Digital Product Testing & QA: ეთო გელაშვილი კურსის შესახებ

blog-detail-img

ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად იცვლება ბიზნესის კეთების პრინციპებიც. დღეს ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი სხვადასხვა ციფრულ პროდუქტს უკავია, რომელიც ამარტივებს მრავალი ოპერაციის გაკეთებას სახლიდან გაუსვლელად. ამიტომ არაერთი კომპანია ცდილობს, ტექნოლოგიურ გამოწვევებს ფეხი აუწყოს და თავის მომხმარებლებს შესთავაზოს მარტივად და სწრაფად გამოსაყენებელი აპლიკაცია თუ ვებ-გვერდი. ხარისხიანი ციფრული პროდუქტის შესაქმნელად კი დიდი როლი ენიჭება Digital Product Testing & QA მიმართულებით მომუშავე ადამიანებს. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მომხმარებლებამდე გამართულად და უხარვეზოდ მომუშავე პროდუქტი მივიდეს.

თუკი შენც გსურს, რომ თანამედროვე სამყაროს აქტიური ნაწილი გახდე და მნიშვნელოვანი წილი შეიტანო ციფრული პროდუქტების განვითარებაში, ეს ბლოგი წაიკითხე. ეთერ გელაშვილი, რომელმაც QA ტესტერის კურსის გაიარა, პროგრამის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებზე მოგიყვება.

ეთერი მიიჩნევს, რომ ჩვენი მომავალი მთლიანადაა დაკავშირებული ციფრულ ინდუსტრიასთან. ამ მიზეზით გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავიც გამოეცადა ამ მიმართულებით.

როდესაც ვფიქრობდი საიდან შეიძლებოდა დამეწყო გზის გაკვლევა, არჩევანი QA-ს კურსზე შევაჩერე, რადგან ეს მიმართულება ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. Commschool-ში ყველანაირი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე მოვედი. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად გავართმევდი თავს. თუმცა კურსი იმდენად კარგად იყო აწყობილი, რომ მივიღე ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მომავალში განვითარებისთვის კიდევ უფრო დამეხმარება.

Commschool ერთ-ერთი კურსდამთავრებულის რეკომენდაციით შეარჩია და ასე აღმოჩნდა ეთერი მისთვის უცნობ სფეროში. სრულიად ახალი დარგი, ტერმინოლოგია და მასალა რამდენიმე ლექციის შემდეგ თანდათან უფრო მარტივი და გასაგები გახდა. ამას ხელს უწყობდა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ყველაფერს უფრო კარგად აღქმადს ხდიდა. კურსის სწორედ ეს პრაქტიკული მხარე აღმოჩნდა ეთერისთვის გამორჩეულად საინტერესო და ღირებული, რადგან იგი იმ უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ იყო მიმართული, რომლებიც ტესტერს სჭირდება რეალურ პროექტებზე მუშაობისას.

სწავლის პროცესი უფრო სასიამოვნო ეთერისთვის ლექტორის დამოკიდებულებამ და მიდგომამ გახადა. სტუდენტების ყველა კითხვას პასუხი საფუძვლიანად ეცემოდა და თუ საჭირო იქნებოდა, გათვალისწინებულზე მეტი დროც ეთმობოდა. ყველა ეტაპზე ჩანდა როგორც ლექტორის, ასევე სკოლის მხრიდან დიდი ყურადღება.

ფინალური პროექტი

გარდა ამისა, Commschool-ში სტუდენტები კურსის ბოლოს ასრულებენ ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს, რომელიც მათ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების საშუალებას აძლევს. ასეთი იყო ეთერისთვის პროექტზე მუშაობის პროცესი:

ფინალური პროექტი კომპლექსური იყო და მოიცავდა ყველაფრის შეჯამებასა და გამოყენებას, რაც კურსის განმავლობაში ვისწავლეთ. ლექციებზე ზედმიწევნით განვიხილეთ პროექტები და ყველა ბუნდოვან საკითხზე მივიღეთ პასუხები. ეს ყველაფერი, ასევე განვლილი მასალა და უკვე შესრულებული პრაქტიკული სამუშაოები, საბოლოოდ ძალიან დამეხმარა პროექტის სრულყოფილად შესასრულებლად და პირველ რიგში, ჩემს თავთან კარგი შედეგის დადებაში.

აქვე გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება, ისწავლი ვებ და მობაილ აპლიკაციებისა და API-ის დატესტვას, ხარვეზების მართვის ეფექტურად უზრუნველყოფას. პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება კი უფრო მეტად გაგივითარებს და გაგიუმჯობესებს ამ უნარებს და შეძლებ შესაბამის პოზიციაზე დასაქმებას.

რატომ Digital Product Testing & QA?

ტექნოლოგიური სფეროს ეს მიმართულება ძალიან მზარდი და მოთხოვნადია. ამაზე მეტყველებს QA სპეციალისტების საშუალო ანაზღაურებაც – ეს რიცხვი საქართველოში 3,000 ლარის ტოლია. შენი, როგორც QA ტესტერის როლი, მნიშვნელოვანი იქნება კომპანიისთვის. გექნება შესაძლებლობა, იმუშაო მრავალფეროვან პროექტებზე. ციფრულ სფეროში მიმდინარე ცვლილებები კი არ მოგაკლებს სიახლეებსა და გამოწვევებს.

ვისთვის არის ეს კურსი? ეთერი პროგრამას რეკომენდაციას უწევს მათთვის, ვინც ამ სფეროთია დაინტერესებული, თუნდაც ცოდნისა და გამოცდილების შესახებ. აქვე კი გირჩევთ, რომ კურსის პარალელურად და მისი დასრულების შემდეგაც აუცილებლად იმუშაონ საკუთარ თავზე და რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას გაეცნონ.

მას შემდეგ, რაც საბაზისო ცოდნა უკვე აუთვისა, ეთერი უკვე სხვადასხვა საკითხის, მიმართულების უფრო საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს:

თვითგანვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ კურსმა დამანახა სწორი გზა, მომცა მიმართულება იმ ზღვა მასალაში, რაც თუნდაც ინტერნეტ სივრცეშია. უკვე მაქვს საყრდენი და ზუსტად ვიცი, რას დავუთმო მეტი დრო, სად მჭირდება მეტი მუშაობა და ასევე, რომელი მიმართულებით ვარ ყველაზე დარწმუნებული საკუთარ თავში.

ასე რომ, თუ შენც გსურს, რომ თანამედროვე ციფრული სამყაროს ნაწილი გახდე და მონაწილეობა მიიღო ციფრული პროდუქტის განვითარების პროცესში, ეს კურსი შენთვისაა. არ გადადო თვითგანვითარება და დაეუფლე QA ტესტერის პროფესიას Commschool-ში!

ჩაეწერე კონსულტაციაზე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება