გრაფიკული დიზაინის პროგრამა, რომელიც კრეატიულ სააგენტოებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას გაძლევთ

blog-detail-img

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციისა და ილუსტრაციის მეშვეობით მესიჯის ადრესატამდე მიტანის გზაა. ერთი შეხედვით მარტივი საქმე არ ჩანს, თუმცა თუ გაქვს ვიზუალური აღქმის უნარი, დეტალების გარჩევა შენი ძლიერი მხარეა და კომპიუტერულ პროგრამებსაც სწრაფად ითვისებ, ჩათვალე გრაფიკული დიზაინი საშენო საქმეა. ეს  ნიშნავს, რომ მისი სწავლის შემთხვევაში , შენთვის სამსახური ნებისმიერ კომპანიაში მოიძებნება- არ არსებობს ბიზნესი, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციას ბრენდის ვიზუალურად წარმოჩენის გარეშე იწყებს. 

თუ  Adobe photoshop-ი ან  Illustrator-ი საბაზისო დონეზე იცი და ამ პროგრამებით რაიმეს შექმნა ერთხელ მაინც გიცდია, ალბათ, დიზაინის პროფესიონალურად სწავლის ენთუზიაზმიც გაგიჩნდებოდა. ეს უკანსკნელი კი ნამდვილად დაგჭრდება იმ შემთხვევაში, თუკი სწავლას თბილისის კომუნიკაციის სკოლაში, გრაფიკული დიზაინის კურსზე გადაწყვეტ.

კურსის ლექტორის, ვანო საგინაშვილის,  გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით 14, პროფესიულად განვითარებად, წელს ითვლის, რამაც ის ამ  სფეროში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ჩამოაყალიბა.  უმუშავია ისეთ კრეატიულ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Holmes&Watson, DDB Batterfly, Windfor’s. ახლა მზადაა საკუთარი ცოდნა განვითარებაზე ორიენტირებულ და  მიზანდასახულ დამწყებ დიზაინერებსაც გაუზიაროს. 

ვანომ პროფესიული გამოცდილებით იცის, რომ მხოლოდ ტექნიკური ცოდნა სრულყოფილი დიზაინის შესაქმნელად საკმარისი არაა და დიზაინს შინაარსობრივი თუ სტილისტური დახვეწაც სჭირდება. საკუთარი სემინარებიც ამ იდეაზე ააწყო და შექმნა კურსი, რომლის კურსდამთავრებულსაც დავალების მიღებიდან საბოლოო ფაილის ჩაბარებამდე ყველა დეტალის გათვლა და შესრულება შეეძლება. 

კურსს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს, რაც  მისი წარმატებით დასრულების შემდეგ გელოდებათ – კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან კრეატიულ სააგენტოებში: Windfor’s, Holmes & Watson, Redberry, JWT Metro.

ამით გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაში კურსდამთავრებულების კარი გაიღება. ისინი თავიანთ ძალებს, პროფესიონალების გარემოცვაში, რეალური პროექტების შექმნაზე მოსინჯავენ. მონაწილეობას მიიღებენ დიზაინის კეთების სრულ პროცესში – ბრიფის მიღებიდან საბოლოო ფაილის ჩაბარებამდე. თბილისის კომუნიკაციის სკოლის მთავარი ოპერაციების მენეჯერის ნინა ქარჩხაძის თქმით, ეს სწორედ ისაა, რაც კურსდამთავრებულებს თავიანთი პროფესიული უნარების დახვეწაში კიდევ უფრო დაეხმარეებათ:

„თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Alumni Club ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც კურსდამთავრებულების მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ვზრუნავთ.

„გრაფიკული დიზაინის შემსწავლელი კურსის სტუდენტებისთვის გვინდოდა მიგვეცა არამხოლოდ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რასაც კურსი ითვალისწინებს, არამედ ის დამატებითი ღირებულება, რაც მათ თავიანთი უნარების გამოვლენისა თუ დახვეწის შესაძლებლობას მისცემდა.  ამის ერთ-ერთი გზა კი კრეატიულ სააგენტოებში პროფესიონალების გვერდით მუშაობა და მათი გამოცდილების გაზიარებაა.

„კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთვარებულებთან ინდივიდუალური გასაუბრებები ჩატარდება და მათი შესაძლებლობებისა თუ ცოდნის მიხედვით კრეატიულ სააგენტოებში გადანაწილდებიან, სადაც 1-დან 3-თვემდე სტაჟირებას გაივლიან“, – ამბობს ნინა.

გრაფიკული დიზაინის პროგრამა 27 ივლისს იწყება! შემოიტანე განაცხადი

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

 

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება