ვინ არის Intro to Front-End Development-ის N1 კურსდამთავრებული, რომელსაც სწავლის გადასახადი სრულად დაუბრუნდა?

blog-detail-img

თუ ჩვენი ტექნოლოგიური მიმართულებით კურსის აღწერაში გადახვალ, პირველი, რასაც შეხვდები, იქნება:

კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა: N1 კურსდამთავრებულს სწავლის გადასახადი სრულად დაუბრუნდება!

ამაზე მეტსაც გეტყვი: მოტივაციად შეგიძლია გაიხადო. იფიქრე, შეძლო მიაღწიო იმდენს, რომ სასურველი მიმართულებით მიიღო ცოდნა, გამოცდილება და კარიერული განვითარების შესაძლებლობა. 

პირობა კი მარტივია –
სწავლის პროცესში საკუთარი მაქსიმუმი გამოავლინე. მაგალითად, რისტინა ჩიტაია Introduction to Front-End Development-ის N1 კურსდამთავრებული გახდა და ის თანხა, რაც კურსის გავლისთვის გადაიხადა სრულად უკან დაუბრუნდა.

თუ ტექნოლოგიური მიმართულება გაინტერესებს და 
0-დან გსურს ისწავლო ვებ დეველოპმენტი ან/და გაიღრმავოს არსებული ცოდნა ამ სფეროში Introduction to Front-End Development-ის პროგრამაზე მოგიყვები.

პროგრამის დასრულების შემდეგ
შეგეძლება:

Introduction to Front-End Development-ის კურსის ბოლოს გექნება საკმარისი ცოდნა და უნარები იმისთვის, რომ თუკი სამომავლოდ ამ კუთხით განვითარებას გადაწყვეტ, თამამად აირჩიო სასურველი ფრეიმვორკი და მისი მიმართულებით იმუშავო. ვგულისხმობ, თუნდაც ისეთ მოთხოვნად ფრეიმვორკებს, როგორიცაა React ან/და Angular.

ამას გარდა, კურსის ბოლოს იცოდი, რომ ფინალურ პროექტზე იმუშავებ, რომლის პორტფოლიოში მითითებაც შეგეძლება?

„ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო.“

ამაზეც ორიოდე სიტყვას გეტყვი. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები ფინალურ პროექტს ასრულებენ, რაც მიზნად ისახავს უკვე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებასა და შეკვრას, რითაც პროექტის პორტფოლიოში მითითება შეეძლებათ.

„მიუხედავად იმისა, რომ კურსის განმავლობაში გვქონდა ბევრი სავარჯიშო, ფინალური პროექტი მაინც უფრო დიდი და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას მოითხოვდა. ამ პროცესში აღმოვაჩინე ბევრი ისეთი დეტალი, რომელზეც მანამდე ყურადღება არ გამიმახვილებია.“

თუ კურსის შიდასამზარეულოზეც გსურს მეტის გაგება, ქრისტინა ამაზეც მოგიყვება:

„ინფორმაცია სისტემატიზირებული იყო და ლოგიკურად მიყვებოდა ლექციები ერთმანეთს. საინტერესო დავალებები, არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ რჩებოდა. ლექციები -  ამომწურავი; კეთილგანწყობილი, ყურადღებიანი ლექტორი და კოორდინატორი, ხოლო სწავლის პროცესი - კომფორტული.“

ამატებს, რომ თამამად ურჩევდა კურსს ყველას, ვისაც Front-End Development აინტერესებს.

ბოლოს კი,

„მიხარია, რომ Commschool-ზე გავაკეთე არჩევანი.“

თავად Commschool-ის მხრიდან  ბენეფიტები მხოლოდ ამით არ სრულდება. ხომ იცი, ჩვენთან Alumni Club რომ მოქმედებს? ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება Commschool-ის ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ. იგი ეხმარება კურსდამთავრებულებს მათთვის მისაღები და საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე უქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში.

არ დაგავიწყდეს, ჩვენთან ადგილები ლიმიტირებულია. თუკი მეტის გაგებას მოინდომებ, ან გსურს Commschool-მაც გააკეთოს შენზე, როგორც N1-ზე არჩევანი, აღარ დააყოვნო – ბმულზე მოგვყევი.

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება