IT Project Management - ბაიკო დიდიშვილი კურსის შესახებ

blog-detail-img

ციფრული პროდუქტების აქტუალურობის ზრდასთან ერთად, ისეთ ახალ პროფესიაზე მოთხონაც იზრდება, როგორიცაა IT Project Management.  IT პროექტის მენეჯერები უნდა გაუმკლავდნენ რისკებს, ურთიერთდამოკიდებულ ინტეგრაციას, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს და ა.შ. ამიტომ, IT პროექტების მენეჯმენტი მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე ტიპიური პროექტის მართვის ინსტრუმენტები და უნარებია.

თუ დაინტერესებული ხარ ამ ინსტრუმენტების შესწავლით, სწორ ადგილად მოხვედი, რადგან ქომსქულის IT პროექტების მართვის კურსი მოიცავს Agile-ით პროექტის მართვის მიმდინარეობას Scrum Framework-ის მიხედვით, ამ ბლოგში კი ბაიკო დიდიშვილს გაგაცნობ, IT PM-ის კურსდამთავრებულს. 

it project management baiko didishvili
ბაიკო დიდიშვილი

პროექტების მართვის რამდენიმეწლიანი პრაქტიკის და სხვადასხვა პროექტების მართვიდან მიღებული გამოცდილების მიუხედავად, მუდმივად მქონდა სურვილი დაგროვილი ცოდნისთვის მიმეცა სტრუქტურირებული სახე, მემართა პროექტები მეტად თანმიმდევრულად და ეფექტურად.​

ბაიკოს პროექტების მართვის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა აქვს. არსებული გამოცდილებისა და ცოდნის სტრუქტურიზებისთვის კი მან ქომსქული აირჩია.

Commschool-ის IT პროექტების მართვის კურსით მას შემდეგ დავინტერესდი რაც გავიგე, რომ კურსის ფარგლებში აქცენტი გაკეთდებოდა Agile-ით პროექტის მართვის მიმდინარეობაზე და მოიცავდა პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ ქომსქულის კურსები მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რის ფარგლებშიც სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ. ეს კი ეხმარებათ მათ,რომ მიღებული ცოდნა ინდივიდუალურ პროექტად გადააქციონ.

IT პროექტების მართვის კურსი

13 ლექცია 39 საათი 7 კვირა

ბაიკო გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს კურსის მსვლელობასთან დაკავშირებით:

ჩემი მოლოდინები გამართლდა, კურსი სრულად ინტერაქციული იყო და მოიცავდა გუნდურ თუ ინდივიდუალურ დავალებებს. განვიხილეთ პროექტების მართვის სხვადასხვა მეთოდოლოგიები, პროექტის მართვის თულები, რისკების შეფასების მეთოდები და მექანიზმები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ცოდნა რეალური პროექტების და გამოცდილების გაზიარების გზით მივიღეთ ძალიან საინტერესო ლექტორისგან.

მისი აზრით სტუდენტების მიერ გაზიარებული სხვადასხვა კითხვა, გამოცდილება თუ გამოწვევა კურსს კიდევ უფრო საინტერესოსა და ინტერაქციულს ხდიდა. შენ კი გირჩევს, რომ:

განვლილ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვთვლი, რომ პროექტების მართვის აღნიშნული კურსი წარმოუდგენლად ღირებული იქნება ნებისმიერი IT პროფესიონალისთვის, როგორც დამწყებისთვის ისე პრაქტიკოსი პროექტების მენეჯერებისთვის.

ასე, რომ თუ ფიქრობ, რომ შენც გსურს შენს სფეროში ცოდნის გაღრმავება ან/და ციფრულ სამყაროში პირველი ნაბიჯის გადადგმა, შემოგვიერთდი! 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება