"ბევრი უძილო ღამის შემდეგ მზად ვარ სხვებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება"- გაიცანი Motion Design-ის ლექტორი

blog-detail-img

თუ შემოქმედებითი სამყარო გიყვარს, ალბათ მიხვდები, რატომაა დღეს Motion Design ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესია მსოფლიოში. დაწყებული სოციალური ქსელების სთორებით, დამთავრებული მხატვრული ფილმებით, თანამედროვე ვიზუალური მედია თავიდან ბოლომდე ეფუძნება Motion-ის პრინციპებს. Motion Design ასევე მნიშვნელოვნად გამოიყენება NFT სამყაროში, რაც ნამუშევრებს კიდევ უფრო ღირებულსა და ტრენდულს ხდის.

ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ Motion დიზაინერის საშუალო ხელფასი საქართველოში 2500 ₾-ია. ამიტომ, თუ კრეატიულ და მომგებიან სფეროს ეძებ ფრთების გასაშლელად, მომილოცავს, მოუშენს უკვე მოაგენი. პირველი ნაბიჯების გადადგმაში კი ჩვენი პროგრამის ახალი ლექტორი, გიორგი სოზიაშვილი დაგეხმარება.

მოუშენი

დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ცოცხალია, დრაივშია, სადაც ყველა წამს მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, მოუშენ დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე დროს-აყოლილი სფეროა

აქვე შეგიძლია იხილო გიორგის პორტფოლიო რილის სახით 👇

გიორგის დიზაინის სფეროში 9 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში უმუშავია ისეთი კომპანიების პროექტებზე, როგორებიცაა: Silk Sport, TVpirveli, BMG, Leader-bet, Sibling Studio, Koncepted Studio, Growthcurve, CEX.IO.  შექმნილი აქვს არხის შეფუთვა, გადაცემების ქუდები, ტიხრები, background ლუპები… ასევე უმუშავია 2D და 3D მოუშენ დიზაინზე რეკლამებისთვის, პრეზენტაციებისთვისა და თამაშებისთვის. გრძელი ამბავი მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი რამ უნახავს და ბევრ გამოწვევასაც გამკლავებია, ახლა კი მზადაა, დაგროვილი გამოცდილება „ქომსქულელებსაც“ გაგვიზიაროს.

გიორგისთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, ყველაფერი თავისი საქმიანობის სიყვარულით დაიწყო. ერთი მეორეს დაემატა და რაც ერთ დროს უბრალო ჰობი იყო, მალე წარმატებულ კარიერად ჩამოყალიბდა:

სკოლის პერიოდიდან მოყოლებული მიყვარდა კომპიუტერული თამაშები, რის შედეგადაც დავიწყე თამაშების ვიდეობის კეთება, მონტაჟი, ტიტრების გაკეთება, ინტროს აწყობა და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ ჰობი იყო და სერიოზულად არც ვუყურებდი, სანამ მეგობრის რჩევით ერთ-ერთ ტელევიზიაში სტაჟირებაზე არ მივედი. აქედან დაიწყო ჩემი კომპიუტერული გრაფიკისადმი უფრო ღრმა დაინტერესება. პრაქტიკაში ადვილად ავითვისე ბევრი ტექნიკური დეტალი და მალევე მემონტაჟედან გრაფიკოსად გადავედი. ამ დროს საქართველოშიც ეს სფერო თანდათან ვითარდებოდა, მოუშენ დიზაინერები სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდებოდნენ. მეც ტემპს ავყევი და ერთ-ერთ კომპანიაში დავიმკვიდრე თავი.

პარალელურად ვაგრძელებ განვითარებას, იყო ბევრი ცალკეული შეკვეთა, დიდი და პატარა პროექტები, ბევრი უძილო ღამე, უცხოელი კონტრაქტორები და მოვედი აქამდე, რომ ჩემი გამოცდილება ამ სფეროში, ტექნიკური დეტალები, შეცდომები, ამოცანის გადაჭრის ხერხები გაგიზიაროთ.

გიორგი დიდი ენთუზიაზმით საუბრობს სფეროზე და აღნიშნავს, რომ მოუშენის სამყარო თანამედროვე ცხოვრების რითმზეა აწყობილი: თითოეულ წამს თავისი დატვირთვა გააჩნია. ამიტომ დიზაინერის საქმეა, იპოვოს მისი უნიკალური მნიშვნელობა და გადმოსცეს იგი. 

მოუშენ დიზაინში, თავის მხრივ, ძალიან ბევრი განხრაა, რომლებიც მოთხოვნასთან ერთად უფრო და უფრო ფართოვდება. თუ აქამდე დიზაინერი ძირითადად მუშაობდა სოც. მედიის ან სატელევიზიო რეკლამებზე, ტექნოლოგიებმა დაამატეს ახალი შესაძლებლობები, რომ ვიმუშაოთ ინტერაქციულ web-გვერდებზე, აპლიკაციებზე, თამაშებზე. ამას ემატება აქამდე არსებული სამუშაო ადგილები, ტელევიზია, სარეკლამო სააგენტოები, "ფროდაქშენები", და საერთო ჯამში, ვიღებთ უამრავ შესაძლებლობას, სადაც შეგიძლია მოსინჯო შენი ძალები.

ჩვენი ახალი ლექტორის მთავარი მოტივაცია კი ახალგაზრდა სტარტაპების ხელშეწყობა და საყვარელი სფეროს შესახებ ცოდნის გაზიარების სურვილია. იგი აღნიშნავს, რომ მუდამ ახალი გამოცდილების ძიებაშია, ერთ ადგილას არ ჩერდება, რაც მოუშენის პროფესიონალისგან არც უნდა გაგვიკვირდეს. 

ჩემი მოტივაცია იყო იმის აღმოჩენა, რომ ჩემი ჰობით შემეძლო ადამიანების და ახლობლების დახმარება, სტარტაპებისთვის ხელის შეწყობა და ცოდნის გაზიარება. ამასთანავე, ვხედავდი კონკურენციას, რომელიც უფრო მამოტივირებდა, რომ მეტი მემუშავა ჩემს თავზე, მეტი მესწავლა და სულ სიახლის ძიებაში ვყოფილიყავი.

თუ შენც დაგაინტერესა ამ შეუჩერებელმა სამყარომ, მოდი, უცებ შეგახედებ, რას შეისწავლი გიორგისთან ერთად. Motion Design-ის კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება, არამხოლოდ After Effect- ის ტექნიკური ცოდნის მიღებაზე, არამედ ანიმაციის იმ პრინციპებზე, მეთოდებსა და ხელსაწყოებზე, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები სხვადასხვა სირთულის პროექტის შესაქმნელად.

პროგრამა სრულად დაფუძნებულია პრაქტიკულ სამუშაოებზე, რომლის განმავლობაშიც შეგეძლება სხვადასხვა ტიპის ანიმაციის შექმნა რეალური პროექტებიდან და ბრიფიდან. რაც ყველაზე მთავარია, მიიღებ ჯანსაღ კრიტიკასა და რჩევებს გაუმჯობესებისთვის. 16 ლექციის შემდეგ, შენს კომპეტენციაში შევა:

  • გააცოცხლო ნებისმიერი გრაფიკული დიზაინი, ილუსტრაცია ან/და სხვა ვიზუალური მასალა.
  • სარეკლამო რგოლების შექმნა, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, ფონების, ლოგოს, აიქონების და სხვა გრაფიკული ელემენტების დინამიკური ანიმაცია, მობილური აპლიკაციის UI ანიმაცია, HUD ელემენტების ანიმაცია.
  • სატელევიზიო შოუების თუ სატელევიზიო გადაცემების ქუდები და გრაფიკული შეფუთვის ელემენტები. Მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმებისთვის საჭირო გრაფიკული ანიმაციების და ტიტრების შექმნა.
  •  ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობა After Effects ში.
  •  2.5D პარალაქს ეფექტის შექმნა ფოტოებით და გრაფიკული ილუსტრაციებით.
  •  მარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალის და ანიმაციის შექმნა.
  •  Დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრება, პროექტის სირთულის და ბიუჯეტის განსაზღვრა, ორგანიზებულად მუშაობა.
  •  გამოიყენო მოუშენ დიზაინის ძირითადი პრინციპები, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მარტივი თუ კომპლექსური პროექტისთვისაა საჭირო.

ვისთვის არის კურსი? ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც Motion Design-ის სწავლა სურს და ერთხელ მაინც უცდია ამ მხრივ, თუნდაც ტელეფონში, მასალის დამუშავება. ვისაც უკვე დაწყებული აქვს ამ სფეროს სწავლა, თუმცა უჭირს მხოლოდ ონლაინ რესურსით განვითარება, ვინც ზუსტად იმ ღილაკს აწვება, რომელიც Youtube-ის ტუტორიალშია ნაჩვენები, მაგრამ რაღაც მაინც ვერ გამოდის ისეთი… 

ასევე გრაფიკული დიზაინერებისთვის, ვიდეო მემონტაჟეებისთვის ან/და სხვა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, ვისაც გარკვეული შეხება აქვს სხვა მსგავს პროფესიებთან და სურთ Motion დიზაინიც ისწავლონ. 

ასე რომ, თუ დამწყები ხარ და არ იცი საიდან დაიწყო, გინდა უფრო მეტი ამ სფეროს შესახებ გაიგო, გჭირდება სტაბილური სამსახური და გინდა, გახდე მოთხოვნადი ან უბრალოდ შენი იდეების განხორციელება გსურს, commschool ამ ყველაფრისთვის მშვენიერი ადგილია.

ისღა დამრჩენია, გითხრა: გახსენი After Effects-ის პროგრამა, მოიმარჯვე სწავლის წყურვილი და შემოგვიერთდი! მალე ახალ კურსს ვიწყებთ, რომლის ბმულსაც ქვემოთ გიტოვებ. აბა, წარმატებები!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება