განახლებულ UX დიზაინის კურსზე მიღება დაიწყო!

blog-detail-img

ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ციფრული პროდუქტები, თუ ისინი პრაქტიკული და  მარტივად გამოსაყენებელი არ იქნებოდა? მოუხერხებელ აპლიკაციებსა თუ პლატფორმებზე ხომ დროსაც არ ვხარჯავთ. მაშინვე ისეთი რესურსების ძებნას ვიწყებთ, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული ჩვენს მოთხოვნებს და საჭიროსთან ერთად, კომფორტულიცაა.

სინამდვილეში, ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც მომხმარებლის მიჩვევასა თუ სიყვარულს იწვევს, არც ისე მარტივია და UX დიზაინის ცოდნის გარეშე შეუძლებელიც კია. სწორედ ამიტომ, მისი სწავლა დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება, პროფესია კი – მაღალაანაზღაურებადი.

UX დიზაინის შესწავლა თბილისის კომუნიკაციის სკოლის განახლებულ კურსზე უკვე შეგიძლიათ. პროგრამის ახალი სილაბუსი მთლიანად მორგებულია სტუდენტის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. 3-თვიანი კურსი მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ პროქტებზე მუშაობას. დაემატა 6 ახალი ლექციაც, რამაც კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა პროგრამა.

https://www.facebook.com/2071136726529672/videos/192236035415091

კურსს თეა კობახიძე და მარიამ ქობულაძე წარუძღვებიან.  თეას ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს. UX კვლევებით  გერმანიაში თვისებრივ მკვლევარად მუშაობის დროს დაინტერესდა. ის თიბისი ბანკის ციფრული პროდუქტის განვითარების მენეჯერი და მობაილბანკის გუნდის კაპიტანია (Product Owner). თეას ხელმძღვანელობით თიბისი მობაილ აპმა მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკის ჯილდო მიიღო. მარიამი კი აგერ უკვე  7 წელია UX დიზაინის კუთხით აქტიურად მუშაობს. ამჟამად თიბისი ბანკში UX დიზაინერების ლიდერია, მანამდე კი TBC Pay ის პროდუქტის დიზაინერის ამპლუიდან მართავდა პროცესებს.

 კურსი UX პროცესების ძირითად კომპონენტებს და იმ თანამედროვე ინსტრუმენტების შესწავლას მოიცავს, რომელიც ინდუსტრიაში მუშაობს. ლექციების განმავლობაში UX-ის ისეთი თემები იქნება  განხილული, როგორიცაა – UX კვლევა, დიზაინი, პროტოტიპის შექმნის ინსტრუმენტები და ტექნიკები, მომხმარებლის ტესტირება და შედეგების გაზომვა.

პროგრამა გათვლილია დამწყები UX დიზაინერებისთვის, UI დიზაინერებისთვის, გრაფიკული დიზაინერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში, უწევს ურთიერთობა პროდუქტის დაგეგმვასთან და UX დიზაინერებთან, განსაკუთრებით კი პროდუქტ მენეჯერებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ კი კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ისეთი ციფრული პროდუქტის შექმნა, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურობის გამარტივებისკენ იქნება მიმართული. შეეძლებათ UX პროცესის სრულად აღქმა – კვლევის ჩატარებიდან, პროტოტიპების შექმნამდე და გატესტვამდე. ექნებათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება, თუ როგორი უნდა იყოს კარგი  პროდუქტი და დაინახონ ის არა მხოლოდ თავისი თვალთახედვიდან, არამედ ბიზნესისა და მომხმარებლის კუთხიდანაც.

თბილისი კომუნიკაციის სკოლის UX დიზაინის პროგრამის კურსდამთავრებულები მის უპირატესობებზე საუბრობენ და რჩევებსაც ღიად გასცემენ:

“კომუნიკაციის სკოლის UX კურსი არის კარგი შესაძლებლობა დაინტერესებული ადამიანებისთვის გაიღრმავონ ცოდნა, გაეცნონ UX პროცესს, კვლევას და გაიღრმავონ ცოდნა, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკული ლექციებით.”- თამარა კოლოტაური,  “აჭარაბეთის”  UI დიზაინერი

“თბილისის კომუნიკაციის სკოლაში UX დიზაინის კურსი დაგეხმარებათ გაიგოთ ამომწურავი ინფორმაცია UX რისერჩზე და შექმნათ პროექტი თავიდან ბოლომდე მისი ყველა ეტაპით. ლექტოროების გაზიარებული ცოდნა და რეალური მაგალითები მოგცემთ საშუალებას თავი აარიდოთ შეცდომებს მუშაობაში”- ეკატერინე შაფათავა, “სექტორის” გრაფიკული დიზაინერი 

“თუ UX დიზაინი არის ენა, რომლითაც ესაუბრები მომხმარებელს, comm school-ი არის საუკეთესო ადგილი, რომ ეგ ენა ისწავლო” – ოთარ მიქაძე, საქართველოს ბანკის გრაფიკული დიზანიერი

UX დიზაინის განახლებულ კურსზე მიღება უკვე დაიწყო. პროგრამაში მოსახვედრად კი სულ უფრო ნაკლები დრო და თავისუფალი ადგილი რჩება.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება