"ყველაფრისგან ან/და არაფრისგან შევქმნით კონტენტს" - ლიანა მეტრეველი

blog-detail-img

იმ ადამიანების ამბები, რომლებიც შინაგან ხმას დაჰყვნენ და ცხოვრების რადიკალურ ცვლილებას არ შეუშინდნენ, ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, შენთვისაც, შთამაგონებელი და დამაიმედებელია. ეს ბლოგი commschool-ის კონტენტ მენეჯმენტის ლექტორის სწორედ ასეთი ამბავს ეხება.

კონტენტ მენეჯმენტი

ლიანა მეტრეველი ამჟამად Eserti კონტენტ სტუდიოს თანადამფუძნებელია, მანამდე კი საქართველოს ბანკის სოციალური მედიის გუნდს ხელმძღვანელობდა.  მისი სამუშაო გამოცდილება ასე მოიცავს კონტენტ დირექტორის პოზიციაზე მუშაობას “რედბერიში“. ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ყოველთვის ჰქონდა; მართალია, მისთვისვე მოულოდნელად, უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობაზე ჩააბარა, თუმცა ბლოგებისა და  სტატიების შექმნისთვის არც მაშინ მიუნებებია თავი. 

ლიანა ყვება, რომ მისი მისწრაფება წერისაკენ მისი გარშემომყოფების დახმარებით შეინიშნა, გამოიცადა და აღმოჩნდა რა, რომ კონტენტის შექმნასა და ქოფირაითინგს წარმატებით ართმევდა თავს, “რედბერის” ნაწილიც გახდა.

გენიალური იდეები ათასში ერთხელ, ალბათ, ყველას მოგვდის, მაგრამ კონტენტ დირექტორის გამოწვევა სწორედ იმაშია, რომ იდეათა უწყვეტი ნაკადი შეინარჩუნოს.

კონტენტ მენეჯმენტი

14 ლექცია 42 საათი 7 კვირა

“მხოლოდ უხილავი იდეის იმედად ვერ ვიქნებით. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ფიქრის პატერნის ჩამოყალიბება, იმ ბრენდის სიღრმისეულად შესწავლა, რომლისთვისაც მუშაობ. იდეის მოსვლას ნამდვილად ვერ გააკონტროლებ, მაგრამ შეგიძლია გააკონტროლო გზა, რომლითაც ამ იდეამდე მიხვალ.”

კონტენტ მენეჯმენტის კურსი, რომელსაც ლიანა წაიყვანს, სწორედ ფიქრის პატერნის ჩამოყალიბებასა და იდეათა საძიებელი გზის გაკვალვას მოიცავს. 

"ეს კურსიც ერთი დიდი კონტენტი იქნება. სავსე პრაქტიკული სამუშაოებით, სადაც ვნახავთ, შევქმნით, შევცვლით, მერე ისევ შევქმნით საკუთარი ხელით, სხვადასხვა ციფრულ არხში, სხვადასხვა საშუალებით, რესურსით და იდეით."

ინსპირაციის ძიება ლიანასთვის გამუდმებული პროცესია. ეს ლიტონი სიტყვები როდია; ის მრავალფეროვან ინფორმაციას დაეძებს, კითხულობს სტატიებს მისთვის საინტერესო თემების შესახებ, ეცნობა სოციალური ქსელების, ბრენდებისა თუ სხვა კონტენტ-დირექტორთა სიახლეებსა და საქმიანობას. ხშირად აწყობს მუდბორდებს და აგროვებს ვიზუალურ მასალას. ამ უწყვეტი ინფორმაციული ნაკადის პირობებში კი, შემთხვევათა უმრავლესობაში, სასურველი შთაგონება ეწვევა ხოლმე. 

ხოლო თუკი ნანატრი იდეა არა და არ მოდის, მაშინ, ლიანას რჩევით, უმჯობესია, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო, გონება მოასვენო, მაშინ კი სასურველი გადაწყვეტა მოულოდნელ მომენტში გეწვევა ხოლმე.

ლიანა ჩართული იყო ისეთი ბრენდების კამპანიებსა და Original კონტენტზე მუშაობაში, როგორიც არის GWP, სეკრეტ სანტა, ICY, გალერია თბილისი, მინისო, ბილაინი, კაიაკი, AVON და სხვა. მისი ნამუშევრები შეგიძლიათ,  პორტფოლიოს სახით იხილოთ.

კურსდამთავრებულების შთაბეჭდილებები:

Commschool ჩემთვის იყო უამრავი სიახლისა და საკუთარი ძალების აღმოჩენა, თავდაჯერებულობის მატება, სასიამოვნო ადამიანების გაცნობა, დადებითი ემოციების გაზიარება და ახალი თავგადასავლებისკენ ბიძგი. ვურჩევდი ყველას, ვისაც სურს სიახლეებისკენ სწრაფვა და ამ სწრაფვის დროს მიღებული სიამოვნებით ტკბობა.

ნინო ყანჩაველი, Freelancer Content Creator, პროგრამის შეფასების შესახებ:

ის, რაც ლექციებზე ხდება, ნამდვილი ჯადოსნობაა. პირველივე ლექციაზე დავრწმუნდი, რომ ახალი კარიერა სწორად ავირჩიე. სრულიად გამოუცდელმა ადამიანმა აღმოვაჩინე, რომ შემიძლია უსასრულოდ ვაკეთო ეს საქმე. ქომსქულის დამსახურებით ვიპოვე ჩემი ადგილი და არსად წასვლას აღარ ვაპირებ.

გვანცა რაზმაძე, adjarabet-ის შიდა კომუნიკაციების ოფიცერი თავის გამოცდილებას გვიზიარებს:

Commschool გახდა ჩემი საყვარელი ადგილი! ყველას, ვისაც კი ერთხელ მაინც უფიქრია, რომ არაფრისგან უნდა შექმნას დიდებული რამ, სწორედ ეს ადგილია ამისთვის. დაგხვდებათ გარემო, სადაც ერთი სული კი არ გექნებათ როდის დამთავრდება ლექციები, პირიქით, 3 საათიანი ლექციის მერე შეიძლება გეწყინოთ კიდეც უფრო დიდხანს რომ არ გაგრძელდა. გაიცნობთ შესანიშნავ ლექტორს, რომელიც დაუღალავად უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. ვფიქრობ, რომ ამაზე სასიამოვნო დიდი ხანია არაფერი გადამხდენია.

და ბოლოს Content Creator არაა ქართული სიტყვა, სამაგიეროდ, მშვენივრად ითქმის ჩვენს ენაზე. შემოქმედი. შესაბამისად, კურსი არის ყველასთვის, ვინც არის ან უნდა რომ იყოს შემოქმედი. ვისაც აქვს საკუთარი ბრენდი ან ემუშავება სხვადასხვა ბიზნესს, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია და ამ სფეროში ხედავს საკუთარ თავს. შემოგვიერთდი!

თუ მარკეტინგი გაინტერესებს:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება