სალომე გვარამიას კარიერული განვითარების ისტორია - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

blog-detail-img

“ჩემს პროფესიულ განვითარებაში Commschool-ს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის – სწორედ აქ მიღებულმა გამოცდილებამ მომცა ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, რაც შემდგომში საკუთრი თავის რეალიზებაში დამეხმარა.” – ამბობს სალომე გვარამია, რომელიც გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულია. ამ ბლოგში კი სწორედ მისი კარიერული წინსვლის ამბავს გაგიზიარებთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სალომეს შესრულებული ფინალური ნაშრომი, “ბრიკორამას” რებრენდინგი, კურსის 3 ტოპ ნამუშევარს შორის მოხვდა, რის შედეგადაც, სალომემ კრეატიულ სააგენტო Holmes & Watson-ში სტაჟირების გარანტირებული შესაძლებლობა მოიპოვა. ამჟამად სალომე გრაფიკული დიზაინის მიმართულებით სააგენტოში სტაჟირებას გადის, ასევე, პარალელურად Commschool-ის დახმარებით სხვადასხვა ფრილანს პროექტზე მუშაობს.

“ამ ეტაპზე სტაჟირებას Holmes & Watson-ში გავდივარ, თუმცა ასევე Commschool-თან ვთანამშრომლობ. შესაბამისად, ამჟამად მათ მიერ შემოთავაზებულ პროექტებზე ვმუშაობ.”

სალომეს თქმით, კურსმა მის ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა და თავისი ახალი შესაძლებლობების დანახვასა და რეალიზებაშიც შეუწყო ხელი:

შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ამ კურსმა გარდამტეხი ცვლილება მოახდინა კარიერული კუთხით – შევიძინე ახალი, მეორე პროფესია. შევძელი, აბსოლუტურად სხვა, ჩემთვის მოულოდნელი კუთხით დამენახა საკუთრი თავი.”

მიღწეული წარმატების მიუხედავად სალომე განვითარებას კვლავაც არ წყვეტს, პროფესიული თვითგანვითარების დამოუკიდებელი უნარი კი კურსის კიდევ ერთი პლუსია:

კურსი იდეალური საწყისია პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი დამოუკიდებელი განვითარებისათვის. და, დამთავრების შემდეგაც, მუდმივად გიქმნის დინამიურად განვითარების შესაძლებლობას. ამჟამად მეც ვცდილობ პროფესიული კუთხით გაზრდასა და სრულყოფას.”

საერთო ჯამში, სალომეს აზრით, კურსს თავისი ინტენსიურობიდან გამომდინარე, მობილიზება და მოტივაცია სჭირდება, ამ ყველაფერს კი “ქომსქულელი” წარმატებისკენ მიჰყავს:

ჩემი აზრით, „ქომსქულელობა“ რეალური და პირდაპირი გზაა წარმატებისკენ. ამ კურსის გავლას მოტივირებულ და მიზანდასახულ ადამიანს ვურჩევდი, რადგან კურსის მსვლელობის მანძილზე მოდუნების საშუალება არ გაქვს.”

ამდენად, თუ გრაფიკული დიზაინის შესწავლის მოტივაცია გაქვს, გეტყვით, რომ გრაფიკული დიზაინის 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში, უამრავი დავალების დახმარებით მრავალ უნარს შეიძენ. კურსის ბოლოს Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენებასთან ერთად შეგეძლება ბრენდისთვის შექმნა ვიზუალი, გააკეთო ლოგოს სკეჩები და დრაფტ ვერსიები, მოარგო ვიზუალი სხვადასხვა მედია არხს, სწორად გააანალიზო ბრიფი, შექმნა მუდბორდები და სწორად დაგეგმო დიზაინ-პროექტები. რაც მთავარია, კურსი არის დამწყებთათვის, მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არანაირ აუცილებელ ცოდნას არ საჭიროებს.

გარდა იმისა, რომ გრაფიკული დიზაინის კურსი TOP 3 სტუდენტს შორის მოხვედრისა და კრეატიულ სააგენტოებში სტაჟირების შანსს იძლევა,  Alumni Club-ც არ დაგავიწყდეს. ჩვენი ნებისმიერი წარმატებული კურსდამთავრებული ავტმატურად Alumni Club-ის წევრი ხდება, რაც მას ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე აძლევს წვდომას.

Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსმა სალომეს ცხოვრება რამდენიმე თვეში რადიკალურად შეცვალა – ახალი პროფესია და კარიერა შესძინა. იმავეს მიღწევა შენც შეგიძლია. შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება