Introduction to Programming - ლაშა შარვაშიძის კარიერული განვითარება

blog-detail-img

დირექტორს არ სჯეროდა, რომ 3 თვეში ისე შევძელი პროგრამირების სწავლა, რომ ასე კარგად დამეწერა API

თუ პროგრამირებით დაინტერესდი, გსურს საბაზისო ცოდნიდან დიდ კომპანიებში მუშაობამდე გზა გაიკვალო, მაგრამ მოტივაცია გჭირდება, რომ შენი მიზნები რეალობად აქციო, მაშინ სწორ ადგილას ხარ, რადგან ამ ბლოგში მინდა, Introduction to Programming-ის კურსდამთავრებული, ლაშა შარვაშიძე გაგაცნო, რომელმაც კურსის დასრულებიდან 1 თვეში შეძლო დასაქმებულიყო 

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დიდი და მრავლისმომცველი საკითხია, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ასერვერო მხარის პროგრამირებაა, რომელსაც Back-End დეველოპმენტს ვუწოდებთ. ჩვენი კურსი ამ პროგრამულ მოგზაურობაში საუკეთესო გზამკვლევი იქნება შენთვის, რადგან Commschool-ში შეძლებ 0-დან შეისწავლო დეველოპერობისთვის საჭირო უნარები და დააგროვო კარიერული გამოცდილება.

ლაშას გზა საკმაოდ საინტერესოა, რადგან სანამ პროგრამირების სწავლას გადაწყვეტდა მანამდე ფეხბურთელი იყო. შემდეგ კი გადაწყვიტა პროფესია შეეცვალა პროგრამირება ესწავლა. ლაშა მანამდე საკუთარი ძალებით ცდილობდა რაღაცების სწავლას, შემდეგ კი commschool-ის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო, Introduction to Programming-ის კურსის სილაბუსს გაეცნო და კურსის გავლა გადაწყვიტა. 

პროგრამირების რამოდენიმე ენასთან შეხება კურსამდე მქონდა, რამაც გამიადვილა c#-ის საფუძვლების შესწავლა. სხვა პროგრამულ ენაზე მქონდა კურსამდე მარტივი საიტის "ბექი" დაწერილი, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ გაცილებით უკეთ შემიძლია სუფთა კოდის წერა, მონაცემების უსაფრთხოების გაზრდა და ა.შ


ლაშა სალექციო პროცესსაც იხსენებს და გვიზიარებს, რომ მისთვის ლექციები ძალიან საინტერესო იყო, რაც ლექტორის დამსახურებაა, რადგან დაუზარელად შეეძლო აეხსნა და გაემეორებინა ერთიდაიგივე, თუ რომელიმე სტუდენტისთვის გაუგებარი იქნებოდა კონკრეტული საკითხი. 

ლაშა იმასაც აღნიშნავს, რომ კურსი პრაქტიკული დავალებებით იყო გაჯერებული, რომლებიც 100%-ით შეესაბამებოდა ლექციაზე გავლილ მასალას. მისი თქმით, ასეთ დავალებებზე მუშაობა ლაშას ფინალური პროექტის შესრულებაშიც დაეხმარა.

ფინალური პროექტის ფარგლებში ვიმუშავე "Loan API"-ზე, რომელზეც გვქონდა გარკვეული მონახაზი, რაც აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა და შეგვეტანა პროექტში გავლილ მასალაზე დაყრდნობით. ასევე გვქონდა თავისუფლება და იმის საშუალება, რომ ჩვენი ფანტაზიით კიდევ დაგვემატებინა სხვადასხვა თვისებები API-სთვის.


ლაშა იმასაც აღნიშნავს, რომ კურსის განმავლობაში მისთვის სასიამოვნო იყო Commschool-ის ადმინისტრაციის ყურადღება, რადგან ისინი თითოეული სტუდენტის სწავლის პროცესით ინტერესდებოდნენ. 

ვინც დაინტერესებულია პროგრამირებით ვურჩევ გაიაროს Commschol-ის "Introduction to Programming", რადგან არის სასწაული ლეკტორი და სასწაული ადმინისტრაცია

ასე რომ, თუ შენც გინდა, რომ ისწავლო პროგრამირება 0-დან და გინდა გადადგა პირველი ნაბიჯი, შემოგვიერთდი! 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება