დავით გაბრიჩიძე commschool-ის ლექტორების გუნდს შეუერთდა - Angular

blog-detail-img

მეხუთე კლასში ყოფნისას ინფორმატიკის კლასში საბჭოთა კომპიუტერები იდგა, იქ შესვლა ძალიან მიყვარდა. სახლში ფურცელზე ვწერდი კოდს, რომელსაც რის ვაივაგლახით ვახერხებდი რომ შემდეგ სკოლაში შემეყვანა და რომელიც რა თქმა უნდა, არ მუშაობდა. იმ დროიდან იწყება ჩემი და ტექნოლოგიების ურთიერთობა.

დავით გაბრიჭიძე

აქვე გეტყვი, რომ თუ Front-end Development-ში განვითარება ახალი მიმართულებით გსურს, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Angular-ის ლექტორი დავით გაბრიჩიძე გაგაცნო.

დავითს პროგრამირების 17 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. Angular-ის გამოყენება 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ ბეტა ვერსია იყო და დღემდე ჩაუნაცვლებლად იყენებს ამ ფრეიმვორკს სისტემების Front-end-ის შესაქმნელად. ტექნოლოგიურად მრავალფეროვან გამოცდილებასთან ერთად მას უმუშავია სხვადასხვა როლით, იქნებოდა ეს IT კონსულტანტი, პროექტების მენეჯერი, თუ ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი ისეთ კომპანიებში, როგორიცაა UGT, Tera Bank  და საქართველოს რკინიგზა. დავითი ახლა წარმატებული ქართული სტარტაპის, Optio.ai-ს ტექნიკური დირექტორი და ბიზნეს პარტნიორია. ის ხელმძღვანელობს კომპანიის წამყვანი პროდუქტის პროგრამირებას, რომლის Front-end სრულად Angular-ზე იწერება.

ANGULAR

დავითი კარგად იცნობს პროგრამირების ისტორიას და იხსენებს, რომ წლების წინ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო Front-ის იმ ელემენტებზე საუბარი, რომელიც დღესდღეობით ყველა ოპერაციას ამარტივებს, რაც ბიზნესის საქმიანობას აფერხებდა, რადგან ბიზნესი ფუნქციონალობის დროულად დანერგვას მოითხოვდა.

ვებ ფორმის გაცოცხლებას DOM-ის მანიპულაცია, ანუ JavaScript-ის ასობით ხაზის დაწერა სჭირდებოდა, რაც იმდენი ვარიანტი უნდა დაგეწერა, რამდენი ბრაუზერიც იყო ბაზარზე, რადგან Internet Explorer, FireFox, Opera თავისებურად ამუშავებდნენ CSS-ებსაც და JavaScript-საც.​

ბაზარზე მრავალფეროვანი ამოცანები, შესაძლებლობები და მოთხოვნებია, დავითის აზრით, კი მოცემულობებიდან გამომდინარე ზოგჯერ Angular-ია ხელსაყრელი, ზოგჯერ React, ზოგჯერ სულ სხვა რამ.

შეფასება ყოველთვის სუბიექტურია და თანაც ცვალებადი. ჩემი არჩევანი დღემდე ანგულარზეა შეჩერებული, რადგან 4+ წევრიანი გუნდის პირობებში Enterprise აპლიკაციების კეთებისას Angular უფრო ხელსაყრელი მგონია.

თუმცა თუ შენ ფიქრობ, რომ Angular არის ის ტექნოლოგია, რომლის შესწავლაც გსურს, დავითი Angular-ის უპირატესებობსაც გვიზიარებს:

● Angular სრულად TypeScript-ზეა დაწერილი, ტიპიზირების მკაცრი წესები და დაცულობა საფუძველშივე უდევს
● სრულყოფილი ფრეიმვორკია, რომელსაც Google წერს, რაც ნიშნავს ჩამოყალიბებულ მიდგომებს, სტანდარტებს, დოკუმენტაციას, სტაბილურ განვითარებას
● მზად არის Enterprise პლატფორმების შესაქმნელად
● მარტივია მხარდაჭერა, რადგან Software „მალფუჭებადი“ პროდუქტია, თუ არ მისდიე გამოყენებული ბიბლიოთეკების განახლებას, ერთ წელიწადში „დაგიძველდება“, Angular-ის შემთხვევაში მისი განვითარების კვალდაკვალ შენი აპლიკაციის განახლება უფრო მარტივია, რადგან გამოყენებული ბიბლიოთეკების უმეტესობას ერთი მომწოდებელი ჰყავს – Google, რომელიც აქტიურად იყენებს Angular-ს თავის პროდუქტებში (GMail, Google Cloud Platform, etc.)

ამას ემატება ისიც, რომ ბექენდისთვის Nest.JS-ს ვიყენებთ (Node.JS-ის ერთერთ ფრეიმვორკს), რაც ძალიან ჰგავს Agnular-ს, შესაბამისად front-end დეველოპერის back-end-ში გადართვა 3-6 თვით უფრო სწრაფად გამოგვდის

დავითი იმ 3 უნარ-ჩვევასაც გვიზიარებს, რომელიც Angular დეველოპერს უნდა ჰქონდეს:

● გუნდურობა

● შეუპოვრობა

● თანმიმდევრულობა

აქვე გეტყვი, რომ პროგრამირება გარედან ჯადოსნურად გამოიყურება, კულისებში კი დიდი შრომა და უამრავი კოდი ტრიალებს, ამიტომ დავითი გირჩევს, რომ თუ ამ მიმართულებით განვითარება გსურს, წერო რაც შეიძლება მეტი კოდი

შედეგები მყისიერად არ დგება და საჭიროა თავგადადება (dedication), არ შეგეშინდეს, ეგ გზა გვაქვს გავლილი ყველა გამოცდილ პროგრამისტს.

ამიტომ თუ შენც გინდა, რომ Front-end დეველოპმენტში განვითარება Angular ტექნოლოგიის შესწავლით განაგრძნო, შენგან მოტივაციასთან ერთად მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება, ფლობდე HTML, CSS და JavaScript-ს მინიმალურ დონეზე.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება