QA ტესტერის როლი ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში - დავით ფერაძე

blog-detail-img

COMMSCHOOL-ში Digital Product Testing & QA-ის კურსი დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენ გეძლევა შესაძლებლობა, გაიცნო მენტორი, რომელთან ერთადაც ისწავლი სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებას, ტესტ ქეისების შედგენას, გაიზიარებ ლექტორის გამოცდილებას ხარვეზების მართვასთან დაკავშირებით. დამატებით გეტყვი, რომ ამ კურსზე ქომსქულელებს მენტორობას ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი, დავით ფერაძე გაუწევს.

დავითი უკვე 10 წელია ამ სფეროშია და ბოლო 7 წლის განმავლობაში უშუალოდ ხარისხის უზრუნველყოფითაა დაკავებული. ამჟამად იგი QA Chapter Lead-ის პოზიციას იკავებს კომპანია Sweeft-ში. 

მიმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: საბანკო, ფინანსური და ფინტექ აპლიკაციები, ელ-კომერცია, ციფრული მმართველობა, გლობალური ანგარიშგების სისტემები სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა გაერო და ევროკავშირი.

დავითი ფიქრობს, რომ მისი მთავარი ამოცანა პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და სამომავლო გამოწვევებისთვის სტუდენტების მომზადებაა, ამიტომ სურს, კურსდამთავრებულებს არა მხოლოდ პრაქტიკული და თეორიული უნარ – ჩვევები შესძინოს, არამედ შეასწავლოს გუნდის ყველა წევრთან სწორი კომუნიკაციის მეთოდები. Პროფესიის განსაკუთრებულ პოპულარობას კი ასე ხსნის:

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ტესტერისა და QA მენეჯერის/ინჟინერის როლებს დეველოპმენტის გუნდში სხვადასხვა როლები ითავსებდნენ, იქნებოდა ეს ბიზნეს ანალიტიკოსი, პროექტების მენეჯერი თუ Product Owner. შესაბამისად მიღწეული ხარისხი ყოველთვის არ იყო ის, რასაც მომხმარებელი ელოდა. ამიტომ დამოუკიდებელი როლის შემოტანა დეველოპმენტის პროცესში, რომლის უშუალო პასუხისმგებლობა ხარისხის უზრუნველყოფაა, ეხმარება ბიზნესს უფრო მაღალი ხარისხის მიღწევასა და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფაში, რაც თავისთავად ზრდის ამ პროფესიაზე მოთხოვნას.

ქართულ ბაზარზე ტესტირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერის როლი შედარებით ახალგაზრდაა. პროფესიონალებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, პროფესიონალთა რაოდენობა კი – დაბალი. 

ამიტომ თუ გაქვს სურვილი ჩაერთო ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესებში და 0-დან შეისწავლო ან/და გაიღრმავო არსებული ცოდნა ამ სფეროში. მაშინ Digital Product Testing & QA-ის კურსი შენთვისაა. კითხვაზე, თუ რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ვისაც ციფრული პროდუქტის შექმნაში სურს მონაწილეობის მიღება, დავითი საკუთარ აზრს გვიზიარებს:

ვისაც ამ სფეროში სურს განვითარება, სასურველია, იყოს დეტალებზე ორიენტირებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე, ასევე სასურველია ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი.

QA-ში პირველი ნაბიჯის გადადგმა მართალია, მარტივია, მაგრამ წინ რთული გზა გელის. თუმცა, ამან არ შეგაშინოს, ზემოთ ხსენებული განწყობით შეიარაღდი და სულ რაღაც 14 ლექციაში შეგეძლება:

  • გამოიყენო სხვადასხვა დიზაინ ტექნიკა და მათი დახმარებით შეადგინო ტესტ ქეისები
  • დამოუკიდებლად გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API
  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები
  • დამოკიდებლად დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის აქტივობები და ტესტირებები
  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის
  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში და ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა
  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება

ამდენად, თუ Digital Product Testing & QA-ის შესწავლა შენთვის საინტერესო ჩანს და ამ მიმართულებით ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა გინდა, გადადგი პირველი ნაბიჯები და შემოგვიერთდი კურსზე

ავტორი: რუსუდან გოჩიტაშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება