გაიცანი React-ის ლექტორი - ლაშა კახიძე

blog-detail-img

ჩვენ ყველა მეტწილად დამოკიდებული ვართ ამა თუ იმ ციფრულ პროდუქტზე, რომლის შექმნის უკანაც ძალიან დიდი ტექნიკური გუნდი დგას – დაწყებული React დეველოპერით, დამთავრებული IT პროექტ მენეჯერით.

აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისების შექმნა კომპლექსური და მრავლისმომცველი სფეროა, რომლის სირთულეების გადასაჭრელადაც 
React ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მოთხოვნადი Front-end ტექნოლოგიაა.

თუ არ იცი გეტყვი, რომ ყოველკვირეულად React-ს 7 მილიონამდე ჩამოტვირთვა აქვს – Facebook ცდილობს, React ბაზარზე  JavaScript-ის საუკეთესო Framework-ად აქციოს, რაც React დეველოპერის პროფესიის ხანგრძლივი აქტუალურობის გარანტიას იძლევა. 

დღესდღეობით React-ის ტექნოლოგიით შექმნილია 1 000 000+  საიტი და იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: BBC, Twitter, Reddit,, Netflix, Facebook, Dropbox, Airbnb, PayPal, Walmart, Tesla Motors, IMDb და ა.შ.

თუ React-ის მიმართულებით კარიერის განვითარებას შენც ფიქრობ, აქვე გეტყვი, რომ Commschool-ში React-ის კურსზე მიღება უკვე დავიწყეთ, პროფესიასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და კარიერულ გზაზე კი ჩვენი ლექტორი, ლაშა კახიძე გვესაუბრება.

ლაშას Web Development-ის სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის საწყის ეტაპზე ფრილანსად მუშაობდა ამერიკულ და ავსტრიულ კომპანიებში:

React არის მოთხონადი სფერო

კარიერის დასაწყისში 1 წელი ვმუშაობდი Front-end ინჟინერის პოზიციაზე, შემდეგ კი ვიკავებდი Full-stack ინჟინერის პოზიციას.

ლაშას სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ისეთ ქართულ სტარტაპში მუშაობას, როგორიცაა Pulsar AI, ამჟამად კი იგი ამერიკულ კომპანია “Padsplit”-ში იკავებს Senior Software Engineer-ის პოზიციას.

როგორც იცი, Front-end Development-ის მიმართულებით რამდენიმე Framework არსებობს, რომელთაგან React ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რაც ბუნებრივია ქართულ ბაზარზეც აისახება. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვი, რომ React დეველოპერის საშუალო ანაზღაურება საქართველოში 3500 ლარია.

ზოგადად ბაზარზე დეველოპერებზე საკმაოდ დიდია მოთხოვნაა და იქიდან გამომდინარე, React ყველაზე პოპულარული Front-end Framework-ია, ანაზღაურებაც მაღალია

რეკომენდაციები:

თუ ჯერ კიდევ არ იცი, რომელი Framework-ის შესწავლა გსურს, ლაშა გირჩევს, რომ ყურადღება მიაქციო კონკრეტული Framework ვისი შექმნილია: 

React Facebook-ის შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მოქნილად შევქმნათ მასშტაბირებადი სამომხმარებლო ინტერფეისები

react

ის ასევე გირჩევს, რომ გაიგო რამდენად ბევრი მომხმარებელი ჰყავს კონკრეტულ ტექნოლოგიას:

მსოფლიოს მასშტაბით React-ს 8000-ზე მეტი კომპანია იყენებს, მათ შორისაა ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: Netflix, Uber, Yahoo, Airbnb, The New York Times, Twitter

აქვე გეტყვი, რომ React-ის სწავლის შემდეგ კარიერული განვითარება რამდენიმე მიმართულებით შეგიძლია – შეძლებ იმუშაო Front-end/React დეველოპერად, ან შესაძლოა, სწავლა გააგრძელო React-native-ის მიმართულებით და დაიწყო მობილური აპლიკაციების აწყობა. ასევე შეგიძლია ისწავლო Back-end Development-ის რომელიმე ენა, მაგალითად Node.js და Full-stack დეველოპერიც გახდე.

კარიერული წარმატებისთვის კი,ლაშას აზრით, 3 რამ არის საჭირო:

უნდა იყო შრომისმოყვარე, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და დამოუკიდებლად უნდა შეგეძლოს ინფორმაციის მოძიება

პროგრამის შესახებ:

თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ ფიქრობ, რომ React სწორედ ის Framework-ია, რომლითაც Web დეველოპმენტში განვითარება გსურს, გეტყვი, რომ კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

JavaScript-ის ენაზე დამოუკიდებლად წერა და მისი თავისებურებების სწორად გამოყენება

JavaScript-ის ასინქრონული ბუნების აღქმა და მისი მუშაობის პრინციპების გამოყენება

React-ის როგორც ხელსაწყოს ყველა ძირითადი კონცეფციის გააზრება და გამოყენება. ასევე მისი ეკოსისტემის მთავარი ინსტრუმენტების გამოყენება. ძლიერი და სუსტი მხარეების გარჩევა

პატარა და საშუალო დონის აპლიკაციების შექმნა და მათი განთავსება

ახალ თავგადასავლამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებს, შემოგვიერთდი, React-ის მომდევნო მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება