გაიცანი Intro to Front-End Development-ის ლექტორი - გიორგი აფხაძე

blog-detail-img

კომპიუტერული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ეპოქაში Front-end Development ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიაა, რადგან ის აკავშირებს ანალიტიკურ და ტექნიკურ უნარებს შემოქმედებით ხელოვნებასთან, დიზაინთან. მისი სრულფასოვნად დაუფლებისთვის კი კარგი მენტორი გჭირდება. ამიტომ ამ ბლოგში მინდა Intro to Front-End Development-ის პროგრამის ლექტორი, გიორგი აფხაძე გაგაცნო. 

გიორგი უკვე 5 წელია ამ სფეროში საქმიანობს. ამ დროის განმავლობაში ის მუშაობდა ისეთი ტიპის პროექტებზე, როგორიცაა Enterprise Resource Planning (ERP), Learning Management System (LMS), Gambling, Crypto trading E-Commerce. ამჟამად იგი ჩეხურ კომპანია Digi Soul-ში მუშაობს Senior React Developer-ის პოზიციაზე.

front-end development lecturer


ალბათ საკმაოდ საინტერესო და უცნაური გზა გავიარე იმისთვის, რომ აქ მოვსულიყავი. ვიმუშავე როგორც Front-end, ასევე Back-end მიმართულებით, ბოლოს კი იქ აღმოვჩნდი, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.

გიორგი მზად არის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებს გაუზიაროს კურსის ფარგლებში.

Intro to Front-end Development-ის კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორებიცაა HTML, CSS და Javascript

  • ვებ-გვერდის აწყობა bootstrap-ის დახმარებით
  • Visual Studio Code-ის გამოყენება
  • Framework-ების გარჩევა, შესწავლა

ასევე შეძლებ გაეცნო ახალი ტექნოლოგიებს, რაც უკეთ დაგეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში.

გიორგის თქმით, თანამედროვე ქართულ ბაზარზე ვებ დეველოპმენტზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, კომპანიებს სჭირდებათ გამოცდილი, კვალიფიციური კადრები. კურსის გავლის შემდგომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მუდმივი განვითარების შესაძლებლობას იძლევა, რადგან უსასრულოა თავად სფეროს მრავალფეროვნება.

ქართული ბაზარი უცნაურად გაიზარდა ამ ბოლო პერიოდში Front-end-ის მიმართულებით და თითქმის ყველა დიდ კომპანიას მუდმივად აქვს გამოცხადებული სტაჟირება

დამეთანხმებით, ყველა კომპანიას სჭირდება გამართული ვებ-გვერდი. ამ პროცესში კი დეველოპერის ჩართულობა აუცილებელია. გიორგი ასევე გვესაუბრა უშუალოდ დამწყებ Front-end დეველოპერების კარიერულ პოტენციალზეც:

პოტენციალი უსაზღვროა. კომპანიები ეძებენ ფრონტ ენდ დეველოპერებს. მუდმივად განახლებადი სტაჟირებებია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. კარიერული გზა კი საკმაოდ დიდია, ასევე დიდია არჩევანი Framework-ის არჩევისას. ამ ეტაპზე 3 მთავარი Framework-ია აქტუალური: React - Angular - Vue

კითხვაზე, თუ რა თვისებებია საჭირო დამწყები დეველოპერისთვის, გიორგი გამოყოფს კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარს, თავდაჯერებულობასა და დროის სწორ მენეჯმენტს, რადგან აღნიშნული სფერო გარკვეულ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს. 

ცოტა რთული გზაა გასავლელი და არ შეგეშინდეს, არ მოგერიდოს კითხვების დასმა. ყველასგან შეგიძლია რაღაცის სწავლა და რაც მთავარია, თუ ერთმა კომპანიამ უარი გითხრათ ან ათმა, არ მიაქციოთ ყურადღება და არ გაჩერდეთ, პირიქით, უკუკავშირი მოითხოვეთ, რომ თქვენს შეცდომებზე ისწავლოთ.

ამდენად, თუ Intro to Front-end Development-ის შესწავლა შენთვის საინტერესო ჩანს და ამ მიმართულებით ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა გსურს, გადადგი პირველი ნაბიჯები და შემოგვიერთდი, Intro to Front-end Development-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება