Piel Naturals-ის რედიზაინი - ანუ წეროძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

თუ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარება და ფიქრობ, შეძლებ თუ ვერა, უბრალოდ Commschool-ში უნდა სცადო.” – გრაფიკული დიზაინის კუსდამთავრებულის, ანუ წეროძისთვის Commschool იმ ადგილად იქცა, რომელიც თავისი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარა. ამჯერად სწორედ ანუს ფინალური ნაშრომს გაგიზიარებთ.

გრაფიკული დიზაინის კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტად მათივე შერჩეული ბრენდის რედიზაინს ასრულებენ. ამ მიზნით ანუმაც შეარჩია ბრენდი და ფინალური პროექტის ფარგლებში კომპანია Piel Naturals-ის რედიზაინი შეასრულა:

“ფინალური პროექტის თავდაპირველი თემა ჩემთვის ძალიან უცხო სფეროს შეეხებოდა, წინ რთულად მივდიოდი. ამიტომაც წარდგენამდე ზუსტად ერთი დღით ადრე ბრენდი შევცვალე. გადავწყვიტე ისეთი კომპანია შემერჩია, რომლის ვიზუალურ მხარეს, ბრენდირებას, ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი და 24 საათში შედეგიც მივიღე.”

ანუს მიერ შესრულებული რედიზაინი შეგიძლია აქვე დაათვალიერო:

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები
თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

ანუს თქმით, ფინალურ პროექტზე მუშაობა, გარდა იმისა, რომ მისთვის ერთი თავგადასავალი იყო, მნიშვნელოვანი მიგნებებისა და დასკვნების გაკეთებაშიც დაეხმარა. პირველ რიგში, იმის, რომ მიმდინარე ტენდენციებს აუცილებლად უნდა ადევნო თვალი:

“პროექტზე მუშაობამ დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ამ სფეროში ბოლომდე იყო ჩართული, ყოველთვის ეცნობოდე სიახლეებს, რომ რაიმე ახალი და საინტერესო შექმნა.”

ანუს აზრით, კურსმა მას თავისი შესაძლებლობები დაანახა და პროფესიონალური ხედვაც განუვითარა:

კურსის განმავლობაში საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენ, ამ სფეროს პროფესიონალებთან ურთიერთობა კი ფართო ხედვას განგივითარებს, რაც მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს შენში.”

და თუკი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხარ, Commschool ის ადგილია, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები გაიფართოვო:

თუ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარება და ფიქრობ, შეძლებ თუ ვერა, უბრალოდ Commschool-ში უნდა სცადო. ეს სწორედ ის ადგილია სადაც ყველა დასმულ კითხვაზე გიპასუხებენ.”

საერთო ჯამში, ლექტორისა და მისგან მიღებული პასუხების დახმარებით, განსაკუთრებით კი პროექტზე მუშაობის განმავლობაში, ანუ მიხვდა, როგორია გზა იდეიდან შედეგამდე და როგორ უნდა იარო ამ გზაზე:

ლექტორის რჩევებითა და მხარდაჭერით დავრწმუნდი, რომ საუკეთესო იდეა მხოლოდ დიდი შრომისა და ბევრი წარუმატებელი იდეის შედეგად მოდის. გრაფიკული დიზაინის კურსი გეხმარება შენი ფანტაზია რეალურ ნამუშევრად აქციო.”

გრაფიკული დიზაინის 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში, უამრავი დავალების დახმარებით მრავალი უნარის შეძენა შეგიძლია. კურსის ბოლოს Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენებასთან ერთად შეგეძლება ბრენდისთვის შექმნა ვიზუალი, გააკეთო ლოგოს სკეჩები და დრაფტ ვერსიები, მოარგო ვიზუალი სხვადასხვა მედია არხს, სწორად გააანალიზო ბრიფი, შექმნა მუდბორდები და სწორად დაგეგმო დიზაინ-პროექტები. რაც მთავარია, კურსი არის დამწყებთათვის, მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არანაირ აუცილებელ ცოდნას არ საჭიროებს.

გარდა იმისა, რომ გრაფიკული დიზაინის კურსი TOP 3 სტუდენტს შორის მოხვედრისა და სააგენტოში სტაჟირების შანსს იძლევა, Alumni Club-ც არ დაგავიწყდეს. ჩვენი ნებისმიერი წარმატებული კურსდამთავრებული ავტმატურად Alumni Club-ის წევრი ხდება, რაც მას ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე აძლევს წვდომას.

ანუმ კურსის განმავლობაში საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა და ახალი პროფესიული პერსპექტივაც გაიჩინა. იმავეს გაკეთება შენც შეგიძლია. შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება