"მნიშვნელობა არ აქვს, რამხელაა შენი ბიუჯეტი, რადგან მიზანი, ხარჯო ეფექტურად, უცვლელია" - სულხან ლაცაბიძე

blog-detail-img

როდესაც მარკეტინგს გვიხსენებენ, ჩვენს უმრავლესობას თვალწინ კრეტიული კამპანიებისა და რეკლამების დასაგეგმავ ორომტრიალში ჩაბმული ხალხი წარმოგვიდგება; აქვე ჩნდება კითხვაც – მაშინ რა არის მარკეტინგი?

როგორც ჩანს, მარკეტინგი მხოლოდ და მხოლოდ “catchy” რეკლამების შექმნასა და გადასაღებ მოედანზე ღამის გათენებას არ გულისხმობს. სულხან ლაცაბიძე, მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის ლექტორი პროგრამის განმავლობაში თავის განსხვავებულ გამოცდილებას გაგვიზიარებს.

თბილისის კომუნიკაციის სკოლა ლექტორი

სულხანმა მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა კომპანიაში მიიღო: ალდაგი, ბანკი “რესპუბლიკა”, ბილაინი, საქართველოს ლატარიის კომპანია, კავკასუს ონლაინი, ვისოლი, ჯეოსელი –  ეს იმ კომპანიათა არასრული ჩამონათვალია, რომელთათვისაც სულხანს მარკეტინგის ან/და გაყიდვების განხრით უმუშავია.

გაყიდვებსა და მარკეტინგში 18 წლის განმავლობაში გამოცვლილმა მრავალმა სამსახურმა მას მარკეტინგის პრაქტიკაში დანერგვის მთავარი პრინციპები დაანახა.

მისთვის მარკეტინგი მომხმარებელთან რეგულარულ პოლემიკას, მისთვის “ნერვების მოშლას”, ე.ი. გამუდმებით მისი თვალთახედვის არეში ყოფნას ნიშნავს. მისი აზრით, მიუხედავად ბიუჯეტის ზომისა, მთავარია, რაღაც ფორმით მაინც, რეგულარულად იქცევდე მომხმარებლის ყურადღებას, ამისთვის კი სულაც არ არის აუცილებელი მძიმე ან გრძელვადიანი კომუნიკაციები.

“მარკეტინგული კამპანიის მთავარი კომპონენტი კრეატიულად დაგეგმილი კამპანია ან/და ლამაზი რეკლამა არ არის, არამედ მთავარია, სწორად განსაზღვრო შენი რესურსი და მასზე დაყრდნობით გადაწყვიტო, რისი გაკეთება შეგიძლია”

სწორედ ამის გამოა, რომ უშუალოდ მარკეტინგულ იარაღად სულხანი ფინანსებს, ექსელს, ციფრებს მიიჩნევს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტზე გიწევს მუშაობა; მთავარია, რაც შეიძლება, მალე ადაპტირდე და შენი უწინდელი გამოცდილება ახალ პროდუქტს მოარგო. მნიშვნელობა არც იმას აქვს, რამხელაა შენი ბიუჯეტი, რადგან მიზანი, ხარჯო ეფექტურად, უცვლელია. 

თუმცა, ვიდრე საქმე კამპანიების დაგეგმვა-წარმართვამდე მივიდოდეს, როგორც ის ამბობს, უმნიშვნელოვანესია, მარკეტინგული დეპარტამენტის შექმნა და მისი სტრუქტურული გამართვა: “ჯერ კონვეირი უნდა გამართო; მხოლოდ შემდეგ შეგიძლია, შეუდგე რამის კეთებას.”

როგორც ვხვდებით, მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის უდიდესი ნაწილი პრაქტიკულ მეცადინეობას ეფუძნება, სულხანი საკუთარ მრავალფეროვან გამოწვევებსა და ქეისებს გაგიზიარებთ. 

მანამდე კი ჩვენ გაგიზიარებთ კურსდამთავრებულების შეფასებებს: 

კურსის ფარგლებში გასწავლით, როგორ უნდა გაიწეროს და დაიხარჯოს ბიუჯეტი, როდის არის ოპტიმალური უშუალოდ ექსელზე დაყრდნობა და როდის შეგიძლიათ, “იხალისოთ” კრეატივით, როგორ უნდა იურთიერთოთ კრეატიულ სააგენტოსთან, როგორ აჯობებს სხვადასხვა პროდუქტის გაშვება (“დალონჩვა”), როგორ უნდა შეაფასოთ ჩატარებული კამპანიის ეფექტურობა და ა.შ.

კურსით დაინტერესდებით – ნებისმიერ სფეროში მოღვაწე მარკეტინგის მენეჯერები, ექაუნთ თუ ბრენდ მენეჯერები, აგრეთვე – მარკეტინგის დირექტორები და, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მარკეტინგის პრაქტიკული მხარის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება გინდათ.

ამდენად, თუკი Marketing Management-ის შესწავლა შენთვის საინტერესო ჩანს და ამ მიმართულებით ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა გინდა, შემოგვიერთდი, პროგრამას 30 მაისს ვიწყებთ!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება