ქეთევან ხუხიას ფინალური პროექტი - Angular-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

Angular-ის 10 კვირიანი პროგრამის ბოლოს სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რომელიც კურსის განმავლობაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში ეხმარებათ. ისინი Typescript პროგრამირების ენისა და Angular ტექნოლოგიის გამოყენებით ვებ-აპლიკაციას დამოუკიდებლად აწყობენ  და სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებენ.

ქეთი ხუხია Angular-ის კურსდამთავრებულია, რომლისთვისაც პროგრამაზე მიღებული ცოდნა/გამოცდილება კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:




“ჯერჯერობით ახლანდელ სამსახურში ვაპირებ Angular-ის შესახებ მიღებული ცოდნის გამოყენებასა და გაღრმავებას”

ამ ბლოგში ქეთის ფინალურ ნაშრომს გიჩვენებთ, თუმცა რადგანაც კარიერა ვახსენეთ, აქვე, რამდენიმე სიტყვით, შენთვის საინტერესო ინფორმაციასაც მოგაწვდით.

Commschool-ის Alumni Club-ის შესახებ, შესაძლოა, უკვე გსმენია კიდეც. მისი პრივილეგია კურსდამთავრებულებისთვის Commschool-ის პარტნიორების ექსკლუზიური ვაკანიებზე წვდომას გულისხმობს. ჩვენს პარტნიორებს შორის კი არიან Space, Adjara Sport, Sweeft Digital, Omedia, ლიბერთი ბანკი და სხვა არიან. რაც მთავარია, იმისათვის, რომ კლუბისგან შემოთავაზებები მიიღო საკმარისია, Commschool-ის ნებისმიერი კურსი, მათ შორის – Angular, წარმატებით დაამთავრო. აქვე, გადახედე კოტე კირკიტაძის ბლოგს, რომელშიც იგი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება Angular-ის პროგრამიდან Omedia-ში განვლილ გზაზე.

"ამ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და მისმა შექმნამ დიდი გამოცდილება მომცა. ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან ვისწავლე, რადგან აქამდე Angular-თან შეხება არ მქონია"


ქეთის ფინალური დავალება სრულიად დამოუკიდებლად, Angular ტექნოლოგიის გამოყენებით ფილმების, წიგნების ან მუსიკის კატალოგის შექმნას გულისხმობდა: 

“Angular-ის კურსის გავლის შემდეგ შევქმენი ფილმების კატალოგის ორენოვანი აპლიკაცია, სადაც შეგიძლია, გაიარო რეგისტრაცია/ავტორიზაცია, მოიძიო ფილმი და შექმნა ფილმების საკუთარი კატალოგი. ასევე, შეგიძლია, თითოეული ფილმი შეაფასო და მიაწერო კომენტარი.”

თუმცა, ვიდრე ფინალურ დავალებას შეასრულებდა, კურსის განმავლობაში ქეთიმ საკმაო გამოცდილება დააგროვა:

"კურსი დატვირთული იყო უამრავი მასალით და ვფიქრობ, ამომწურავი პასუხები მივიღეთ ყველა საკითხზე. რაც მთავარია თეორიული მასალა პრაქტიკული დავალებებითაც იყო გამყარებული"

ქეთის შეფასებით, კურსის მიმდინარეობისას ლექტორისა და სკოლის ადმინისტრაციის ძალისხმევა გამორჩეულად იგრძნობოდა. ამ ყველაფის გათვალისწინებით კი ქეთი Commschool-ის მომავალ სტუდენტებს Angular-ის კურსს ურჩევს:

“ლექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას დებდა, რომ ჩვენთვის ამომწურავი ინფორმაცია მოეწოდებინა ყველა თემასთან დაკავშირებით.

სკოლის კოორდინატორი ძალიან ყურადღებიანი იყო და კურსის განმავლობაში აკონტროლებდა, რამდენად კმაყოფილი ვიყავით, ეს კი უფრო კომფორტულად მაგრძნობინებდა თავს. ამდენად, სხვებს აუცილებლად ვურჩევდი Commschool-ის Angular-ის კურსის გავლას.”  

თუ შენც გაინტერესებს Angular და HTML/CSS/JavaScript-ში გამოცდილება გაქვს, მაშინ მოკლედ გეტყვი რა ცოდნას მიიღებ კურსზე. 20 სამსაათიანი ლექციისა და 10 კვირის განმავლობაში შენ ისწავლი და გამოიყენებ Angular-ის ყველა ძირითად კონცეფციასა თუ არსებულ best practice-ებს. TypeScript-საც სიღრმისეულად გაეცნობი:

კურსის ბოლოს TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად შეძლებ მუშაობას და მისი გამოყენება Angular-ის მიღმაც, ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიაში შეგეძლება. თანამედროვე JavaScript-საც შეეხები და სიღრმისეულად გაარჩევ რეაქტიულ პარადიგმასაც(RxJS). საერთო ჯამში, 
კურსის ბოლოს Angular-ის გამოყენებით single-page ვებ-აპლიკაციებს დამოუკიდებლად ააწყობ და Angular-ში დამოუკიდებლად განვითარების უნარებიც გექნება. 

თუ პროგრამისთვის საჭირო საბაზისო ცოდნას (HTML, CSS, JavaScript) ჯერაც არ გაქვს, შეგიძლია Intro to Front-end Development-ის კურსს გადაავლო თვალი, Front-End Development-ის შესწავლას სრულიად 0-დან დაიწყებ.

საბოლოოდ, თუ ვებ-დეველოპმენტში გამოცდილება გაქვს თან Angular-ის მიმართულებით დაინტერესდი და კარიერული განვითარებაც გინდა, მაშინ გეტყვით, რომ Angular-ის კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება