ამბები Python-ის კურსიდან - ნიკოლოზ მექვაბიშვილი

blog-detail-img

Python N2 მოთხოვნადი პროგრამირების ენაა Back-end Development-ში. იგი სხვადასხვა სფეროში გამოიყენება: მონაცემთა მეცნიერებაში, მანქანურ დასწავლაში, ხელოვნურ ინტელექტში, თამაშის დიზაინში, ვებ-განვითარებაში და ა. შ. ამასთანავე, პროგრამირების ამ ენას იყენებენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა Google, Netflix, Spotify, Amazon და სხვები.

თუ პროგრამირების სამყაროს გაცნობა გსურს, გირჩევ, რომ ეს გზა Python-ის შესწავლით დაიწყო. მისი სწავლა უფრო მარტივია, თანაც ინგლისურ სინტაქსს მოიცავს, რაც აადვილებს კოდის წაკითხვას. ხოლო თუ ვებ-სერვისების შექმნის პროცესით ხარ დაინტერესებული, მაშინ Commschool-ში შენთვის საინტერესო კურსს აღმოაჩენ. მანამდე კი ნიკოლოზ მექვაბიშვილს გაგაცნობ, რომელიც პროგრამირების საფუძვლებს ჩვენთან დაეუფლა.

ნიკოლოზი პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორია და ამ მიმართულებით 15 წლიანი გამოცდილება აქვს. წარმატებული კარიერის მიუხედავად, ფიქრობდა, რომ ამ სფეროში საკუთარი თავი ვერ იპოვა. ამიტომ ახალი პროფესიის შესწავლა გადაწყვიტა და არჩევანი პროგრამირებაზე შეაჩერა. ინფორმაციის მოძიების შემდეგ, ნიკოლოზი Python-ით დაინტერესდა. მეგობარი პროგრამისტის რჩევით კი მისი სწავლა Commschool-ში გადაწყვიტა, რადგან, მისი აზრით, Python-ის კურსი ბევრად სრული და მრავლისმომცველი სილაბუსის მიხედვითაა აწყობილი.

Python-ის კურსისგან მოველოდი, რომ მიმეღო საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომ გამეგრძელებინა ჩემს თავზე დამოუკიდებლად მუშაობა. ეს მოლოდინი გამართლდა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ცოდნის შევსება და სტაჟირების მოძებნა გამოცდილების დასაგროვებლად.

რას მოიცავს Python-ის კურსი?

როგორც უკვე გითხარი, Python მრავალმხრივ გამოიყენება და ის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Back-end Development-ის, მანქანური სწავლების, მონაცემთა ინჟინერიისა და ღრუბლოვანი სერვისებისთვის. კურსის განმავლობაში შეისწავლი კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს, Python-ის პროგრამირების ენას და ააწყობ ვებ-სერვისს. გამოიმუშავებ ისეთ საჭირო პროფესიულ უნარებს, როგორებიცაა Visual Studio Code-ში მუშაობა, Python-ის პროექტების ორგანიზაცია, პროფესიულ დონეზე კოდის დოკუმენტაცია, მონაცემთა ბაზების გამართვა-დამუშავება და სხვა.

კურსის დასასრულს შეგიძლია აირჩიო შენთვის საინტერესო განხრა, რომლის მიმართულებითაც გსურს განვითარება. მაგალითად, Machine Learning, Computer Vision, Data Science, Web Scraping.

ფინალური პროექტი - ფილმების რეკომენდაციების API

Commschool-ის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ნაწილი ფინალური პროექტია. Python-ის კურსის ფარგლებში სტუდენტებს ევალებათ, რომ ინდივიდუალურად შექმნან API (Application Programming Interface). ვებ-სერვისის ასაწყობად ისინი Django-სა და Flask-ის Framework-ებს იყენებენ. ინდივიდუალური პროექტი სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. იგი საშუალებას აძლევს მათ, წარმატებით გადადგან შემდგომი კარიერული ნაბიჯი, რადგან მათ Github პორტფოლიოში კურსის ფარგლებში შესრულებული პროექტი იქნება.

ფინალურ პროექტზე მუშაობა ნიკოლოზისთვის საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. მან ფილმების რეკომენდაციების API-ის შექმნაზე იმუშავა. გაწერა ადმინისა და მომხმარებლის ფუნქციონალი. დავალების დიდი ნაწილის შესრულებაში კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა დაეხმარა. პროექტის დარჩენილი ნაწილის გამართვაში კი საკუთარი ძალები გამოიყენა. ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში ლექტორისგან მიღებული უკუკავშირი ძალიან დაეხმარა.

ფინალურ პროექტზე მუშაობამ მიმახვედრა, თუ რა არის ზოგადად API. ასევე მასწავლა პროექტის სწორი დაგეგმვა, მისი დატესტვა და დოკუმენტაციის მომზადება.

მათ, ვისაც Python-ის შესწავლა მოკლე დროში და მაღალ დონეზე სურს, ნიკოლოზი ურჩევს:

დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი კურსის გავლას, რადგან Commschool დაგეხმარებათ კონკრეტულ ინფორმაციაზე ფოკუსირებაში. რთულია ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის ზღვაში კონკრეტულ რესურსებზე კონცენტრაცია, კურსი კი მათ უამრავ დროს დაუზოგავს.

აქვე გეტყვი, რომ Commschool სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები იღებენ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებისა და სტაჟირებების სახით იღებენ მხარდაჭერას პარტნიორი კომპანიებისგან. ეს სერვისი ნიკოლოზისთვის დადებითი გამოცდილება აღმოჩნდა. როგორც ის აღნიშნავს, გასაუბრების სიმულაციამ დაანახა მისი სუსტი მხარეები და მისცა სტიმული გასაძლიერებლად.

ალბათ, ნიკოლოზის მიერ განვლილმა გზამ უკვე დაგარწმუნა, რომ ახალი პროფესიის შესწავლა გვიანი არასდროსაა. ამიტომ, თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის ან/და გინდა პროგრამირების ახალი ენის შესწავლა, მაშინ Python-ის კურსი შენთვისაა! შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება