React, N1 Front-end ტექნოლოგია Github-ის გამოკითხვის მიხედვით

blog-detail-img

თუ ვებ-დეველოპმენტი გაინტერესებს და ამ მხრივ განვითარება გინდა, React ერთ-ერთი საუკეთესო რამეა, რისი შესწავლაც შეგიძლია.

თანამედროვე Front-end-ის გამოწვევების მოსაგვარებლად უკვე ბევრი ინსტრუმენტი არსებობს; React მათ შორის ერთ-ერთია. ის Facebook-ის შექმნილი ინსტრუმენტია და ბევრი უპირატესობა აქვს: ვებ-გვერდი თუ აპლიკაცია, ჩვეულებრივ, სტრუქტურულ ნაწილებად არის დაყოფილი, React კი JavaScript ბიბლიოთეკაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, სამომხმარებლო ინტერფეისი ააწყო.

მსგავს ინსტრუმენტებს შორის React ყველაზე პოპულარულია: Github-ის გამოკითხვის მიხედვით ის JavaScript დეველოპერებს შორის ყველაზე მოთხოვნადია. ამის მიზეზი კი მისი სიმარტივე და ეფექტურობაა, როგორც მოხმარების, ისე შესწავლის კუთხით. ამდენად, Commschool-ში უკვე შეგიძლია ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Front-end ტექნოლოგიის შესწავლა. 

გარდა იმისა, რომ React დეველოპერის პროფესია ძალიან მოთხოვნადი ხდება, საქართველოში მისი საშუალო ანაზღაურება 2500 ლარია, რაც პროფესიას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. რაც მთავარია, Commschool-ის კურსის ფარგლებში მისი შესწავლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც  HTML, CSS და Javascript -ის საბაზისო ცოდნა და ინგლისურად ტექნიკური თეორიული მასალის წაკითხვა-გააზრების უნარი აქვს.

React

კურსი თეორიული მასალისა და პრაქტიკული დავალებების კომბინაციაა. მისი გავლის შემდეგ მრავალი ახალი უნარი და ცოდნა გექნება – დაწყებული React-ის ეფექტური გამოყენებით, დამთავრებული – აპლიკაციების შექმნა-განთავსებით. ამასთან, გაერკვევი front-end-ის თანამედროვე მოწყობაში, შეგეძლება JavaScript-ის ენის თავისებურებების სწორად გამოყენება და მზად იქნები, React Developer-ების ბაზარს შეუერთდე.

კურსს გიორგი კაპანაძე წაიყვანს, რომელსაც Software Developer-ის პოზიციაზე 4 წლიანი  გამოცდილება აქვს და ნამუშევარი აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ტიპის პროდუქტების შესაქმნელად: დაჯავშნის სისტემები,  საფონდო ბირჟის ანალიზის ხელსაწყოები, მარშრუტის დამგეგმავი აპლიკაციები თუ საბანკო/ფინანსურ სერვისები. Ამჟამად გიორგი Omedia -ში React Chapter Lead-ის პოზიციას იკავებს და კურსის განმავლობაში სტუდენტებს თავის გამოცდილებას მაქსიმალურად გაუზიარებს.

Commschool-ის React-ის კურსზე სტუდენტების მიღება უკვე დაწყებულია, ჯგუფში ადგილები კი ლიმიტირებული. შემოგვიერთდი 


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი 

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება