“Doppio Zero”-ს რედიზაინი - ნიკა მსხილაძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

სწავლის პროცესში აუცილებლად აწყდები იმ სირთულეებს, რაც შემდგომში, ამ პროფესიით მუშაობისას შეიძლება, შეგხვდეს. ე.ი. კურსი სრულად გამზადებს ამ სფეროში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.” – ამბობს ნიკა მსხილაძე, გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული, რომელიც თავისი ფინალური ნაშრომით TOP 4 საუკეთესო კურსდამთავრებულს შორის მოხვდა. ამ ბლოგში კი მის ნაშრომს გაგაცნობთ.

გრაფიკული დიზაინის კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტად მათთვის საინტერესო ბრენდის რედიზაინს აკეთებენ. ნიკას შემთხვევა ამ მხრივ გამორჩეულია – მან თავისივე ბიზნეს-წამოწყების დიზაინზე იმუშავა:

“ზოგადად ფინალურ ნაშრომზე მუშაობის პროცესი ერთდროულად ძალიან სასიამოვნო და სტრესული იყო. ფინალური პროექტისთვის ავარჩიე ჩემი და ჩემი მეგობრების წამოწყება, პიცერია “Doppio Zero”-ს ბრებდინგი – შესაძლოა, ენთუზიაზმი ამანაც მომმატა.

ნიკას აზრით, ფინალურ პროექტზე მუშაობა ტექნიკური ცოდნასთან ერთად თვით-დისციპლინასაც მოითხოვდა, რამაც მიღებული გამოცდილება კიდევ უფრო სასარგებლო გახადა:

შექმნის პროცესში მთლიანი არსებით ვიყავი ჩართული, ეს არ იყო მხოლოდ ტექნიკური ან კრეატიული პროცესი, არამედ ამასთან ერთად მიწევდა საკუთარი თავის მართვაც. საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.”

ზოგადად სწავლის პროცესი, მიუხედავად ნიკას საბოლოო წარმატებისა, მისი თქმით, იოლი არ ყოფილა. შემოქმედებითი პროცესის თავისებურებიდან გამომდინარე, ნიკას ერთ-ერთი გამოწვევა დროის მენეჯმენტი იყო:

“ჩემთვის სტრესული იყო დროის მენეჯმენტი. თუ სხვა, არაშემოქმედებითი საგნის შესწავლისას, იცი რა დრო დაგჭირდება კონკრეტული მასალის დასამუშავებლად, აქ, რაკი საქმე შექმნას ეხება, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა დროში მოახერხებ ამას.”

ესეც არ იყოს, საქმის დაწყებისას სასურველი დიზაინის საბოლოო სახის წარმოდგენაც არ იყო ხოლმე მარტივი საქმე, თუმცა, საბოლოოდ, ნიკამ ეს უნარიც გამოიმუშავა:

მიჭირდა ხოლმე დაწყება – თეთრი ფურცლით იწყებ და ნელ-ნელა ისეთ შედეგამდე უნდა მიხვიდე, რაც ნამდვილად მოგწონს. რთულია, მაშინვე დაინახო რა გინდა და პირდაპირ ის შექმნა. თუმცა, კურსის განმავლობაში სხვადასხვა დავალებების შესრულებით ამასაც ავუღე ალღო.”

საერთო ჯამში სირთულეებს ნიკასთვის ხელი არ შეუშლიათ. პირიქით, მისი აზრით, კურსის განსაკუთრებულობა სწორედ იმაშია, რომ ის შესაძლო პროფესიული გამოწვევებისთვის წინასწარ გამზადებს:

განსაკუთრებული მიზეზი, რატომაც სხვებს აუცილებლად ვურჩევდი ამ კურსის გავლას ისაა, რომ კურსის აგებულების წყალობით, სწავლის პროცესში აუცილებლად აწყდები იმ სირთულეებს, რაც შემდგომში, ამ პროფესიით მუშაობისას შეიძლება, შეგხვდეს. ე.ი. კურსი, Commschool-ისა და ლექტორის დამსახურებით, სრულად გამზადებს ამ სფეროში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.

მეტიც, სირთულეების დაძლევის პარალელურად, დიზაინის შექმნის პროცესიდან ნიკა სიამოვნებასა და საკუთარი შესაძლებლობის რწმენას იღებდა:

სიამოვნებას მგვრიდა ყოველი ახალი მიგნება და ჩემთვის მოსაწონი დიზაინის ელემენტის შექმნა. ამ დროს თავდაჯერებული ხდები შენს შესაძლებლობებში და მოტივაციაც გემატება.”

საერთო ჯამში, ნიკას შეფასებით, კურსის სტრუქტურა ეფექტურად მოერგო მისი, როგორც სრულიად დამწყები დიზაინერის საჭიროებებს:

თვითონ კურსი, ჩემთვის, როგორც დამწყებისთვის, რომელსაც აქამდე არანაირი კავშირი არ ჰქონია ვიზუალური კომუნიკაციის სფეროსთან, ძალიან შთამბეჭდავი იყო. რაც მთავარია, იყო კარგად ორგანიზებული, ინფორმაციული და ჩამთრევიც კი – თითქოს თეთრ კურდღელს ჩავყევი საოცრებათა სამყაროში.”

გრაფიკული დიზაინის 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში, უამრავი დავალების დახმარებით მრავალი უნარის შეძენა შეგიძლია. კურსის ბოლოს Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენებასთან ერთად შეგეძლება ბრენდისთვის შექმნა ვიზუალი, გააკეთო ლოგოს სკეჩები და დრაფტ ვერსიები, მოარგო ვიზუალი სხვადასხვა მედია არხს, სწორად გააანალიზო ბრიფი, შექმნა მუდბორდები და სწორად დაგეგმო დიზაინ-პროექტები. რაც მთავარია, კურსი არის დამწყებთათვის, მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია 0-დან და არანაირ წინაპირობას არ საჭიროებს.

იმასაც შეგახსენებ, რომ Commschool-ის წარმატებული კურსდამთავრებულები ავტომატურად Alumni Club-ის წევრებიც ხდებიან, რაც მათ ჩვენი კარიერული პარტნიორების ვაკანსიებზე ექსკლუზიურ წვდომას აძლევთ; პარტნიორებს შორის კი ისეთი კომპანიებია, როგორიცაა – Adjarabet, Redberry, Liberty, Space, Wandio, GPI Holding და ა.შ.

ნიკამ კურსის ბოლოს საკუთარი ბრენდისთვის შეძლო დიზაინის შექმნა და თავისი ფინალური ნაშრომით TOP 4 საუკეთესო სტუდენტს შორისაც მოხვდა. იმავე წარმატების მიღწევა შენც შეგიძლია. შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება