რატომ არის Data Driven მარკეტინგი მნიშვნელოვანი?

blog-detail-img

2020 წელს  World Federation of Advertisers-მა მარკეტერების მასშტაბური კვლევა ჩაატარა,  რომლის მიზანი სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ხარვეზების აღმოფხვრის გზების ძიება იყო. კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მარკეტერები 3 მთავარი გამოწვევის წინაშე დგანან: ეკონომიკური წნეხი, ტექნოლოგიური მოთხოვნები, მომხმარებლის მაღალი მოლოდინები. გამოწვევები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მეტ-ნაკლებად განსხვავებულია, გადაჭრის გზა კი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია – Data driven მარკეტინგი. ეს უკანასკნელი მონაცემების სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული სტრატეგიაა, რომელიც მომხმარებლის ქცევის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. Მიღებული ინფორმაცია მარკეტერებს ინსაითებისა და ტრენდების მიგნებაში ეხმარება.

ანალიტიკა კომპანიისთვის ბაზარზე საკუთარი ადგილის დაკავებისთვის განკუთვნილი იარაღია. ის მნიშვნელოვან მოვლენებზე სწრაფად რეაგირების საშუალებას იძლევა. ანალიტიკის შედეგად მიღებული ცოდნა ბიზნესს მოგების ზრდაში, ხარჯების შემცირებასა და მომხმარებლების შეძენასა თუ შენარჩუნებაში ეხმარება.

Invespcro- ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მარკეტერთა 64% მტკიცედ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი გადამწყვეტია ეკონომიკისთვის. Data driven მარკეტინგი გადამწყვეტია თავად კომპანიებისთვისაც და ბუნებრივია, მარკეტერებისთვისაც. დღეს თუ გინდა,  მარკეტინგის  სამყაროში გადარჩე, data driven მარკეტინგი შენი ბრძოლის იარაღი უნდა იყოს. 

მარკეტინგის ეს მიმართულება ნელ-ნელა მყარად იკიდებს ფეხს საქართველოშიც და მარკეტერებიც უფრო სიღრმისეულად ერკვევიან data driven მარკეტინგში. ეს კი მარტივი საქმე როდია. Data driven მარკეტინგი არა მხოლოდ ანალიზი, არამედ ანალიზის საფუძველზე სწორი სტრატეგიის შემუშავება და ნაბიჯების დაგეგმვა/განხორციელებაა. ამ ყველაფერს შესწავლა კი commschool-ის data driven მარკეტინგის კურსზე შეგიძლიათ.

ინფორმაციულად დატვირთული 14 ლექციის შემდეგ გექნებათ ცოდნა და უნარები დამოუკიდებლად გააანალიზოთ ბიზნესში არსებული შიდა თუ გარე მონაცემები და ფაქტებზე დაყრდნობით შეიმუშაოთ მარკეტინგის სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს.

კურსი განკუთვნილია გამოცდილი მარკეტერებისთვის ან/და მარკეტინგის დარგში განათლების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ  საბაზისო ცოდნას ციფრულ მარკეტინგში და აქვთ სურვილი დამოუკიდებლად, სხვა ადამიანებისა თუ კომპანიების ჩართვის გარეშე შეძლონ, როგორც კომპანიის მარკეტინგული პოტენციალის კვლევა და ანალიზი, ასევე, არსებული მარკეტინგული აქტივობების შეფასება, სწორი ქმედებების განხორციელება და საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება.

კურსს თამარ ბადაშვილი წაიყვანს, რომელსაც მარკეტინგის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობის უდიდესი ნაწილი ონლაინ ბიზნესის მარკეტინგისა და გაყიდვების მართვას უკავშირდება.თამარი სხვადასხვა დროს უძღვებოდა აჭარაბეთის მულტი-ჩენელ და ციფრული მარკეტინგის გუნდს. ასევე, კრედო ბანკის, ვივუსისა და ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგს. ახლა კი მარკეტინგის დირექტორის პოზიციას იკავებს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გემბლინგ კომპანიაში. თამარი არის ლუვენის უნივერსიტეტის MBA და აქვს Digital Marketing Institute-ის მასტერის წოდება.

კურსზე მიღება უკვე დაწყებულია, ჯგუფში კი ადგილები ნაწილობრივ შევსებულია.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება