React-ის N1 კურსდამთავრებულს სწავლის გადასახადი სრულად დაუბრუნდა! - მარიამ ჭანტურია

blog-detail-img

Commschool-ში ტექნოლოგიური მიმართულებით კურსებზე Intro to Front-end Development, Angular, Android Development და React თუ N1 კურსდამთავრებული გახდები, სწავლის გადასახადი სრულად დაგიბრუნდება უკან!

მარიამ ჭანტურია React-ის N1 კურსდამთავრებულია. 
მისთვის N1-ელ კურსდამთავრებულად დასახელება, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო და აფასებს იმ ფაქტს, რომ სკოლა ზრუნავს ჯანსაღ კონკურენციაზე:

"ჩემთვის მოულოდნელი და სასიამოვნო იყო ეს ფაქტი, რადგან ჯგუფში ბევრი ნიჭიერი და შრომისმოყვარე სტუდენტი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ Commschool ახალისებს ჯანსაღ კონკურენციას და N1 კურსდამთავრებულს სრულად უბრუნებს სწავლის საფასურს".


მარიამი მოგვიყვება React-ის ფინალური პროექტის თემატიკაზე:

“ფინალური პროექტი შეეხებოდა github.com-ზე არსებული მომხმარებლების პირადი მენეჯმენტის სისტემას, სადაც მომხმარებელს უნდა შეეძლოს რეგისტრაცია/ავტორიზაცია, github-ის ტოპ მომხმარებლების დათვალირება, მათი სრული პროფილისა და რეპოზიტორიების ნახვა, ფავორიტებში დამატება/ამოშლა და მომხმარებლების ძებნა”.


მარიამის თქმით, კურსზე მიღებული გამოცდილება მას სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარა:

"ფინალურ პროექტზე მუშაობისას, რეალური სამუშაო პროცესის წარმოდგენა შემექმნა და კურსის განმავლობაში გავლილი მასალა უფრო გასაგები და მარტივი გახდა. ისეთი უნარების გამომუშავებაში დამეხმარა, როგორიცაა პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის გზების პოვნა და სწორი დროის მენეჯმენტი"


მარიამი კმაყოფილია React პროგრამის ინტენსივობითა და სტრუქტურით, რაც მის არამარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ დატვირთვასაც მოიაზრებს:

"კურსი დამეხმარა ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომში. პროგრამა ინტენსიური და კარგად სტრუქტურირებულია, დავალებები კი პრაქტიკული და საინტერესო. კურსის გავლის პროცესში, არასალექციო პერიოდშიც კი, სტუდენტებს შესაძლებლობა გვქონდა, ლექტორისგან მიგვეღო დახმარება სამუშაოსთან დაკავშირებულ კითხვებზე".


მარიამი რეკომენდაციას უწევს Commschool-ს, რადგან თვლის, რომ კურსისგან შესაძლებელია იმ ყველაფრის მიღება, რაც საბოლოოდ წარმატებისკენ გაკვალავს გზას:

"Commschool-ში მიიღებთ ცოდნას ენერგიულ და ყურადღებიან გუნდთან ერთად. შეხვდებით ნიჭიერ და საინტერესო ადამიანებს. კურსდამთავრებულები სხვადასხვა პარტნიორი კომპანიებისგან დასაქმების შესაძლებლობებს იღებენ, რაც დამწყები დეველოპერების კარიერული წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველას, ვისაც სურს, მიიღოს ცოდნა მეგობრულ გარემოში, კვალიფიციურ მენტორებთან, ვურჩევ აირჩიოს Commschool!".


რაც შეეხება React-ის კურსს, ის ორთვიანია და პროგრამის ბოლოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გეცოდინება, როგორიცაა:
JavaScript-ის ენაზე კოდის დამოუკიდებლად წერა, React ტექნოლოგიის ეფექტურად გამოყენება, პატარა და საშუალო დონის აპლიკაციების შექმნა, მათი განთავსება და ა.შ.

Commschool-ში ასევე შეგიძლია გახდე Alumni Club-ის წევრი, ამისთვის მთავარი შენი მონდომება იქნება, რადგან კურსდამთავრებულები სკოლის ისეთი მსხვილი პარტნიორი კომპანიებისგან მიიღებენ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს, როგორებიცაა: Space, Omedia, Sweeft Digital. შეგიძლია აქვე ანა ლეჟავას, React-ის კურსდამთავრებულის კარიერულ განვითარების ისტორიას გაეცნო, რომელიც კურსის დასრულებისთანავე Sweeft Digital-ის გუნდს შეუერთდა.

ასე რომ, თუ შენც გაინტერესებს React, გაქვს საწყისი ცოდნა WEB დეველოპმენტში და გესმის ინგლისური, თამამად შეგიძლია გაიარო კურსზე რეგისტრაცია და მარიამის მსგავსად შენც გახდე შემდეგი N1-ლი “ქომსქულელი”!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება