COMMSCHOOL-ში დაწყებული წარმატების ისტორიები – ამბები Introduction to Programming -ის კურსიდან

blog-detail-img

კურსის გავლის შემდეგ შევძელი დამაჯერებლად და კონკურენტუნარიანად წარვმდგარიყავი ტექნიკურ გასაუბრებაზე

იცოდი, რომ Commschool საჭირო თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაშიც გეხმარება და დასაქმების საუკეთესო პერსპექტივებს გთავაზობს? თუ არა, მაშინ გაეცანი ჩვენი კურსის Introduction to Programming-ის კურსდამთავრებულების წარმატების ისტორიას და ამაში თავად დარწმუნდები.

დარწმუნებული ვარ, შენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს საიტის პროგრამულ ჩონჩხსა და მის გამართულობას, რომლისთვისაც სულის ჩაბერვა თავადაც შეგიძლია, ჰოდა, მოემზადე, რადგან შემოგვიერთდები თუ არა, ამ გზის გაკვალვის პროცესში მარტო აღარ იქნები.

კურსზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა, მომცა სწორი მიმართულება და სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი მესწავლა, რამაც საბოლოო ჯამში საშუალება მომცა დავსაქმებულიყავი სასურველ პოზიციაზე

თუმცა, ვხვდები, რომ დიდებული ნაბიჯები მოტივაციას საჭიროებს, ამიტომ მოისმინე იმ ადამიანების წარმატების ისტორიები, რომლებმაც საკუთარი მიზნები ქმედებად აქციეს და ახლა წამყვან კომპანიებში აგრძელებენ განვითარებას, დღეს კი, მზად არიან, საკუთარი წარმატება გაგვიზიარონ და Commschool-ის მხარდაჭერის შესახებაც გვესაუბრონ.

ჩვენი კურსდამთავრებული, მიშიკო ჩხვირკია ამბობს, რომ ქომსქულში მიღებული გამოცდილებისა და ამოცანების წარმატებით შესრულების შემდეგ მისი ცოდნა საქმიანობის სფეროში რადიკალურად შეიცვალა. დღეს იშიკო ციფრული მმართველობის სააგენტოში ჯუნიორ პროგრამისტად მუშაობს Back-end-ის მიმართულებით:

ერთ-ერთი მიზეზი საუკეთესო ტრენერი და მეგობრული გუნდია, რომლებიც ქმნიან ისეთ გარემოს, რომ სიამოვნებით უსმენ ლექციას. ცოდნას მიიღებთ მარტივი და გასაგები ენით, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად აითვისოთ და შეისწავლოთ თქვენთვის საჭირო მასალა და გამოიყენოთ კარიერული წინსვლისთვის

სანდრო ყავლაშვილიაზრით კი, კურსის სილაბუსი და ლექტორები იძლევიან საშუალებას, რომ სწავლის პროცესი საინტერესო და პროდუქტიული იყოს:

სწორად დალაგებული სილაბუსი იძლევა იმის საშუალებას, რომ 3 თვეში გახდე დეველოპერი, რომელსაც დამოუკიდებლად განვითარება თავისუფლად შეუძლია. კურსის დასრულებიდან 3-4 თვეში დავიწყე მუშაობა ჯუნიორ Back-end დეველოპერად

შეიძლება კურსის დაწყებამდე გამოცდილება არ გქონდეს, მაგრამ როგორც ამირან ზანგალაძე გვიყვება, Commschool გაძლევს შესაძლებლობას პრაქტიკული გამოცდილება მიიღო და მიხვდე, რომ „რაც უფრო მეტს ქმნი, მით უფრო მეტს სწავლობ“. ამირანი დღეს საქართველოს ბანკის დამწყები ანალიტიკოს-დეველოპერის პოზიციაზე მუშაობს:

სხვებს ვურჩევდი ქომსქულში კურსის გავლას, რადგან სტუდენტს კურსის დასრულების შემდეგ ეცოდინება საკმაოდ ბევრი რამ, რაც .net დეველოპერს სჭირდება, მცირედი პრაქტიკით და მონდომებით კი დასაქმებაც საკმაოდ მარტივი იქნება

როგორც იცი კურსიდან მიღებული ცოდნის გამოყენების საშუალებას კურსის დასრულებისთანავე შეძლებ, რაშიც Commschool აუცილებლად დაგეხმარება. სწორედ ამ გამოცდილებაზე გვესაუბრება ბექა კავლელაშვილი, რომელიც დღეს კომპანია SoftChef-ში უმცროსი .Net დეველოპერის პოზიციაზე მუშაობს:

კურსი მოიცავს როგორც პრაქტიკულ საშიანო დავალებებს, ისე ლექციაზე თასქების დამოუკიდებლად შესრულებას და შემდეგ გარჩევას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Commschool თავიანთ კურსდამთავრებულებს რეკომენდაციას უწევს პარტნიორ კომპანიებში.

თუ შენც მიგაჩნია, რომ ამ გუნდის წევრობა შენც შეგიწყობს ხელს, მოდი, Introduction to Programming-ის პროგრამაზეც გეტყვი ერთორ სიტყვას. კურსი განიხილავს Back-End-ის შესწავლას 0-დან და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა Computer Science-ის საწყისები, მონაცემთა ბაზები, საჭირო ხელსაწყოები.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • კომპიუტერული მეცნიერების თეორიის პრაქტიკაში გამოყენება
  • Software Development-ის საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენება
  • C# -ის როგორც პროგრამირების ენის დამოუკიდებლად გამოყენება
  • პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა .Net 5 -ზე
  • მონაცემთა ბაზებთან დამოუკიდებლად მუშაობა

გირჩევ, ნუ დაელოდები, შემოგვიერთდი Introduction to Programming-ის პროგრამაზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება