"პროექტზე მუშაობამ ის უნარები გამომიმუშავა, რაც ძალიან დამეხმარება ჩემს კარიერულ წინსვლაში" - ანნა ცხადაძე

blog-detail-img

Commschool-ის ნებისმიერი კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ფინალურ პროექტს აწყობენ, რაც მიზნად ისახავს უკვე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებასა და შეკვრას. ანნა ცხადაძე Introduction to Front-End Development-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც სწავლა 0-დან დაიწყო და ინდივიდუალური ფინალური პროექტის ფარგლებში აპლიკაცია დამოუკიდებლად ააწყო HTML, CSS, JavaScript-ის გამოყენებით.

ვიდრე ანნა Intro to Front-end Development-ის 24 პრაქტიკით დატვირთულ ლექციას გაივლიდა, მისთვისაც ფინალური პროექტის აწყობის იდეა წარმოუდგენელი ჩანდა. თუმცა, 12 ინტენსიური კვირის შემდეგი მისი შედეგები და მოლოდინები სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა: 

„მახსოვს, კურსის დასაწყისში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ფინალური პროექტის აწყობა. მუშაობის პროცესში არაერთ წინაღობას შევხვედრილვარ. თუმცა მალევე მივხდვი, რომ იმ ცოდნით, რასაც კურსის განმავლობაში ვიღებდით, და ჩემი მონდომებით ეს შეუძლებელი სულაც არ იყო.”

დამწყებებისთვის ახალი ტექნოლოგიის შესწავლა შეიძლება გამოწვევებით სავსე იყოს, ახალ სფეროში ფეხის შედგმა თავიდან რთული ჩანდეს, რამაც მოტივაცია შედარებით დაუკარგოთ. Commschool-ში ნებისმიერი ტექნოლოგიური მიმართულებით პროგრამებზე მოქმედებს შემდეგი პირობა – N1 კურსდამთავრებულს კურსის გადასახადი სრულად უბრუნდება. ეს კი გულისხმობს, რომ თუკი სწავლის პროცესში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენ, შეძლებ სასურველი მიმართულებით მიიღო ცოდნა, გამოცდილება, კარიერული განვითარების შესაძლებლობა და ამავდროულად დაიბრუნო სწავლის გადასახადიც.

ანნა აღნიშნავს, ვისთვისაც ვებ-დეველოპმენტი სრულიად ახალი გამოცდილებაა, პრობლემურია სწორი მიმართულების მოძებნა. ამისთვის უმნიშვნელოვანეა მოხვდე სწორ გარემოში, სწორ ადამიანებთან, შესაბამისი გამოცდილებით.

„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევდი ამ კურსს, ვინც დამწყებია ამ სფეროში, რადგან Commschool-ში დახვდებათ ხარისხიანი სწავლა, ვინაიდან, მიიღებენ სწორ მიმართულებას გამოცდილი ლექტორისგან.“

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ძალისხმევა, რასაც ფინალური პროექტის ასაწყობად სტუდენტები გაიღებენ, დროისა და რესურსების ჩადებად ღირს. ფინალური პროექტი, არა მხოლოდ ეხმარებათ კურსზე მიღებული ცოდნა ერთ სტრუქტურირებულ აპლიკაციად ააწყონ, არამედ კომპლექსურობის გამო, მისი პორტფოლიოში ჩაწერაც შეუძლიათ – ლექტორისგან მიღებული უკუკავშირი პროექტის დახვეწაში დაეხმარებათ, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს პოტენციურ დამსაქმებლებს გამართული აპლიკაცია აჩვენონ. 

„პროექტზე მუშაობის პროცესმა ბევრი სასარგებლო თვისება გამომიმუშავა: საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობა, რაც ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება ჩემს კარიერულ წინსვლასა და სამომავლო განვითარებაში. შრომა და ყოველდღიური სწავლა ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია.“

საბოლოოდ ჯამში, ანნა ფიქრობს, რომ განვითარებისთვის სწორ გარემოში მოხვდა:

„Commschool არის ჩემთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის ადგილი; მეგობრული და მზრუნველი გარემოს ერთიანობა.”

ამას გარდა კითხვა, რაც შესაძლოა დაიბადოს, ალბათ ისევ კურსის დასასრულს უკავშირდება  –  რის გაკეთებას შეძლებ იმ ცოდნით, გამოცდილებითა და პორფოლიოთი, რაც კურსის განმავლობაში შეიძინე?

პირველი, რაც ფინიშის ხაზთან დაგხვდება, არის ის რომ ავტომატურად Alumni Club-ში ჩაირიცხები ყველა სხვა კურსდამთავრებულთან ერთად.  Alumni Club-ის ფარგლებში კარიერული კუთხით მხარდაჭერას იღებ – მიიღებ რჩევებს, კონსულტაციებს და ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს სხვადასხვა პარტნიორი კომპანიიდან. 

თუ კი  შენც ოდესმე მაინც გიფიქრია, რომ ვებ-აპლიკაციის აწყობა თავადაც გინდა, გაინტერესებს ვებ-დეველოპმენტის სფერო, მაშინ უშუალოდ კურსზე მეტ დეტალს გეტყვი.

კურსი დამწყებებს უამრავ სრულიად ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. მისი გავლის შემდეგ შეგეძლება:

კურსის დასასრულისთვის, საკმარისი ცოდნა და უნარი იმისთვის, რომ თუკი სამომავლოდ ამ კუთხით განვითარებას გადაწყვეტ, თამამად აირჩიო სასურველი ფრეიმვორკი და მისი მიმართულებით იმუშავო
ვგულისხმობ, თუნდაც ისეთ მოთხოვნად ფრეიმვორკებს, როგორიცაა React ან/და Angular.

თუ კი React-სა და Angular-ზე პირველად გესმის, არ დაგზარდები, მათზეც ორიოდე სიტყვა გითხრა:

Angular – ეს არის Google-ს მიერ 2016 წელს შექმნილი პლატფორმა, რომელიც TypeScript-Based Responsive Single-Page აპლიკაციების (SPA) აწყობის საშუალებას იძლევა. მას იყენებენ ისეთი გლობალური კომპანიები, როგორიცაა Gmail, Forbes, Upwork, PayPal და სხვა. 

რაც შეეხება React-ს. ის Facebook ის მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად და მოქნილად შევქმნათ მასშტაბირებადი სამომხარებლო ინტერფეისები. მას იყენებენ ისეთი კომპანიები როგორიცაა თავად Facebook, ასევე Netflix, Twitter, Airbnb, Uber  და სხვა.

ორივე ტექნოლოგია ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი და მზარდია, საშუალო ანაზღაურება კი 4000-6000 ლარის ფარგლებში მერყეობს საქართველოში. შესაბამისად მნიშვნელოვანია მყარი ბაზისი მიიღო HTML, CSS და JavaScript-ში პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებით, რათა შემდგომი კარიერული თუ პროფესიული განვითარება და ახალი ტექნოლოგიების შესწავლა თავისუფლად, დამოუკიდებლად შეძლო – ამისთვის საჭირო Hard / Soft უნარებს კი Introduction to Front-End Development-ის კურსზე გამოიმუშავებ.

ასე, რომ თუ კი შენც გადაწყვეტ ჩვენს გუნდს შემოუერთდე და თავადაც შეისწავლო ვებ დეველოპმენტის საწყისები (ან სულაც, კურსის N1 კურსდამთავრებული გახდე), ბმულს დაგიტოვებ.

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება