გურიკა ჩოხელი Motion Design-ის პროფესიაზე - გაიცანი ლექტორი

blog-detail-img

თანამედროვე ციფრულ სამყარო დაწყებული სოციალური ქსელებიდან დამთავრებული სატელევიზიო შოუებითა და მხატვრული ფილმებით, წარმოუდგენელია Motion Design-ის პროფესიონალის გარეშე, რადგან ვიზუალურად გამართული და ხარისხიანი კონტენტი (ფილმის თრილერი, რილსი, კომერციული ვიდეო) არის ის რაც კონტენტს ყურებადს ხდის. 

შესაბამისად Motion გრაფიკოსებზე მოთხოვნა იზრდება, ამ მხრივ კი რა თქმა უნდა, არც საქართველოა გამონაკილისი. ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ მისი საშუალო ხელფასი საქართველოში 2500 ლარია!

Motion Design: გურიკა ჩოხელი

ახლა კი დროა Motiond Design-ის ლექტორი გურიკა ჩოხელი გაგაცნო, რომელიც პროფესიასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და კარიერულ გზაზე გვესაუბრება.

motion-design-gurika-chokheli-blog

გურიკა 10 წელზე მეტია ილუსტრაციების გაცოცხლებით არის დაკავებული. მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც 2D მოუშენ დიზაინს, ასევე 3D და ტრადიციულ ანიმაციას.

ეს სფერო იმიტომ ავირჩიე,რომ ყოველთვის მიყვარდა ამბების შეთხზვა და მათ გადმოცემას ძირითადად ხატვით ვახერხებდი. პირველ კომპიუტერთან და გუგლთან ერთად ხატვას ანიმაციის პატარ-პატარა მცდელობებიც დაემატა და ესე ნელნელა გახდა ჩემი მთავარი საქმე.

გარდა ამისა, გურიკას აქვს ადგილობრივ კრეატიულ სააგენტოებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Rofer Vivier, Wolt, Topo Chico, Stack, Idorsia. 2020 წლიდან არის ანიმაციის სტუდია “Ping Pong“-ის თანადამდუძნებელი, ამჟამად კი ხელმძღვანელობს ანიმაციის გუნდს “Holy Motors”-ში. აქვე შეგიძლია გადახედო, გურიკას პორტფოლიოს ვიდეოს სახით

სოციალური ქსელებს თუ ადვენებ თვალს ალბათ შენს განსაკუთრებულ ყურადღებას მოძრავი და ფერადი კადრებს იქცევს, რაც ბუნებრივია კომპანიებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება, რასაც გურიკაც გვიდასტურებს:

ჩვენი ყურადღების მისაქცევად ბრენდები სტატიკურ ფოტოსა თუ დიზაინს ყოველთვის მოძრავს ამჯობინებენ, ამიტომაც არის მუდმივად მოთხოვნა ამ სფეროზე

Motion Design-ის პროგრამა

15 ლექცია 45 საათი 8 კვირა

გურიკა ასევე გვიზიარებს იმ 3 უნარ-ჩვევას, რომელიც Motion გრაფიკოსისთვის აუცილებელია: შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობა, სიახლის მიმღებლობა და მისი ათვისება.

თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგაც ფიქრობ, რომ Motion Design სწორედ ის არის რისი სწავლაც გსურს, აქვე მინდა გურიკას რჩევაც გაგიზიარო:

დიზაინის სფეროს მთავარი ხიბლი მისი მრავალფეროვნებაა, ამიტომ კარიერის დასაწყისში გამოწვევა დიდ პროექტებთან მუშაობაა, ასეთ დროს კი ჯობს გვახსოვდეს, რომ ყველა პროექტი უნიკალურია, შესაბამისად მათთან გამკლავების ერთადერთი გზა მუდმივად ახალი რაღაცების სწავლაა

თუ Motion Design-ის მიმართულებით კარიერის განვითარებას შენც ფიქრობ, აქვე გეტყვი, რომ Commschool-ში Alumni Club-ის ფარგლებში Motion Design-ის საუკეთესო კურსდამთავრებულები გარანტირებულ სტაჟირებას ჩვენს პარტნიორ კრეატიულ სააგენტოებში გაივლიან.

ვფიქრობ საკმარისი მოტივაციით შეიარაღდი, Motiond Design-ის შემდეგი მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ახლა კი დროა პირველი ნაბიჯი გადადგა 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება