"ხელოვნების სასახლის" რედიზაინი - ნათია გვარამიას ფინალური პროექტი

blog-detail-img

გრაფიკული დიზაინის სტუდენტები პროგრამის ბოლოს ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც ქართული ბრენდის რედიზაინზე მუშაობას გულისხმობს. ამისთვის კურსის განმავლობაში მიღებულ ცოდნას / გამოცდილებას იყენებენ.

Commschool ახალი უნარების შეძენაში, საინტერესო ადამიანების გაცნობასა და გამოცდილების შეგროვებაში დამეხმარა. ეს არის ადგილი, სადაც ტექნიკური ცოდნის გარდა, მოგცემენ სწორ მიმართულებებს და დაგეხმარებიან იდეის რეალიზებაში

 

ცოდნა, გამოცდილება და იდეის რეალიზების შესაძლებლობა, ნათია გვარამიას, გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის აზრით, სწორედ ისაა, რასაც  Commschool თავის სტუდენტებს აძლევს.

ბლოგში მის ფინალურ ნაშრომს გაგაცნობთ. მაგრამ, ვიდრე ასე მოვიქცევით, რამდენიმე სიტყვით იმ პერსპექტივის შესახებაც შეგახსენებთ, Commschool-ის თავის სტუდენტებს პროფესიული კუთხითაც რომ აძლევს. 

Commschool-ის წარმატებული კურსდამთავრებულები
ავტომატურად Alumni Club-ის წევრები ხდებიან. მისი საშუალებით მათ Commschool-ის პარტნიორი კომპანიების, მაგალითად, Holmes & Watson, Adjarabet, Redberry-ისა თუ JWT Metro-ს ექსკლუზიურ ვაკანსიებზე ეძლევათ წვდომა. კლუბში გაწევრიანებისთვის და ამ კომპანიებთან კარიერის დაწყების შანსის მისაღებად საკმარისია, ჩვენი ნებისმიერი კურსი წარმატებით დაასრულო, ისევე, როგორც ეს ნათიამ გააკეთა. ახლა სწორედ მის ფინალურ ნაშრომზე გადავიდეთ. 

ნათია გრაფიკული დიზაინის შესწავლას Commschool-ში 0-დან შეუდგა: 

“პროექტზე მუშაობა საინტერესო პროცესი აღმოჩნდა: კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განხორციელდა.”
 ამბობს ნათია.

მან რედიზაინისთვის ხელოვნების სასახლის ლოგოს შეარჩია, ამ არჩევანს კი თავისი მიზეზები ჰქონდა:

“ხელოვნების სასახლე გამორჩეული არქიტექტურის მქონე ადგილი და სასახლის ტიპის ერთადერთი მუზეუმია. ჩემთვის მას განსაკუთრებით საინტერესოს სიყვარულის ის უჩვეულო ამბავი ხდის, რომელიც სასახლის აშენების მიზეზი გახდა. ამიტომაც გადავწყვიტე, ფინალური პროექტისთვის სწორედ ხელოვნების სასახლის რედიზაინზე მემუშავა.”

იმისათვის, რომ ლოგო ვიზუალურთან ერთად შინაარსობრივადაც საინტერესო გამხდარიყო, ნათიამ ხელოვნების სასახლესთან დაკავშირებული სიყვარულის ამბის გადმოცემა ქართული ორნამენტების ფორმით სცადა:

“სასახლის ლოგოს  შექმნისას ინსპირაცია ქართული ორნამენტები იყო. ვეცადე, გამემარტივებინა და მათ ფორმაში გადმომეცა სიყვარულის ისტორია, რომელიც ამ სასახლეს უკავშირდება.” 

ინსპირაცია სხვა დეტალებისთვის ნათიამ კვლავაც ხელოვნების სასახლეში, თუმცა, ამჯერად იქ დაცულ ქსოვილის კოლექციაში აღმოაჩინა:

“გრაფიკული ელემენტების ინსპირაცია ხელოვნების სასახლეში დაცულ ქართული ქსოვილის კოლექციაში ვიპოვე. ისინი დავიტანე ისეთ ნივთებზე, რომლებიც შეიძლება მუზეუმში შევიძინოთ და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.”

კურსის განმავლობაში ლექტორისგან მიღებულმა feedback-ებმა ნათიას განვითარებაში, მისივე თქმით, დიდი წვლილი შეიტანა:

რაც მთავარია, შესრულებულ დავალებებზე ლექტორისგან მუდმივად ვიღებდით რეკომენდაციებს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს განვითარებაში ეხმარებოდა

ნათიას შეფასებით, კურსი მის, როგორც დამწყების საჭიროებებს მოერგო და კიდევ უფრო მეტიც: 

14 ლექციის განმავლობაში გარდა ტექნიკური ცოდნისა, გავეცანი სრულ სამუშაო პროცესს, თუ როგორ ხდება ბრიფიდან საბოლოო ნამუშევრის მიღება. ჩემთვის, როგორც სრულიად დამწყებისთვის, კურსი ძალიან საინტერსო აღმოჩნდა

Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი სწორედ დამწყებთათვისაა და მის გასავლელად არანაირი წინასწარი ცოდნა არაა აუცილებელი. 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის ტექნიკური ცოდნის გარდა, დამკვეთთან ურთიერთობის, ბრიფის ანალიზისა და დიზაინ-პროექტის დაგეგმვის უნარებს შეიძენ; დიზაინს კი სტილისტურ-შინაარსობრივად გამართავ და ვიზუალს ბრენდინგის პრინციპების დაცვით შექმნი. 

თუ ამ უნარების შეძენა და გრაფიკული დიზაინის პროფესიაში შებიჯება შენც გინდა, Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება