UX-ის მნიშვნელობა და ტენდენციურობა დღევანდელ რეალობაში

blog-detail-img

User Experience  ციფრული პროდუქტის შექმნისას ადამიანის გამოცდილებაზე დაკვირვებას გულისხმობს. მაგალითად, ინტერნეტსივრცეში არაერთი ვებსაიტია, სადაც თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ. Არაერთხელ წაგვიშლია აპლიკაცია, რომელშიც „ვიკარგებოდით“  და ძნელი იყო გამოსაყენებლად – ეს, ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება, როცა ციფრული პროდუქტი ადამიანის გამოცდილების გვერდის ავლით იქმნება. 

ფაქტია ისიც, რომ მომხმარებლის გამოცდილების გვერდის ავლით შექმნილი ციფრული პროდუქტი გაცილებით ნაკლები სიცოცხლისუნარიანობით გამორჩევა, რაც კომპანიისთვის ზედმეტ ხარჯებს იწვევს. Ამას ადასტურებს Forrester-ის რეპორტი, „The Six Steps For Justifying Better UX”, რომელშიც  ვკითხულობთ, რომ UX დიზაინში დახარჯული ყოველი 1 დოლარი  100$-ად ბრუნდება კომპანიაში.

ჩვენს დროში, სწორედ, UX დიზაინი არის ის, რაც კომპანიას ბაზრის ლიდერად აქცევს.  სინამდვილეში, Apple-ს სმარტფონი არ გამოუგონებია, არც ამაზონი ყოფილა პირველი, ვინც ონლაინ ვაჭრობა დაიწყო, უბრალოდ მათ პროდუქტებთან ურთიერთობის გზები შეცვალეს, რამაც  ინტერაქცია მარტივი გახადა.

UX დიზაინის ტენდენციურობის ფონზე გასაკვირი აღარ არის, რომ ამერიკაში 2,38,000 კომპანიის დიზაინერიდან  1,29,000 UX დიზაინერის კარიერა აირჩია. მსოფლიოში ამ პროფესიის პოპულარობის დასტურია  GLASSDOOR-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოების სიაც, რომელშიც UX დიზაინერი მეხუთე ადგილს იკავებს.

UX დიზაინერის პროფესია მუდმივად სიახლეების, კვლევების, აღმოჩენების, შექმნის პროცესებთანაა დაკავშირებული. რაც უფრო გამოცდილია დიზაინერი, მით უფრო სიღრმისეულია მისი ცოდნა ადამიანის ტექნოლოგიასთან მეგობრობის შესახებ. იცის, რომ ადამიანების 22 % რამდენიმე წუთში ერთხელ ამოწმებს მობილურს, რომ საშუალოდ დღეში მობილურთან 2 საათსა და 51 წუთს ვატარებთ და სხვა.

თუ UX დიზაინი და ციფრული პროდუქტის შექმნა შენთვისაც საინტერესოა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავება გსურს, თბილისის კომუნიკაციის სკოლის 3-თვიანი კურსი დაგეხმარება მიიღო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა  დარგის წამყვანი პროფესიონალებისაგან, რომელთა მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტი მსოფლიოში საუკეთესოდ იქნა შეფასებული.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტის შექმნას. ასევე, შეგეძლება UX პროცესის სრულად აღქმა – კვლევის ჩატარებიდან, პროტოტიპების შექმნამდე და გატესტვამდე. გექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა თუ როგორი უნდა იყოს კარგი  პროდუქტი. დაინახავ მას არა მხოლოდ საკუთარი თვალთახედვიდან, არამედ ბიზნესისა და მომხმარებლის კუთხიდანაც.

UX დიზაინის განახლებულ კურსზე მიღება უკვე დაიწყო. პროგრამაში მოსახვედრად კი სულ უფრო ნაკლები დრო და თავისუფალი ადგილი რჩება.

 Ავტორი: მარიამ ელიაშვილი 

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება