გაიცანი INTRODUCTION TO PROGRAMMING-ის ლექტორი არტურ ზახარიანი

blog-detail-img

დამწყები დეველოპერებისთვის საკმარისია მონდომება, შრომისმოყვარეობა და ინტერესი სფეროსადმი, დანარჩენ უნარებს კი დროთა განმავლობაში პრაქტიკაში გამოიმუშავებს

ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ციფრული პროდუქტების შექმნის საჭიროება განსაკუთრებით იზრდება, პროგრამული უზრუნველყოფა უფრო და უფრო საჭირო ხდება, მაგალითად დეველოპერის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის წილი საქართველოში 66%-ია, ხოლო Back-End დეველოპერის საშუალო თვიური ანაზღაურება 3500 ლარს უტოლდება.

თუ შენც ფიქრობ პროგრამირების 0-დან შესწავლას, მაშინ მინდა Introduction to Programming-ის ლექტორი, არტურ ზახარიანი გაგაცნო.

არტურს WEB Development-ში 5 წლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი იგი DataArt-ის .Net დეველოპერის პოზიციას იკავებს. მოცემული პერიოდის განმავლობაში კი უმუშავია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებზე. ასევე, უთანამშრომლია TBC Pay-სა და Credo Bank-თან. არტურის გამოცდილება მოიცავს საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო და ERP და სხვა აპლიკაციების შექმნას.

არტური გვიზიარებს მიზეზებს, თუ რატომ აირჩია პროგრამირება პროფესიად და რა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავება შეძლო სწავლის პროცესში:

"სულ მიზიდავდა კომპლექსურ ამოცანებზე მუშაობა და მინდოდა ჩემი საქმიანობაც დაკავშირებული ყოფილიყო რთული და საინტერესო ამოცანების გადაჭრასთან, ამიტომ გადავწყვიტე პროგრამირება მესწავლა."

არტური ყველა დამწყებ პროგრამისტს ურჩევს, რომ არ შეუშინდნენ კომპლექსურ ამოცანებს, რადგან მიუხედავად სირთულისა, ამოცანები იქნება მრავალფეროვანი და საინტერესო. ასევე სტუდენტებს ურჩევს, რომ იყვნენ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული, რათა შეძლონ კარიერული განვითარება. 

საწყის ეტაპზე მთავარია არ შეუშინდე დაბრკოლებებს და ამ დაბრკოლებების გამო არ შეეშვა პროგრამირების შესწავლას

რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელი ტექნოლოგიების წელია, შესაბამისად მოთხოვნა აპლიკაციებსა და ვებ-საიტებზე დღითიდღე იზრდება. ამასთანავე არტური გვეუბნება, რომ მსოფლიო ბაზარზე არაერთი უცხოური კომპანია ინტერესდება საქართველოში მცხოვრები დეველოპერებით, რაც ხსნის გზას საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილებისკენ.

თუ ეს სფერო შენთვისაც საინტერესო და გინდა პროგრამირება 0-დან ისწავლო პროგრამირება და Back-end Development C# ბაზაზე, მაშინ გეტყვი, რომ კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • კომპიუტერული მეცნიერების თეორიის პრაქტიკაში გამოყენება
  • Software Development-ის საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენება
  • C# -ის როგორც პროგრამირების ენის დამოუკიდებლად გამოყენება
  • პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა .Net 5 -ზე
  • მონაცემთა ბაზებთან დამოუკიდებლად მუშაობა
  • Microsoft Visual Studio-ს გამოყენება
  • Microsoft SQL Server-ის გამოყენება
  • WEB API-ს შექმნა და მასთან მუშაობა
  • აპლიკაციის შემუშავებისას საუკეთესო მიდგომების და სტანდარტების არჩევა

მანამდე გაეცანი კურსდამთავრებულების შეფასებებს:

ამდენად, თუკი Introduction to Programming-ის შესწავლა შენთვის საინტერესო ჩანს და ამ მიმართულებით ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა გსურს, შემოგვიერთდი, კურსი 22 აპრილს იწყება!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება