გახდი SEO სპეციალისტი : გზამკვლევი კარიერაში

blog-detail-img

შენთვის სასურველი სერვისის ძიებისას, ალბათ, ხშირად მიგიმართავს Google პლატფორმისთვის. საძიებო გვერდზე სხვადასხვა ვებ-გვერდისთვის პრიორიტეტების მინიჭებასა და მათი გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებას SEO (Search Engine Optimization) განაპირობებს. საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ეხმარება ბიზნესებს, სხვადასხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებით, მომხმარებლებისთვის მისი პროდუქტი მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს. უფრო კონკრეტულად კი, სამიზნე აუდიტორიის საძიებო შედეგების გვერდზე მაღალი პოზიციების დაკავება და ამით მათი სერვისების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

გაინტერესებს, როგორ მუშაობს Google ალგორითმი, როგორ არის შესაძლებელი SEO-ს გამოყენება ბიზნესის წარმატებისთვის და როგორ აქციო ეს საქმე მაღალშემოსავლიან პროფესიად? მაშინ გაეცანი ბლოგს და გაიგე, როგორ გახდე წარმატებული SEO სპეციალისტი.

SEO სპეციალისტი

1. ისწავლე SEO-ს საფუძვლები

იცოდი, რომ ადამიანების ონლაინ გამოცდილების 93% ძიებითა და საძიებო სისტემით იწყება? ერთ-ერთმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ შედეგების გვერდზე ნაჩვენებ პირველივე ვებ-გვერდზე მომხმარებლის გადასვლის სიხშირე 30%-ია, ხოლო მეხუთე პოზიციაზე კი 4%. მე-9 ადგილზე არსებულ ვებ-გვერდის გახსნის შანსი კი მხოლოდ  1%-ია. შესაბამისად, ამ განლაგებას საკმაოდ დიდი მატერიალური გავლენა შეიძლება ჰქონდეს კომპანიის წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესის სექტორში დასაქმებულებს კარგად ჰქონდეთ შესწავლილი SEO და მისი მუშაობის ძირითადი პრინციპები.

დღეს არაერთი კომპანია ცდილობს, რომ საძიებო სისტემებში მაღალი პოზიციები დაიკავოს. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა SEO სპეციალისტებზე. მართალია, ამ პოზიციის დასაკავებლად ნაკლებად მოითხოვება დიპლომი, მაგრამ აუცილებელია ერთ ან რამდენიმე SEO ხელსაწყოს გამოყენების ცოდნა. საძიებო სისტემები, განსაკუთრებით კი, Google მუდმივად ვითარდება და აუმჯობესებს ტექნიკებს, რომლებიც მომხმარებლებს რელევანტური შედეგების მოძიებაში ეხმარება. შესაბამისად, SEO სპეციალისტებიც უნდა მოერგონ ცვლილებებს და აითვისონ ახალი მეთოდები და უნარები, რათა მიაღწიონ სასურველ მიზანს.

როგორც ხედავ, ეს სფერო სიურპრიზებითა და სიახლეებით სავსეა. ალბათ, გაგიჩნდა კითხვა, საიდან უნდა დაიწყო სწავლა? დღეს არაერთი ონლაინ კურსი არსებობს, რომელიც კარგი ვარიანტია SEO საფუძვლების გასაცნობად. აქვე ახალ ამბავსაც გეტყვი – ამის შესაძლებლობა უკვე Commschool-ში გექნება. SEO კურსის ფარგლებში შეისწავლი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც კომპანიას საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციებზე გამოჩენაში ეხმარება. დარგის პროფესიონალ ლექტორთან ერთად, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, შეაფასებ ვებ-გვერდის მდგომარეობას, გამოასწორებ შეცდომებს, ისწავლი მისი ავტორიტეტის ამაღლებას საძიებო სისტემაში. პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ფინალური პროექტის საშუალებით კი გაიღრმავებ ცოდნას შედეგების სწორად და ეფექტურად გაზომვისთვის.

2. ისწავლე მთავარი SEO ხელსაწყოების გამოყენება

არსებობს არაერთი SEO ხელსაწყო, რომელიც ვებ-გვერდის ანალიზში, კონტენტის შექმნასა და მის გაუმჯობესებაში გეხმარება. ასეთია, მაგალითად, Google Ads, Microsoft Advertising, ასევე სოციალური მედიის არხები, სადაც განათავსებ კონტენტს. არსებობს ისეთი პლატფორმებიც, რომლებიც გეხმარება ანალიზის გაკეთებაში: Google Analytics, Google Trends.

იმისთვის, რომ შეძლო SEO ხელსაწყოებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება, პირველ რიგში, კარგად უნდა ერკვეოდე, როგორ მუშაობს საძიებო სისტემები. ოპტიმიზაციისთვის ერთ-ერთი საჭირო კომპონენტი კონტენტის შესაბამისი საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების შემუშავებაა. ეს დაგჭირდება როგორც ბლოგის წერისას, ასევე ვებ-გვერდზე განთავსებული  პროდუქტებისთვის აღწერების დასამატებლად.

საკვანძო ტერმინების კვლევასა და კონტენტის შექმნაში სხვა ხელსაწყოების დაგეხმარება: Ahrefs, LinkioAlexaSEMRushSerpstatGoogle Keyword Planner. ზოგიერთი მათგანი აერთიანებს მრავალ განსხვავებულ მექანიზმს, რაც შესაძლებლობას გაძლევს, ერთ პლატფორმაზე იმუშაო პროდუქტის ოპტიმიზაციაზე. მაგალითად, Ahrefs-ის გამოყენებით შეძლებ რელევანტური საკვანძო სიტყვების მოძიებას, ვებ-გვერდის განლაგების შემოწმებას, კონკურენტი პლატფორმების კონტენტის გაანალიზებას და რა თქმა უნდა, SEO ოპტიმიზაციას.

SEO კურსი
გაიგე მეტი SEO-ს კურსის შესახებ

3. განივითარე და გაიუმჯობესე SEO უნარები

ციფრული ხელსაწყოების გამოყენების სწავლა არის საფუძველი, რომელზეც შემდგომ შენი, როგორც SEO სპეციალისტის კარიერა შენდება. ამ ეტაპის შემდეგ კი შენი SEO უნარების განვითარებაზე უნდა იზრუნო. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ რბილი უნარებიც, როგორებიცაა სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნება, ვერბალური კომუნიკაცია, ორგანიზება.

ამ უნარების გასავითარებლად საუკეთესო საშუალება პრაქტიკაა. შექმენი საკუთარი SEO კამპანიები, გამოცადე სხვადასხვა მეთოდები და გაიგე, რომელი მუშაობს და რომელი – არა. საუკეთესო გზა იქნება SEO-ს ტექნიკური მიმართულებით მუშაობა – ვებ-გვერდის ტექნიკური მხარის გარდაქმნა მისი პოზიციების გასაუმჯობესებლად. ეს მოიცავს indexing-ს, rendering-ს და ვებ-გვერდის არქიტექტურას. ამ კომპონენტებზე მუშაობით შესაძლებელი ხდება, რომ პლატფორმა სწრაფად და მარტივად აღმოაჩინონ და შეისწავლონ ე. წ. web crawler-ებმა.

შენი პრაქტიკული გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი გახდება, თუკი მუდმივად ახალ და განსხვავებულ მეთოდებზე იმუშავებ და დააკვირდები მათ შედეგებს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ გქონდეს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი. SEO სპეციალისტების ყოველდღიური საქმიანობა გუნდთან ერთად მუშაობას მოიცავს. ასევე, მნიშვნელოვანია წერის უნარიც, რადგან ბლოგის ან კონტენტის სხვა კომპონენტების საბოლოო ვარიანტის, სათაურებისა თუ აბსტრაქტების შექმნაში მიიღებ მონაწილეობას მათი ოპტიმიზაციის მიზნით.

4. შექმენი შენი პორტფოლიო

გარდა პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა, შენ მიერ ნამუშევარი SEO პროექტებისა და კამპანიების გამოყენება პროფესიონალური პორტფოლიოს შესაქმნელადაც შეგიძლია. ეს კომპონენტი სამსახურის ძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან კარგად წარმოაჩენს შენს ცოდნასა და უნარებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პორტფოლიოში აჩვენო არა მხოლოდ დასრულებული ვებ-გვერდი, არამედ ის პროცესი, რომელიც საბოლოო პროდუქტის მიღებამდე გაიარე. სწორედ აქ გამოჩნდება შენი ძიების, ანალიზის, დაგეგმვისა და სტრატეგიული აზროვნების უნარი.

ამის მიღწევა ორგვარად შეგიძლია. პირველი გზა არის იმის ჩვენება, თუ რა ეტაპები გაიარე საბოლოო შედეგების მისაღებად. ამისთვის შეიძლება ერთ-ერთი პროექტის მაგალითის სახით გამოყენება. აჩვენე, რა კურსები გაიარე, SEO ტექნიკები და სტრატეგიები, რომლებიც გამოიყენე, რა გამოწვევებს შეხვდი და როგორ მოაგვარე ისინი. თითოეული დეტალი მოჰყვება ამბავს შენი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესახებ.

მეორე მხრივ, პორტფოლიო შეგიძლია მონაცემებით შეავსო. სტატისტიკა ყველაზე კარგად გამოკვეთს იმ შედეგებს, რომლებსაც პროექტის განხორციელების შემდეგ მიაღწიე. გამოიყენე არსებითი მნიშვნელობის მონაცემები, რომლებიც ნათლად უჩვენებს SEO პროექტის წარმატებას: ვებ-გვერდის ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, საძიებო გვერდზე პოზიციის ამაღლება და სხვა გაზომვადი შედეგები. ეს რიცხვები წარმოადგინე ლამაზი სურათებით, გრაფიკებითა და ცხრილებით.

5. იმუშავე საკუთარი ვებ-გვერდის ოპტიმიზაციაზე

იმისთვის, რომ საუკეთესოდ წარადგინო შენი, როგორც SEO სპეციალისტის, უნარები, აქტიურად იმუშავე საკუთარი ვებ-გვერდის ოპტიმიზაციაზე. ეს დაგეხმარება პოტენციური დამსაქმებლების მოძიებაში. მნიშვნელოვანია ამ სფეროში დასაქმებულ სხვა ადამიანებთან კავშირიც, ასევე, სხვა პლატფორმების კონტენტზე მუშაობა. ეს შეგიძლია გამოიყენო შენი აუდიტორიის გაზრდასა და ვებ-გვერდის პოპულარიზაციაში დიდ როლს ითამაშებს. გარდა ამისა, გაზრდი შენს სოციალურ კავშირებს, რაც ახალი შესაძლებლობებისკენ გაგიხსნის გზას.

როგორც უკვე გითხარი, Commschool-ში უკვე შეგიძლია ისწავლო SEO და მიღებული ცოდნა და გამოცდილება ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენო. კურსი პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული, რაც სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოსა და ფინალურ პროექტს მოიცავს, რაც შემდგომში მრავალფეროვანი პორტფოლიოს შექმნაში დაგეხმარება. გარდა ამისა, აქ კარიერულ მხარდაჭერასაც მიიღებ და წვდომა გექნება ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებზე. ასე რომ, შენი გზა წარმატებულ SEO სპეციალისტობამდე სწორედ Commschool-ში შეგიძლია დაიწყო.

დაინტერესდი SEO სპეციალისტის პროფესიით? მაშინ, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება