გაიცანი UX Research & Design-ის ლექტორები- ნინო ინჯგია და ქეთევან ფაღავა

blog-detail-img

ალბათ შენთვის უცხო არ იქნება თუ გეტყვი, რომ ციფრული პროდუქტებს ჩვენს ყოველდღიურობაში დიდი როლი უჭირავს. შეგვიძლია იმაზეც ჩავფიქრდეთ, რამდენად მალე შეგვიძლია წავშალოთ ის აპლიკაცია, რომელიც გამოსაყენებლად გვერთულება. სწორედ ამიტომ,  გაჩნდა საჭიროება ციფრული პროდუქტები მაქსიმალურად მორგებული იყოს ადამიანების მოთხოვნებს. 

Commschool-ში UX Research and Design-ის  პროგრამას ქეთევან ფაღავა და ნინო ინჯგია წაიყვანენ, რომლებთან ერთადაც  ეფექტური ციფრული პროდუქტის შექმნის სრულ ციკლს ისწავლი. 

ბლოგში ვრცლად გაგაცნობთ ლექტორებს და მოგიყვებით თუ რატომ აირჩიეს მათ ეს პროფესია. 

ნინოს პირველი სამუშაო გამოცდილება UX კვლევის მიმართულებით საქართველოს ბანკს უკავშირდება, რომელსაც 2019 წელს შეუერთდა. 

ამ პერიოდში UX მკლევარი ახალი როლი იყო საქართველოს ბანკში და მით უფრო საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო გამოცდილ UX მკლევართან ერთად ახალი მიმართულების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში ყოფნა. შესაბამისად, თავიდანვე მქონდა შესაძლებლობა ბანკის თითქმის ყველა ციფრული პროდუქტის განვითარებაში პატარა თუ დიდი წვლილი შემეტანა

საქართველოს ბანკში მიღებული გამოცდილების შემდეგ კი ნინომ Adjarabet-ის გუნდში დაიწყო მუშაობა, სადაც დღემდე ხელმძღვანელობს პროდუქტის აღმოჩენისა და UX კვლევის გუნდს.

ნინო გვიზიარებს,რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად UX პროფესიონალის მიმართ მოთხოვდა უფრო და უფრო იზრდება, რასაც ქართული ბაზარიც აქტიურად უწყობს ფეხს.

იქიდან გამომდინარე, რომ ქართული კომპანიებიც ნელ-ნელა იაზრებენ ციფრული პროდუქტების განვითარებასა და წარმატებაში მომხმარებელთა როლს, ვფიქრობ, ახლო მომავალში UX კვლევა უფრო მოთხოვნადი გახდება.

თუ ჯერ კიდევ ძიებისა და გამორკვევის ეტაპზე ხარ, ნინო გირჩევს, რომ გქონდეს მიმღებლობა შეცდომების დაშვებისა და სიახლეების მიმართ, რადგან შეცდომები დროთა განმავლობაში წარმატების საწინდარი ხდება! ისიც არ დაგავიწყდეს,რომ დასაწყისში აუცილებელია კომპეტენტურ ადამინებთა კომუნიკაცია და რჩევების მიღება.

ვფიქრობ, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებთან ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში გადაკვეთა, მათი რჩევების/გამოცდილებების მოძიება არ უნდა დაიზარონ ამ მიმართულებით კარიერის დაგეგმვის ეტაპზე მყოფმა ადამიანებმა.

ახლა კი დროა ქეთევანი გაგაცნო, რომელმაც ციფრული პროდუქტების დიზაინზე მუშაობა დაახლოებით 5 წლის წინ ქართულ სტარტაპებთან თანამშრომლობით დაიწყო.  რადგან სტარტაპებზე ვსაუბრობთ აქვე გეტყვი, რომ უთანამშრომლია ისეთ ქართულ საერთაშორისო სტარტაპთან, როგორიც  Payze -ია.

ქეთევანს ამ დროის განმავლობაში უთანამშრომლია ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა: TBC ბანკი და Adjarabet, რომლის  პროდუქტების გუნდსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ იგი სერტიფიცირებულია Nielsen Norman Group-ისგან (NN/g-ისგან) UX კვლევასა და UX მენეჯმენტში

UX დიზაინერისთვის საჭირო უნარებია: კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის ანალიზის უნარი, უკუკავშირის მიღებისა და გაცემის უნარი, კარგი პრეზენტირების და ფასილიტაციის უნარი

თუ ეს პროფესია გაინტერესებს და მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიღება გსურს, ქეთევანი გვიზიარებს სამ მიზეზს თუ რატომ უნდა აირჩიო UX მიმართულება სამომავლო პროფესიად:

● რათა გახდე სამყაროს ციფრული ტრანსფორმაციის ნაწილი და შენი წვლილი შეიტანო ადამიანების ქცევის ჩამოყალიბებაში და ინოვაციური პროდუქტის შექმნაში

● იმუშაო კოლაბორაციულ გარემოში და განვითარდე  სხვადასხვა მიმართულებით.

● გქონდეს მოთხოვნადები და მოქნილი პროფესია,რომელიც საშუალებას მოგცემს თავად აირჩიო სამუშაო ადგილი და ინდუსტრია.

ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ნებისმიერი პროფესიის დაუფლებისას აუცილებელია გქონდეს შესააბამისი  მონდომება და უნარები,რომლებიც კარიერულ განვითარებაში დაგეხმარება. ქეთევანის აზრით UX სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის საჭირო უნარებია:

კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის ანალიზის უნარი, უკუკავშირის მიღებისა და გაცემის უნარი, კარგი პრეზენტირების და ფასილიტაციის უნარი

თუ შენც უშუალოდ მონაწილეობ ცირფული პროდუქტის შექმნაში და ახლა გინდა ისწავლო UX Research and Design, გეტყვი, რომ კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება

  •  ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით
  •  Მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი

  •  კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება

  •  პროტოტიპის შექმნა

  •  Პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა

  •  ციფრული პროდუქტის გუნდთან მუშაობა

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება