თამარ გოგიტიძის გზა გრაფიკული დიზაინის კურსიდან Socialsharks-ში

blog-detail-img

ამ ბლოგში თამარ გოგიტიძესა და მის პროექტზე მოგიყვები, რომელზეც მან გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულებისას იმუშავა, საუკეთესო კურსდამთავრებულებს შორის მოხვდა და ახლა ALUMNI CLUB-ის ფარგლებში სტაჟირებას Socialshark-ში გადის. თამარი ამის შესახებ შთაბეჭდილებებს განსაკუთრებული აღტაცებით გვიზიარებს:

მიღებული ცოდნა დამეხმარა დამეწყო ახალი პროფესიით განვითარება. კურსის დასრულების შემდეგ კრეატიულ სააგენტო Socialsharks-ში დავიწყე სტაჟირება. რეალურ პროექტებზე მუშაობისას სულ სხვა თვალით შევხედე ამ პროფესიას და მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცონდის პრაქტიკაში გამოყენება

თამარი ამბობს, რომ კურსის განმავლობაში მრავალფეროვანი ცოდნა მიიღო. ეს არის როგორც ტექნიკური, ასევე ბრიფთან მუშაობის გამოცდილება. COMMSCHOOL-ში მოხვედრამდე გრაფიკულ დიზაინში არანაირი ცოდნა არ ჰქონდა, სულ რაღაც 14 ლექციის გავლის შემდეგ კი, მან დამოუკიდებლად შეძლო შეექმნა ფინალური პროექტი, Time-ის რებრენდინგზე.

თამარი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად COMMSCHOOL-ის გარანტირებული სტაჟირებით მოიხიბლა:

გრაფიკული დიზაინით განსხვავებული პროფესიით მუშაობის პროცესში დავინტერესდი, ხშირად მიწევდა დიზაინერთან ერთად მუშაობა, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ვფიქრობდი ყველაფრის შესწავლას ჩემით შევძლებდი, თუმცა COMMSCHOOL-ის გარანტირებულმა სტაჟირებამ მომხიბლა და გადავწყვიტე, რომ ეს კურსი გამევლო

თამარის თქმით, მიღებული ცოდნა ყველაზე მეტად პრაქტიკაში გამოჩნდა, სწორედ მაშინ, როცა პროექტზე მუშაობას შეუდგა:

ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო. მცირე დროში შეძენილი ტექნიკური და კრეატიული სქილების დემონსტრირება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ ამავდროულად მუშაობის პროცესში დავრწმუნდი თუ რამხელა ცონდა მივიღე.

თამარის შთაბეჭდილებები სწორედ იმის შედეგია, რომ გრაფიკული დიზაინის კურსი დატვირთული და ინტენსიურია. ყველა ლექციას მოსდევს დავალება, ხოლო კურსის ბოლოს სტუდენტებს უწევთ რებრენდინგზე მუშაობა, რაც დაუვიწყარ თავგადასავალს უკავშირდება.

Previous slide
Next slide

თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გარდა თამარმა COMMSCHOOL-ში პერსონალური, მეგობრული ურთიერთობებიც დაამყარა ლექტორთან, მისი თქმით, ლექტორი საკუთარი საქმისადმი სიყვარულის დემონსტრირებას ახდენდა, ეს დამოკიდებულება კი ფასდაუდებელია.

თამარის თქმით,  COMMSCHOOL-ში ყველაფერთან ერთად ადმინისტრაციული საკითხებიც ძალიან გამართულია. ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ ცოდნის მიღება მაქსიმალურად კომფორტული, სტუდენტსა და მის საჭიროებებზე მორგებული იყოს.

ამიტომ თუ შენც გსურს, რომ  მინიმალურ დროში მიიღო მაქსიმალური ცოდნა გრაფიკული დიზაინის მიმართლებით და თან გინდა, რომ შენც მიაღწიო წარმატებას ამ სფეროში, შემოგვიერთდი, გრაფიკული დიზაინის კურსზე!

ავტორი: რუსუდან გოჩიტაშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება