ამბები IT Project Management-ის კურსიდან - თამარ გოგოხია

blog-detail-img

საინტერესოა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პროექტის მენეჯმენტმა რენესანსი განიცადა და დღესდღეობით, IT სფეროსაც მოერგო. IT პროექტების კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მოთხოვნილმა სიჩქარემ ასევე ხელი შეუწყო პროექტების მართვის ახალი მეთოდოლოგიების განვითარებას, რომლებიც სხვა სფეროებზეც გავრცელდა.

IT პროექტების მენეჯერის მოვალეობაა პროდუქტის შექმნისას გაწეროს ბიუჯეტი, სქოუფი, რესურსები, შეზღუდვები და მაქსიმალურად მოახდინოს დაინტერესებული მხარეების ინტერესების დელეგირება. თუ უფრო ვრცლად გაინტერესებს ამ პროფესიის თავისებურებები, სწორ ადგილად მოხვდი, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ IT Project Management-ის კურსდამთავრებულს – თამარ გოგოხიას.

იქიდან გამომდინარე, რომ IT პროექტის მენეჯმენტი ტექნოლოგიური განვითარების შედეგად შეიქმნა და შედარებით ახალი სფეროა, თამარისთვისაც სიახლე იყო, როცა მის შესახებ შეიტყო. თუმცა ამ პროფესიის მიმართ მისი ინტერესი იმდენად მაღალი იყო, ამან გადაწონა ყველა ის შიში თუ ეჭვი, რაც ახალი საქმის წამოწყებას მუდმივად თან სდევს.

it project management

ჩემმა ინტერესმა შემესწავლა ციფრული პროექტების მართვა, გადაწონა სრულიად ახალ სფეროში მოხვედრის შიში და დავიწყე შესაბამისი ადგილის მოძებნა სადაც გავივლიდი კურსს. ​

როცა ახალი გამოწვევების წინაშე დგახარ, ალბათ დამეთანხმები, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად პროფესიონალურ გარემოში მოხვედრა, სადაც შეძლებენ შენს ყველა კითხვას უპასუხონ. კურსის ძიების პერიოდში, თამარისთვისაც სწორედ ეს იყო პრიორიტეტული და სწორედ ამიტომ, არჩევანი ქომსქულზე გააკეთა.

საბოლოოდ თბილისისი კომუნიკაციების სკოლაზე შევჩერდი რადგან თავიდანვე დეტალური ინფორმაცია მივიღე კურსის შესახებ, დავრწმუნდი, რომ კურსის ფარგლებში არა მხოლოდ თეორიას გავივლიდი არამედ გარკვეულ პრაქტიკულ ცოდნასაც მივიღებდი.

თამარის თქმით, სწორედ ყოვლისმომცველი სილაბუსისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული ლექციების გამო აირჩია ქომსქული, სადაც თითქმის 2 თვის შემდეგ მიიღო ზღვა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, როგორც პროექტების მართვის, ისე – IT სფეროში.

IT Project Management-ის კურსი

13 ლექცია 39 საათი 7 კვირა

პრაქტიკული ამოცანების, დამოუკიდებელი დავალებებისა და ლექტორის აქტიური უკუკავშირის ფონზე, თამარის თქმით, ფინალურ პროექტზე მუშაობა უფრო გაუმარტივდა და ამ ინტენსიური 2 თვის შემდეგ, მისი ხედვა IT პროექტების მართვაზე სულ სხვანაირი აღმოჩნდა.

პრაქტიკული ამოცანები, რომლებსაც ლექციების მსვლელობისას ვასრულებდით თეორიაში მიღებულ ცოდნას ამტკიცებდა, ჩვენს სუსტ მხარეებს წარმოაჩენდა და დაშვებულ შეცდომებზე სწავლის საშუალებას გვაძლევდა.

it project management
it project management
it project management

მათ კი, ვინც ამ სფეროთია დაინტერესებული და ახალი ნაბიჯის გადადგმა აშინებს, თამარი ურჩევს, რომ გვერდით გადადონ ეჭვები და იწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. სწორედ ამის საშუალებით მოახერხა მან შეესწავლა IT Project Management და ქომსქულში მიღებული ცოდნის საშუალებით, ახლა სტაჟირებას გადის IT პროექტების მართვის მიმართულებით.

თავდაპირველად მეც მეგონა, რომ აქ მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება გამიჭირდებოდა, თუმცა კურსის დასრულებიდან ჯერ 2 კვირაც არაა გასული, მე კი უკვე სტაჟირებას გავდივარ IT პროექტების მართვის მიმართულებით. ეს ყველაფერი კი სწორედ იმ ცოდნის წყალობით, რომელიც ამ კურსზე მივიღე.

ასე რომ, ნუ შეუშინდები ახალ გამოწვევებს და ყოველთვის მზად იყავი სიახლეებისთვის, რადგან ტექნოლოგიების საუკუნე ზუსტად ამას გვთავაზობს. თუ დაინტერესებული ხარ IT Project Management-ით, შემოგვიერთდი კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება