გაიცანი Data-Driven Marketing-ის ლექტორი, გიორგი ბერეჩიკიძე

blog-detail-img

ციფრულ სივრცეში მომხმარებლის ნებისმიერი ქცევა მონაცემია, მისი სწორად გამოყენების უნარი კი – კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვების უმთავრესი საშუალება. ის გვეხმარება, მივიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებები, დაფუძნებული ფაქტებზე და არა ვარაუდებზე.

სეგმენტაციის, მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციისა და სტრატეგიების რეალურ დროში გაუმჯობესების გზით, Data-Driven მიდგომა არის თანამედროვე მარკეტინგული გზა მეტი გაყიდვისა და მომხმარებელთან უკეთესი ურთიერთობების დასამყარებლად. თუ გსურს ციფრული მარკეტინგის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა, სწორ ადგილას მოხვედი. ამ ბლოგში გაგაცნობ Data-Driven მარკეტინგის ლექტორს – გიორგი ბერეჩიკიძეს, რომელიც გვიზიარებს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებასა და სფეროს უპირატესობებს.

გიორგის 10 წლიანი გამოცდილება აქვს ციფრულ მარკეტინგში, ციფრულ ანალიტიკასა და ციფრული პროექტების მართვაში, ბოლო რამდენიმე წელი აღმასრულებელ პოზიციებზე. მას უმუშავია ციფრული პროდუქტების, ორგანიზაციული დიჯიტალიზაციის და ციფრული მარკეტინგის კონსულტანტად და ტრენერად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტებში, როგორიცაა UNDP BIOFIN, PMCG, EBRD, USAID Zrda activity in Georgia. 

განათლებით ანალიტიკოსისთვის, ჩემი პირველი სამსახურებრივი გადაკვეთა მარკეტინგთან იყო მარკეტინგის ანალიტიკოსად მუშაობა. Მანდ მივხვდი, რომ ერთი შეხედვით მშრალი და არაფრისმომცემი მონაცემები როგორ შეიძლება გადაიქცეს ძალიან ძლიერ ხელსაწყოდ და მართებული, შედეგზე ორიენტირებული კამპანიების განხორციელების საძირკველი იყოს.

2021 წლიდან გიორგი შეუერთდა ქართული e-commerce სტარტაპის, VELI.store-ის გუნდს, როგორც ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი და აქტიურად არის ჩართული კომპანიის ზრდისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

ცხადი გახდა, რომ ის, რასაც ვაკეთებ, ძალიან შედეგიანი და სასარგებლოა ორგანიზაციისთვის და ჩემთვის, როგორც ამ საქმის პროფესიონალისთვის. Ამ ყველაფერმა კი მომცა იმის საშუალება, რომ ეს ცოდნა გავაზიარო და დავეხმარო მარკეტერებს, ეფექტურობის ხარჯზე სწორად განავითარონ კომპანია და მისი ზრდა.

Data-Driven მარკეტერისთვის მნიშვნელოვანი უნარები:

გიორგი გვიზიარებს Data-driven მარკეტინგისთვის მნიშვნელოვან უნარებს:

  • ციფრული მარკეტინგის ფუნქციონირების ცოდნა;
  • ციფრული ხელსაწყოების გამოყენება;
  • მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ინსაითების ამოღება;
  • ტექნიკური ცოდნა;
  • მარკეტინგის ავტომატიზაციის თუ მონაცემთა ვიზუალიზაციის ხელსაწყოებთან მუშაობა;

ამ უნარებისა და ტექნიკების ცოდნით კი, მრავალი კარიერული პერსპექტივა არსებობს, რადგან მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი მომავლის საქმე და პოზიციაა. Ამ მიმართულებით თვითგანვითარების შემდეგ შეიძლება გახდე ციფრული მარკეტინგის აღმასრულებელი მენეჯერი, მარკეტინგის ანალიტიკოსი, მარკეტინგის აღმასრულებელი მენეჯერი განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებში, სადაც მარკეტინგი კომპანიის ზრდაში წამყვან როლს ასრულებს.

data-driven-marketing

Data-driven მარკეტინგის შესწავლისთვის საჭიროა მინიმუმ ფრონტ-ენდის (HTML, CSS, JavaScript) ბაზისის ცოდნა, რომ გაიწეროს ივენტები Google Tag Manager-ში, თუმცა ძალიან დიდი უპირატესობაა, თუ მონაცემების დამუშავების ენებიც იცის მარკეტერმა, ისეთების, როგორიცაა Python ან SQL.

რაც შეეხება კურსს, გიორგისთვის მთავარი მიზანია სტუდენტებს დაანახოს თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ მონაცემები სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამას კი, ქეისების ინტერაქტიული განხილვითა და სავარჯიშოებით, შეეცდება, სადაც სტუდენტები შეისწავლიან მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგულ სტრატეგიებსა და აქტივობების განხორციელების გზებს.

Data Driven მარკეტინგში შენ შეიარაღებული იქნები მონაცემთა ნაკრებით, რომელიც მზად არის მხარი დაუჭიროს თითოეულ არგუმენტს, რომელის დამტკიცებასაც ცდილობ, რაც საფუძველია მტკიცე მარკეტინგული სტრატეგიისთვის. კურსის განმავლობაში შესწავლილი მომხმარებელთა სეგმენტაცია, ატრიბუციის მოდელირება, მარკეტინგის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის შემუშავება, სტრატეგიისა და ტაქტიკების შეფასება კი საშუალებას მოგცემს დაუკავშირდე შენთვის იდეალურ სამიზნე ჯგუფს საჭირო დროს, საჭირო შეთავაზებით, რომელიც შეესაბამება მათ ზუსტ სურვილებსა და საჭიროებებს.

თითოეული საკითხი, რისი გავლაც კურსის განმავლობაში შეგეძლება, სამ კომპონენტად იქნება დაყოფილი:

  1. საკითხის არსი, აქტუალურობა და საჭიროება.
  2. კონკრეტული წარმატების თუ წარუმატებლობის ქეისებს, მომხდარის გაანალიზებითა და პროცესის შესწავლით. 
  3. მიღებული ცოდნის გადატანა დავალებაში, რომელიც უმეტესად იქნება სურვილისამებრ შერჩეულ კომპანიასა თუ ორგანიზაციაზე.

რეკომენდაციები:

Data-driven მარკეტინგის სპეციფიკის უკეთ გასაგებად, კი გიორგი რეკომენდაციას უწევს შემდეგ პლატფორმებს:

  • GrowthHackers Community– ძალიან კარგი, ტექნიკური, შინაარსიანი პლატფორმაა ზრდაზე.
  • Neil Patel არის ძალიან საინტერესო performance მარკეტერი, მისი პოდკასტი სპოტიფაიზე (Marketing School – Digital Marketing and Online Marketing Tips) არის მარტივად მოსანელებელი 5-10 წუთიანი ეპიზოდები, ძალიან ბევრ ციფრულ მარკეტინგის თემას ეხებიან, ისეთს, რომ აუცილებლად იპოვი შენთვის საინტერესოს.

  • Measure What Matters– ძალიან კარგი წიგნი იმაზე, თუ როგორ შეიძლება მართებული მიდგომით და მეთოდოლოგიით შემუშავებული მიზნების დასახვით არათუ მიაღწიო, არამედ გადააჭარბო კიდეც ამ დასახულ მიზნებს.

მე კი გეტყვი, რომ თუ გსურს ტექნოლოგიურ პროგრესს ფეხი აუწყო და ციფრული მარკეტინგის ცოდნა პროფესიულ დონეზე აიყვანო, Data-Driven მარკეტინგი არის ის, რასაც ეძებ. ამიტომ, Commschool-ში გელოდებით! შემოგვიერთდი.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება