UX Research & Design - მარიამ მურადაშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით Covid-19-ის შემდეგ, ტექნოლოგირუ სამყარო  კიდევ მეტად პოპულარული და მოთხოვნადი გახდა, შესაბამისად, ჩვენი, როგორც მომხმარებლების სტანდარტები და მოთხოვნები გაიზარდა. UX დიზაინერი კი არის ადამიანი, რომლის წყალობითაც ჩვენი, როგორც მომხმარებლის, გამოცდილება უფრო სასიამოვნო ხდება ონლაინ სივრცეში, რადგან მისი მთავარი მოვალეობაა ფეხი აუწყოს მომხმარებლის გამოცდილებას, მოთხოვნებს, არსებულ რეალობას და ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე შექმნას დიზაინი, რომელიც გაგიმარტივებს ონლაინ როტაციას.

თუ UX Research & Design-ით ხარ დაინტერესებული, გეტყვი რომ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა UX Research & Design-ის კურსდამთავრებული – მარიამ მურადაშვილი გაგაცნო და მისი ფინალური პროექტის შესახებ გიამბო.

 

მარიამი გვიამბობს, რომ UX-ით პანდემიის დროს დაინტერესდა, სწავლაც საკუთარი ძალებით დაიწყო, თუმცა მიხვდა, რომ სიღრმისეული ცოდნის მისაღებად ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, ძიების შემდეგ კი Commshool აღმოაჩინა: 

დავიწყე კურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ყველაზე საინტერესო ჩემთვის Commschool-ის სილაბუსი აღმოჩნდა, რადგან სწავლის პროცესი მოიცავს ყველა ეტაპს, მათ შორის კვლევის ნაწილსაც, რაც ასევე ძალიან მაინტერესებდა

მარიამი ასევე კურსის მსველობის პროცესსაც იხსენებს და ამბობს, რომ:

კურსის ფარგლებში გავიარე სრული პროცესი კვლევიდან დიზაინის შექმნასა და გატესტვამდე. ვისწავლე მომხმარებლის გადმოსახედიდან ფიქრი. კურსის დასრულების შემდეგ კი შემიძლია პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობა, ყველა ეტაპის გავლა, კვლევის ჩატარება, მომხმარებლების საჭიროებების განსაზღვრა, პროტოტიპების შექმნა და გატესტვა.

ამ ყველაფერს კი მოწმობს მარიამის ფინალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც მან რესტორნებში მაგიდის დაჯავშნისა და წინასწარ შეკვეთის აპლიკაციაზე იმუშავა, რომელიც მომხმარებლებს  თავისი დიზაინითა და შინაარსით უადვილებს სასურველ ადგილას, შეუფერხებლად მიიღოს სასურველი მომსახურება. 

პროექტზე მუშაობისას რეალურად დავინახე UX დიზაინერის გამოწვევები, შესაბამისად ყოველდღიური სამუშაო პროცესის შესახებ შემექმნა რეალური წარმოდგენა.

შენ კი თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად დარწმუნდი, რომ ეს სფერო გაინტერესებს, მარიამი გეუბნება, რომ:

“Commschool-ში ჩაბარებას ვურჩევდი ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, რადგან ლექტორები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ცოდნა გაგვიზიარონ და ნებისმიერ დროს მზად არიან დასახმარებლად.”

მე კი გეტყვი, რომ კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით
  • Მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი
  • კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება
  • პროტოტიპის შექმნა
  • Პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა
  • ციფრული პროდუქტის გუნდთან მუშაობა

ახლა კი გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება