიზნე აუდიტორიას. ამისთვის შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მომხმარებელს ვებ-გვერდის განსხვავებული ვერსიები აჩვენო.
  • ინტერვიუ: პირისპირ ჩატარებული გასაუბრება მომხმარებელთან სწრაფი და მარტივი გზაა მათი მოთხოვნებისა და სურვილების უკეთესად გასაგებად. როცა ინტერვიუ რამდენიმე ადამიანთან ერთობლივად ტარდება, მაშინ მას ფოკუს ჯგუფები ეწოდება.
  • გამოკითხვები და კითხვარები: მათი გამოყენებით შესაძლებელია რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება. ერთი და იმავე კითხვარის გამოყენებით შესაძლებელი ხდება პროდუქტის განვითარების პროცესისთვის თვალის მიდევნება.
  • დღიურის შესწავლა: სამიზნე მომხმარებლები ყოველდღიურად ინიშნავენ მათ აქტივობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს მკვლევარს რეალურ სამყაროში მათი ქცევისა და გამოცდილების შესწავლის საშუალებას აძლევს. ეცნობა, თუ დღის განმავლობაში როდის და რამდენი ხნით იყენებს შენს პროდუქტს.
  • კონტექსტური დაკვირვება: ლაბორატორიაში ინტერვიუს ჩატარების ნაცვლად, შეისწავლი მომხმარებლებს მათ ბუნებრივ კონტექსტში – სახლში ან სამსახურში.
  • პირველი დაწკაპუნების ტესტი: იკვლევს, რაზე აწკაპუნებს მომხმარებელი პირველად, როდესაც ცდილობს გარკვეული ამოცანის შესრულებას აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე.
ux mkvlevari

რას აკეთებს UX მკვლევარი?

უკვე იცი, თუ რას წარმოადგენს UX კვლევა და რა ეტაპებისგან შედგება. ამჯერად, შენს ყურადღებას გავამახვილებ UX მკვლევრის ყოველდღიურ საქმიანობასა და მოვალეობებზე, საჭირო ხელსაწყოებსა და უნარებზე.

ყოველი დღე UX მკვლევრისთვის განსხვავებულია და იგი დამოკიდებულია პროექტზე ან კომპანიაზე, რომელზეც ან ვისთვისაც იმ პერიოდში მუშაობს. ეს იმ მოვალეობების მცირე ჩამონათვალია, რომელთა შესრულებაც უწევს მას:

  • დიზაინერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა, რათა განსაზღვროს კვლევის საჭიროებები
  • კითხვების შემუშავება და მონაცემთა შესაგროვებლად შესაბამისი კვლევითი მეთოდის არჩევა
  • კვლევითი პროექტისთვის ბიუჯეტისა და დროითი პერიოდის გაწერა
  • მონაწილეების შერჩევა კვლევისთვის
  • კვლევის ჩატარება და მონაცემთა ანალიზი
  • კვლევის შედეგად აღმოჩენილი მიგნებების მარტივად გასაგებ ინფორმაციად ქცევა
  • ამ ინფორმაციის წარდგენა დიზაინერებთან, დეველოპერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან

რაც შეეხება საჭირო უნარებს, თუ UX კვლევის მიმართულებით აპირებ კარიერის გაგრძელებას, გაეცანი ამ სიას და იმუშავე მათ გაუმჯობესებაზე:

  • კომუნიკაცია: სამსახურის უმეტესობა მოითხოვს დიზაინის გუნდთან მუშაობას, ასევე, კვლევის მონაწილეებთან ურთიერთობას.
  • თანაგრძნობა: მომხმარებლის მოლოდინის, იმედგაცრუების, მიზნების, სურვილების გაგება გამოსავლის ძიების პროცესში დაგეხმარება.
  • პრობლემის გადაჭრა: კრიტიკული აზროვნება საკვლევი საკითხის შემუშავების პროცესში შესაბამისი მეთოდოლოგიის სწორად შერჩევაში დაგეხმარება.
  • ცნობისმოყვარეობა: ეს გრძნობა გეხმარება, დასვა გამჭრიახი კითხვები და აღმოაჩინო მნიშვნელოვანი და საინტერესო მიგნებები.
  • თანამშრომლობა: გუნდური მუშაობა შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იქნება.

აქვე გეტყვი, რომ თუ UI/UX დიზაინის სფეროთი ხარ დაინტერესებული, ამ მიმართულებით სხვა პოზიციებიც არსებობს. მაგალითად, UX დიზაინერი, UI დიზაინერი, UX ინჟინერი, ინფორმაციის არქიტექტორი და სხვა.

რატომ უნდა გახდე UX მკვლევარი?

თუკი ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ, რომელსაც სიამოვნებს სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობა, კარიერა UX კვლევის მიმართულებით ერთ-ერთი კარგი არჩევანია. ეს პროფესია საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია. საშუალოდ UX მკვლევრის წლიური შემოსავალი $88,600-ის ტოლია. სფეროს პროფესიონალებზე მოთხოვნა კი სულ უფრო და უფრო მატულობს. ამიტომ, ახლა კარგი დროა მის დასაუფლებლად.

Commschool-ში შენთვის საინტერესო კურსსაც აღმოაჩენ. UX Research & Design პროგრამა ციფრული პროდუქტის შექმნით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ასე რომ, დეტალურად გაეცანი სილაბუსს და შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება