ნიკოლოზ ცანკაშვილის ფინალური პროექტი - Android Development

blog-detail-img

საკუთარი პროგრესის შეგრძნება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამეა. Android Development-ის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ცანკაშვილი, კურსის ბოლოს თვით-განვითარებას ნამდვილად გრძნობს:

ფინალურ პროექტზე მუშაობამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პრაქტიკულ მხარეზე. ძალიან ბევრი რამ შევისწავლე პატარა ექსპერიმენტებით – შეცდომების გამოსწორება და კოდთან თამაში.”

Android Development-ის სამთვიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში ნიკოლოზი აპლიკაციის აწყობას პრაქტიკული დავალებების დახმარებით სწავლობდა, პარალელურად კი მიღებულ ცოდნას თავისი ფინალური პროექტის შესაქმნელად იყენებდა. ეს პროცესი მისთვის მასალის სრულად გააზრების საშუალება იყო:

ფინალურ პროექტზე მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რადგანაც სწორედ ამ დროს ხდება მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება და ბოლომდე გააზრება. თუ ლექციების სმენის დროს კიდევ რჩებოდა პატარა გაურკვეველი ასპექტები, ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესში უკვე ყველაფერში გარკვევას და ყველაფრის გაანალიზებას ვახერხებდი.”

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

ნიკოლოზმა თავის ფინალურ პროექტად სერიალ Breaking Bad-ის აპლიკაციის შექმნა გადაწყვიტა. მის არჩევანს კონკრეტული მიზეზი ჰქონდა:

“ფინალური პროექტად Breaking Bad-ის აპლიკაცია ავირჩიე, რადგან, ყველაზე მეტად მიახლოებული მგონია რეალურ აპლიკაციასთან. მასში არსებული კომპონენტები აპლიკაციების უმეტესობაში გვხვდება ამიტომ მეც ამ მიმართულებით მინდოდა ცოდნის გაღრმავება.”

წარმატებული შედეგის მნიშვნელოვან კომპონენტად ნიკოლოზი კურსის გამართულ სტრუქტურას მიიჩნევს:

მომეწონა, რომ ბალანსი იყო დაცული თეორიასა და პრაქტიკას შორის; ამან საშუალება მომცა, დიდი გამოცდილება მიმეღო პროექტზე მუშაობის პროცესში.”

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

ნიკოლოზისთვის Commschool-ში მიღებული გამოცდილება კი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ყველა წევრს, ასეთი დიდი ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. მიხარია რომ ვიყავი თქვენი სტუდენტი

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

კურსის დასრულების შემდეგ, Commschool-ის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, ავტომატურად Alumni Club-ის წევრები ხდებიან, ე.ი. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და სტაჟირების საშუალებებზე აქვთ წვდომა. პარტნიორებს შორის კი ისეთი კომპანიები გვყავს, როგორიცაა Adjarabet, Zoma, Redberry, Adjarasport, APTOS, GPI Holding, Liberty Bank, Space…

აქვე გეტყვი, რომ კურსის დასრულების შემდეგ მცირე და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა, Java-სა და Kotlin-ის ენებზე კოდის წერა და აპლიკაციის UI-ის აწყობა შეგეძლება. თუ პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი პრინციპები იცი, შენთვის IT სფერო უცხო არ არის და ინგლისურად ტექნიკური დოკუმენტაციის გააზრება შენთვის სირთულეს არ წარმოადგენს, შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება