რა არის IT ბიზნეს ანალიტიკა?

blog-detail-img

ბიზნეს ანალიტიკა არის კვლევითი საქმიანობა, რომელიც მონაცემების გამოყენებით ბიზნეს ოპერაციებს აანალიზებს სამ ასპექტში. ესენია: კომპანიის არსებული საჭიროებები, პრობლემები, რომლებსაც ბაზარზე აწყდებიან და შესაძლებლობები, რომლებიც მათ წინაშეა. ბიზნეს ანალიტიკოსს ამ მიმართულებების განვითარება სხვადასხვა მეთოდისა და მიდგომების გამოყენებით შეუძლია. ამასთან ერთად, იგი მონაწილეობს კომპანიის სტრატეგიის შემუშავებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (მაგალითად, სად და როდის განახორციელონ ინვესტიცია).

თუკი გსურს, უფრო ახლოს გაეცნო ამ სფეროს და გაიგო, რას მოიცავს ბიზნეს ანალიტიკოსის ყოველდღიური საქმიანობა, ეს ბლოგი შენთვისაა. პასუხებს შენთვის საინტერესო კითხვებზე სწორედ აქ იპოვი

რატომ არის ბიზნეს ანალიტიკა მნიშვნელოვანი?

ბიზნეს ანალიტიკას გადამწყვეტ როლი ენიჭება ბიზნესის წარმატებაში. იგი ეხმარება კომპანიებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, უფრო ეფექტურად მუშაობასა და შედეგად, მეტი შემოსავლის მიღებაში. ბიზნეს ანალიტიკოსი ჩართულია ისეთ პროცესებში, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნეს მოთხოვნების განსაზღვრა, ახალი ბაზრის ათვისება და მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ამიტომ ეს მიმართულება ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს.

ყოველდღიურად ბიზნეს ანალიტიკოსი ორი მთავარი მიმართულებით მუშაობს. პირველი მოვალეობა დაინტერესებული მხარეებისთვის კომპანიისა და მისი მიზნების უკეთ გაცნობაა. ხოლო, მეორე მხრივ, იგი გასცემს რეკომენდაციებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ამა თუ იმ პროცესში იქმნება. ანალიტიკოს მონაცემების გამოყენებით ორგანიზაციას აძლევს რჩევებს, რაც მათ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შედეგების მაქსიმიზაციაში ეხმარება.

რაში ეხმარება კომპანიას ბიზნეს ანალიტიკა?

გაუმჯობესებული ოპერაციები, უკეთესი ორგანიზაციული კულტურა, თანამშრომლების გაზრდილი პროდუქტიულობა და კმაყოფილება, უფრო მაღალი შემოსავალი – ამ სასარგებლო შედეგების ბიზნეს ანალიტიკა განაპირობებს. სწორედ ამიტომ დღეს უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ბიზნეს ანალიტიკოსებზე, რათა კომპანიებმა მათი მეშვეობით მნიშვნელოვანი საკითხების სწორად და ეფექტურად გადაწყვეტა შეძლონ.

სფეროს ერთ-ერთი მიმართულება IT ბიზნეს ანალიტიკაა, რომელზე მოთხოვნაც ასევე მზარდია. დღეს კომპანიები ცდილობენ, ტექნოლოგიური სამყაროს გამოწვევებს მოერგონ და შექმნან ციფრული პროდუქტი, რა პროცესშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს IT ბიზნეს ანალიტიკოსი. იგი განსაზღვრავს და აღწერს ბიზნეს მოთხოვნებს – როგორ უნდა იფუნქციონიროს სისტემამ ან/და პროდუქტმა. ის აანალიზებს პროდუქტის დღევანდელ მდგომარეობას, განსაზღვრავს მის მომავალ განვითარებას, თითოეულ ბიზნეს მოთხოვნას თარგმნის ტექნიკური გუნდისთვის და აკონტროლებს მათ სრულ შესრულებამდე.

ბიზნეს ანალიტიკის მიდგომები და მეთოდები

ამ სფეროში მრავალი განსხვავებული სისტემა, ხერხი და მიდგომა გამოიყენება. აქ გაგაცნობ ბიზნეს ანალიტიკის განხორციელების 7 ყველაზე ცნობილ გზას.

1. The Five Whys – ეს ტექნიკა გამოიყენება იმისთვის, რომ უკეთ გამოიკვლიო და გაიგო შენ წინაშე არსებული ამოცანის არსი. სწორი კითხვების დასმა პრობლემის წარმატებით გადალახვაში დაგეხმარება.

ra aris biznes analitika

2. Six Thinking Hats – ეს მეთოდი გიბიძგებს, შეხედო ყველაფერს განსხვავებული პერსპექტივებიდან – მოირგო სხვადასხვა ფერის “ქუდი”:

  • თეთრი/ფაქტები – არსებული და საჭირო მონაცემების ობიექტური შემოწმება/გაანალიზება;
  • წითელი/ემოცია – შენს ინტუიციაში ეჭვის შეტანა;
  • ყვითელი/ლოგიკური პოზიტივი – სიტუაციის შესწავლა ოპტიმისტურად, პროექტის შესაძლებლობებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
  • მწვანე/კრეატიულობა – ღიაობა ახალი იდეებისადმი;
  • ცისფერი/დაგეგმარება – ორგანიზაციული და ადმინისტრაციული პერსპექტივების გათვალისწინებით მოქმედების გეგმის შემუშავება, რამაც სასურველ შედეგამდე უნდა მიგიყვანოს;
  • შავი/ლოგიკური ნეგატივი – გეგმაში ნაკლისა და იმ პუნქტების აღმოჩენა, რომლებიც შეიძლება წარუმატებლად განხორციელდეს, რათა თავიდან აიცილო ეს შემთხვევები.
 
ეს ქუდები იმართება სამეფო ქუდით, რომელიც მაღალი დონის დაინტერესებული მხარის პერსპექტივას გამოხატავს. სწორედ მას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ra aris biznes analitika?

3. CATWOE – მეორე მეთოდის მსგავსი ხერხია, რომელიც სიტუაციის ასევე განსხვავებული პერსპექტივებიდან გაანალიზებს გთავაზობს. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ეს მიდგომა მიემართება ბიზნესის სხვადასხვა ორგანიზაციულ და ფუნქციურ ნაწილს. CATWOE არის აკრონიმი – მომხმარებლები (Customers), აქტორები (Actors), ტრანსფორმაციული პროცესი (Transformation process), მსოფლმხედველობა (Worldview), საკუთრება (Ownership) და გარემო (Environment).

თითოეული მათგანი განსხვავებულ საკითხებს ეხება და სვამს კითხვებს. მაგალითად, მომხმარებლების შემთხვევაში – ვინ არიან ისინი და რა სურთ მათ? რა შედეგებს მოუტანთ მათ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება? CATWOE გიბიძგებს გადაწყვეტილების პრაქტიკული, სამართლებრივი, ეთიკური თუ ფინანსური პერსპექტივებით განჭვრეტისა და გათვალისწინებისკენ.

4. MoSCoW – ანუ “Must or Should; Could or Would”. ეს ხერხი გამოიყენება ყველა დაინტერესებული მხარის შეთანხმებას ერთ გეგმაზე. იგი უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული წევრი იზიარებს მსგავს ღირებულებებსა და პრიორიტეტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანის კომპრომისზე წასვლა ხდება საჭირო სასურველი შედეგების მისაღებად. MoSCoW გეხმარება იმ სიტუაციების მართვაში, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება ერთ კომპანიისთვის სასარგებლო, ხოლო მეორისთვის დამაზიანებელია. ამ დროს აუცილებელია მათ შორის სწორი კომუნიკაციის წარმართვა და მიზეზების განმარტება მათთვის, ვისზეც შექმნილი სიტუაცია იმოქმედებს.

5. MOST – მოიცავს მისიას (Mission), მიზნებს (Objectives), სტრატეგიებსა (Strategies) და ტაქტიკებს (Tactics). ეს ტექნიკა გამოიყენება კომპანიის მისიისა და გეგმების შექმნასა და განვითარებაში.

  • მისია: რა არის ამ ბიზნესის/გეგმის არსი?
  • მიზნები: რა არის ის მიზნები, რომლებიც ამ მისიას ქმნის?
  • სტრატეგიები: როგორ აპირებ დასახული მიზნების მიღწევას? რა კამპანიები და პროექტები მიგაახლოებს მათთან?
  • ტაქტიკები: რა ეტაპების გავლაა საჭირო კამპანიის განსახორციელებლად?
 
ეს მეთოდი გეხმარება, გაწერო დეტალური, რეალისტური გეგმა სასურველი შედეგების მისაღწევად.

6. SWOT/PESTLE – ეს მეთოდი ეხმარება ბიზნეს ანალიტიკოს, გამოავლინოს რაც შეიძლება ბევრი ფაქტორი, რომლებსაც გავლენა ექნებათ მოცემულ სიტუაციაზე. SWOT არის შემოკლებული სიძლიერის (Strengths), სისუსტის (Weaknesses), შესაძლებლობებისა (Opportunities) და საფრთხეების (Threats). იგი ფოკუსირდება ორგანიზაციის ხარისხზე და გარეგან ფაქტორებზე, რომლებსაც მასზე აქვთ ზეგავლენა.

რაც შეეხება PESTLE სტრატეგიას, იგი მნიშვნელობას ანიჭებს უშუალოდ გარეგან ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციოლოგიური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, გარემოს დაცვითი. რომელ მათგანს მიიღებენ მხედველობაში, ეს უკვე კონკრეტულ ბიზნესსა და სფეროზეა დამოკიდებული.

რა ეტაპებისგან შედგება ბიზნეს ანალიტიკა?

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? იგი განსხვავდება სფეროს მიხედვით, თუმცა არის გარკვეული ეტაპები, რომლებსაც თითოეული ბიზნეს ანალიტიკოსი გადის პროექტზე მუშაობის დროს.

მოთხოვნების განსაზღვრა – თავდაპირველად უნდა განსაზღვრო მიზნები და მოლოდინები. ეს მოითხოვს კვლევას, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან გასაუბრებას, რომლებიც შესაძლოა მკაფიოდ ვერ აყალიბებენ მათ საჭიროებებს. ბიზნეს ანალიტიკოსი აგროვებს ამ ინფორმაციას და აკეთებს შესაბამის ანალიზს. შემდგომ შეიმუშავებს გარკვეულ მექანიზმს, რომელიც დაეხმარება პროექტის პროგრესის შეფასებაში.

მოთხოვნების ანალიზი – ინფორმაციის შეგროვების შემდეგ იგი უნდა გადაამუშაონ და გააანალიზონ. ამ ეტაპზე განიხილავენ ყოველ ნაბიჯსა და მეთოდს, სანამ საბოლოო გეგმა ჩამოყალიბდება.

სტრატეგიის ანალიზი – რა არის პრობლემა, რა არის შემოთავაზებული გადაჭრის გზა, რამდენად არის ეს საუკეთესო გზა? ამ ეტაპზე აანალიზებენ, რამდენად სწორი სტრატეგიაა შემუშავებული ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად.

გადაწყვეტილების შეფასება და დამტკიცება – იმ გეგმის არჩევა, რომელსაც კომპანია მის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად გამოიყენებს. შერჩევის კრიტერიუმები მოიცავს რისკებს, ფულად ვალდებულებებს, დამოკიდებულებებსა და სხვა ფაქტორებს, რომლებიც ბიზნესის მოქმედებას ზღუდავს.

დაგეგმარება და მონიტორინგი – გეგმის ზუსტად გაწერა: ტექნიკებისა და ამოცანების განსაზღვრა, გუნდის წევრებს შორის როლების განაწილება და ხელმძღვანელის არჩევა. ასევე, შესრულებული საქმის მონიტორინგისა და კოორდინაციის მეთოდის დადგენა.

მართვა და კომუნიკაცია – გუნდის წევრებისთვის პროექტის გაცნობა. ამ ეტაპზე განისაზღვრება, როგორ მიაწოდონ ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე პროცესების შესახებ.

ბიზნეს ანალიტიკა - ტექნიკები

ამჯერად, გაგაცნობ რა ტექნიკებს, კონცეპტუალურ მოდელებს, ხელსაწყოებსა და სისტემებს იყენებენ ბიზნეს ანალიტიკოსები მათ საქმიანობაში.

აქტივობის დიაგრამები – აჩვენებს, რა საფეხურები უნდა გაიარო მოცემულ სისტემაში. იგი გამოსადეგია კომპანიის პროტოკოლის შემუშავების დროს – იმის განსაზღვრაში, თუ ვინ უნდა იმოქმედოს კონკრეტულ სიტუაციაში. ასევე, ეს ტექნიკა ეხმარება ბიზნეს ანალიტიკოსს იმ პატარა პროცესების ინდივიდუალური საფეხურების გაანალიზებაში, რომელთა გაუმჯობესებასაც ცდილობენ. მაგალითად, რა ეტაპების გავლა უწევს მომხმარებელს ვერიფიკაციის გასავლელად.

Entity-relationship დიაგრამები – გამოიყენება, როცა სისტემა შედგება მრავალი დეპარტამენტის, ადამიანის, ობიექტისა და სხვა რამისგან, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს გუნდის წევრები ან ერთ შენობაში არსებული განყოფილებები, ასევე აბსტრაქტული ცნებებიც – ტექნიკური ტერმინები თუ სხვადასხვა ბიზნესის საჭიროებები, რომლებსაც ერთმანეთზე აქვთ გავლენა.

გონებრივი რუკები – გეხმარება სხვადასხვა იდეისა და მიზნების ვიზუალურ კატეგორიზაციაში. განსაკუთრებით გამოსადეგი კი საწყის ეტაპზეა, როცა პროექტი ბოლომდე კარგად ჩამოყალიბებული არ გაქვს. ეს ტექნიკა კი ორგანიზებასა და სტრუქტურირებაში გამოგადგება.

ორგანიზაციული სქემა – კომპანიის იერარქიული სისტემის გამოსახვა. გიჩვენებს, ვის ექვემდებარება ესა თუ ის ინდივიდი, გუნდი თუ დეპარტემენტი და რა ანგარიშვალდებულებები აქვთ მათ ერთმანეთთან.

პროცესის მიმდინარეობის დიაგრამები – გიჩვენებს იმ ეტაპებს, რომლებიც თანმიმდევრულად უნდა შეასრულო დასახული მიზნის მისაღწევად. გეხმარება პროცესში ჩართულ ადამიანებთან ეფექტურ კომუნიკაციაში, რათა დარწმუნდე, რომ გარკვეული აქტივობა სწორად სრულდება. ასევე, აკონტროლებ როგორ მიმდინარეობს პროექტი და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება.

პროდუქტის საგზაო რუკა – წინა დიაგრამის მსგავსად, აჩვენებს პროექტის ეტაპებს. თუმცა, ამავდროულად, მომავლის აქტივობებსაც განსაზღვრავს (როგორ განვითარდება მიღებული პროდუქტი).

ამგვარად, ბიზნეს ანალიტიკა ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის წარმატებაში. ეს პროფესია მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსეა. თუ ამ მიმართულებამ დაგაინტერესა და ციფრული პროდუქტების შექმნისა და მართვის პროცესის უფრო ახლოს გაცნობა გსურს, აუცილებლად გაეცანი IT ბიზნეს ანალიტიკის კურსს. აქ მიიღებ იმ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც წარმატებული ბიზნეს ანალიტიკოსის კარიერის შექმნაში დაგეხმარება. ასე რომ, შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება