Angular-ის კურსდამთავრებულის ფინალური პროექტი - თამარ ავალიანი

blog-detail-img

Angular-ის კურსის ფარგლებში სტუდენტები ინდივიდუალურ ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რაც Angular framework-ით ვებ-აპლიკაციის დამოუკიდებლად აწყობას გულისხმობს,

თამარ ავალიანი Angular-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც 20 ინტენსიური ლექციის შემდეგ ხელოვნების ნიმუშების კოლექციის აპლიკაცია ააწყო – აპლიკაციას ძებნის ფუნქცია აქვს, სადაც შესაძლებელია სასურველი ნამუშევრის მოძებნა ავტორით, მასალით, პერიოდით და სხვა..

თამარი ამბობს, რომ პროექტის 0-იდან აწყობა საინტერესო პროცესი იყო, თანაც მას არასდროს ჰქონია  API -სთან შეხება, რაც პროექტის ფარგლებში შედარებით გასაგები გახდა.

„მიუხედავად გზადაგზა შეხვედრილი ბევრი სირთულისა და ბევრი ხარვეზისა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი საბოლოო შედეგით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროექტი დიდად მასშტაბური არ ყოფილა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბევრი სქილი გამომიმუშავა, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი - მიღებული ცოდნის გამოყენება.“

ფინალური პროექტის სულისკვეთებაც სწორედ ესაა – შეგიქმნას საშუალება უკვე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო, მისგან პროდუქტი შექმნა, ამასთან, საკუთარი შესაძლებლობები დატესტო.

„...შემიძლია ვთქვა,  რომ უკეთ ვისწავლე დოკუმენტაციის გარჩევა, ჩემი შეცდომების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტა.“

ცოტა რამ კურსზე, მოლოდინებსა და მათ გამართლებებზე:

„ის მოლოდინი, რაც მქონდა ამ კურსის დაწყებისას, რომ გამეგო რა არის Angular და შემქმნოდა ზოგადი წარმოდგენა ამ ფრეიმვორკის შესახებ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გამართლდა.“

უშუალოდ Angular-ზეც რომ მოგიყვე, იგი Google-ს მიერ 2016 წელს შემუშავებული ფრეიმვორკი, რომლითაც შესაძლებელია TypeScript-Based Responsive Single-Page აპლიკაციების (SPA) აწყობა.

მისი შესწავლა შეგიძლია Commschool-შიც. ჩვენი პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ჰქონია გარკვეული შეხება HTML, CSS და JavaScript-თან და სურთ კონკრეტულად Angular Framework-ით გააგრძელონ Front-End Development-ის შესწავლა. ასევე დეველოპერებისთვის, ვინც სხვა ტექნოლოგიებზე მუშაობენ და აინტერესებთ Angular.

კურსის დასასრულს დამოუკიდებლად შეგეძლება:

  • Single-page ვებ-აპლიკაციების აწყობა

  • Angular-ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება, მის ეკოსისტემაში სტანდარტად ჩამოყალიბებული ყველა best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენება

  • TypeScript-ის ენაზე მუშაობა, მისი გამოყენება Angular-ისა და სხვა ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიებზე

  • გამოიყენო თანამედროვე Javascript და ყველა ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საჭიროა თანამედროვე დინამიკური ვებ-აპლიკაციების ასაწყობად

  • განავითარო საკუთარი თავი Angular-ზე მუშაობით ან/და სხვა Front-End Framework-ის თუ ბიბლიოთეკის შესწავლით.

ამასთან, Commschool-ში მოქმედებს Alumni Club. ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება Commschool-ის ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ. იგი ეხმარება კურსდამთავრებულებს მათთვის მისაღები და საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე უქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში.

გირჩევდა თუ არა თამარი Commschool-ში ჩაბარებას?

ამბობს, რომ ნამდვილად.

„...განსაკუთრებით Angular-ით დაინტერესებულ ადამიანებს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ კომპეტენტური ლექტორი ჰყავთ, რომელიც ყოველთვის მზადაა უპასუხოს თქვენს შეკითხვებს და ამასთანავე დაგეხმაროთ პრობლემების გადაჭრაში."

თუ კი Angular-ით შენც ხარ დაინტერესებული და მის შესწავლას ჩვენთან ფიქრობ, გიტოვებ ბმულს. ალბათ, დაგჭირდება.

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება