TAILOR AT-ის მინი კონტენტ კამპანია - ანი კახაბრიშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

ოდესმე გიფიქრია კონტენტ კრეატორობაზე? წინასწარ გეტყვი, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა: ქმნი იმას, რაც ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილია, შეიძლება გაიგო, შეხედო და აღიქვა მრავალფეროვნად. სწორედ ამიტომ, აუცილებლად დაგჭირდება შემოქმედებითი ბუნება, გახსნილი გონება და ბევრი მონდომება.

ერთადერთი, რაც არ დაგჭირდება, არის წინასწარი გამოცდილება, ან background-ი ამ სფეროში. ჩვენთან, Commschool-ში, Content Management-ის კურსის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც არის ან უნდა რომ იყოს შემოქმედი. ვისაც აქვს საკუთარი ბრენდი ან ემუშავება სხვადასხვა ბიზნესს, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია და ამ სფეროში ხედავს საკუთარ თავს.

ანი კახაბრიშვილმა პროგრამა წარმატებით დაასრულა და კურსდამთავრებულის სტატუსიც მოიპოვა. ის გვიყვება, რომ Commschool-ის პოვნის შემდეგ გადაწყვიტა, კონტენტის საინტერესო სამყაროში თავადაც შემოედგა ფეხი.

წლებია გვერდიდან ვაკვირდები კრეატიულ ინდუსტრიას და ყოველთვის მინდოდა საკუთარი ძალებისა და ხედვების გამოცდა, ქომსქული ფაქტობრივად თვითონ მოვიდა ჩემთან, ერთხელ "ჩავსქროლე" და უკვე ვენდობოდი.

მოდი, Content Management-ის პროგრამაზეც გეტყვი ერთ-ორ სიტყვას. კურსზე მიმოვიხილავთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმებს (facebook, instagram, tiktok, youtube), განვიხილავთ კამპანიებს, სად, რომელ არხში რა ენითაა ლაპარაკი მიზანშეწონილი, ვისმენთ ერთმანეთის აზრს, ვდაობთ გემოვნებაზე და ა.შ. რაც მთავარია, ერთმანეთში და ირგვლივ ყველაფერში ვეძებთ და ვპოულობთ ინსპირაციას. ვსწავლობთ, როგორ უნდა ვმართოთ იგი სწორი გზით. ანი თავის გამოცდილებაზეც გვესაუბრება:

კვირაში ორი დღე იყო ყველაზე განსაკუთრებული, მოულოდნელი და საინტერესო ლექციებით, სრულიად ახალი ჩარჩოებმოცლილი იდეებით, რომელსაც ხელებგაშლილი იღებდა ჩვენი ძალიან გამორჩეული ლექტორი.

Commschool-ის ფინალური პროექტის შესახებ თუ გსმენია რამე? ის რეალურ პროექტს მაქსიმალურად მიმსგავსებული კამპანიაა, რომელზეც „ქომსქულელები“ კურსის ბოლოს მუშაობენ, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოსაცდელად. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ბრენდი, სტარტაპი თუ ჩვენს გონებაში შექმნილი იდეა. ანის ფინალური ნაშრომიც სწორედ თავისივე ორიგინალურ იდეას ეხება, რომლის განხორციელებაც წლების განმავლობაში მისი ოცნება იყო. 

ფინალური პროექტი გამოწვევა იყო ჩემთვის. ინოვაციური იდეა, რომელიც წლების წინ მე და ჩემს მეგობარს მოგვივიდა, ეხება მოდის ინდუსტრიას: იქმნება საიტი, სადაც მომხმარებელს შეეძლება საკუთარი თავის გამოხატვა საკუთარივე გემოვნებით შეკერილი სამოსით, რომელსაც ჩვენს საიტზე შეუკვეთავს. პროექტი სრულიად სხვა თვალით დავინახე კურსის ბოლოს, ლექციებზე იმდენი პრაქტიკული მაგალითი გავიარეთ, ძალიან მარტივად ავაგე კონტენტ კამპანია, პროცესიც სახალისო იყო.

ანი ადმინისტრაციასთან ურთიერთობის შესახებაც არ იშურებს სიტყვებს. მისი თქმით, არც ელოდა, რომ ასეთი ჯანსაღი კომუნიკაცია დახვდებოდა – გუნდის მხრიდან გამოვლენილი მხარდაჭერა ერთი დიდი, სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. 

ყოველკვირეული კომუნიკაცია გვქონდა, ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენგან უკუკავშირის მიღებას, როგორც სწავლის პროცესთან, ასევე სხვადასხვა შეფასების მისაღებად. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

ასე რომ, შეგიძლია, მენდო: ის, რაც ახლა შეუძლებლად გეჩვენება, 14 ინტენსიური ლექციის შემდეგ თავიდან ბოლომდე გათავისებული გექნება. კურსის ბოლოს დაიგროვებ იმდენ ცოდნას, რომ ნებისმიერ იდეაზე, სასურველ ბრენდზე/კომპანიაზე/სტარტაპზე გააკეთებ კონტენტ კამპანიას, რომელსაც ექნება მთავარი მესიჯი, ბექგრაუნდი, tone of voice, ინსაითი. ისწავლი, როგორ ჩაუშვა იგი სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმაზე, სპეციფიკური მიდგომით. პროგრამის დამთავრების შემდეგ, ამაყად შეგეძლება, თქვა, რომ შენს კომპეტენციებში შედის:

ამ ყველაფრის შემდეგ კი, თუ კიდევ გაგიჩნდება კითხვა, რატომ Commschool?, ამაზე ანიც სიამოვნებით გიპასუხებს:

იმიტომ, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო ბევრი საინტერესო რამ; იმიტომ, რომ ისიამოვნო; იმიტომ, რომ მიიღო იმაზე მეტი ხარისხი და ცოდნა, ვიდრე ელოდები.

თუ ჩვენი გუნდის ნაწილი გინდა გახდე, შემოგვიერთდი Content Management-ის კურსზე! ქვემოთ ბმულს გიტოვებ. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება